პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა
მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის და­რი­ცხულ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბამ (თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო და და­ნა­მა­ტი) 8 344 661 ლარი შე­ად­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 3 279 119 ლა­რია, და­ნა­მა­ტი კი - 5 065 541 ლარი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 2 000 ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ასე­ვე ყო­ველ­თვი­უ­რად იღე­ბენ და­ნა­მატს თა­ნამ­დე­ბობ­რივ სარ­გო­ზე მეტი ოდე­ნო­ბით. და­ნა­მა­ტის ოდე­ნო­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის­თვის გან­სხვავ­დე­ბა მათი თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ყვე­ლა თვე­ში თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს გარ­და, 4 738 ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ნა­მა­ტი აიღო. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის და­ნა­მა­ტი 4 403 ლა­რია; ვიცე-სპი­კე­რე­ბის - ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის, ილია ნა­კა­ში­ძის, ირმა ინაშ­ვი­ლის, სერ­გი კა­პა­ნა­ძის, გი­ორ­გი ვოლ­სკის - 4 338 ლარი; რაც შე­ე­ხე­ბა სხვა დე­პუ­ტა­ტებს, მათი და­ნა­მა­ტი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლია და სულ მცი­რე 2 623 ლარს შე­ად­გენს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის - სპი­კე­რი­სა და ვიცე-სპი­კე­რე­ბის, ასე­ვე ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 6 000 ლა­რი­დან 6 700 ლა­რის ფარ­გლებ­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს რი­გი­თი წევ­რის კი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად, 4 500 ლა­რი­დან 5 500 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მულ­მა ანა­ზღა­უ­რე­ბამ (თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, და­ნა­მა­ტი და პრე­მია) 21 824 081 შე­ად­გი­ნა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 2017 წლის იან­ვრი­დან ნო­ემ­ბრის ჩათ­ლით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გა­ცე­მუ­ლია თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო 12 621 070 ლა­რის ოდე­ნო­ბით, და­ნა­მა­ტი - 7 204 072 ლარი და პრე­მია - 1 998 938 ლარი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ პლე­ნა­რუ­ლი და რიგ­გა­რე­შე სხდო­მე­ბის სა­პა­ტიო და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გაც­დე­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კაც გა­მო­ი­თხო­ვა.

დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მებს ყვე­ლა­ზე ხში­რად რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი და კობა ნა­ყო­ფია აც­დე­ნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის 2017 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის სა­პა­ტიო მი­ზე­ზით ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­აც­დი­ნეს შემ­დეგ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა: და­ვით ბაქ­რა­ძე - 21, გი­ორ­გი ბე­გა­ძე - 12, ირაკ­ლი ბე­რა­ია - 15, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე - 11, გიგა ბო­კე­რია - 21, თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა -13, ზაზა გა­ბუ­ნია - 14, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი - 12, ნინო გო­გუ­ა­ძე - 12, გოჩა ენუ­ქი­ძე - 15, ირმა ინაშ­ვი­ლი -13, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი - 13, სერ­გი კა­პა­ნა­ძე - 11, ოთარ კა­ხი­ძე - 14, ზაზა კე­დე­ლაშ­ვი­ლი - 25, ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე - 13, ნი­კა­ნორ მე­ლია - 25, გელა მი­ქა­ძე - 15, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი - 16, კობა ნა­ყო­ფია - 26, რა­მაზ ნი­კო­ა­ში­ვი­ლი - 27, გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - 25, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი - 15, აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი - 22, გი­ორ­გი ტუ­ღუ­ში - 20, ირი­ნა ფრუ­ი­ძე - 14, ალექ­სან­დრე ქან­თა­რია - 15, სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა - 14, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი - 18, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი -18, ნინო წი­ლო­სა­ნი - 12, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე - 11, ელე­ნე ხოშ­ტა­რია - 21.

სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­პა­ტიო გაც­დე­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პე­რი­ოდ­ში 10-ს არ აღე­მა­ტე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის 2017 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი და რიგ­გა­რე­შე სხდო­მე­ბის არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გაც­დე­ნებს, სტა­ტის­ტი­კა შემ­დეგ­ნა­ი­რია: ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი - 6, გრი­გოლ მი­ქე­ლა­ძე - 3, ენ­ზელ მკო­ი­ა­ნი - 3, ირაკ­ლი მე­ზურ­ნიშ­ვი­ლი - 3, სამ­ველ მა­ნუ­კი­ა­ნი - 3, ედი­შერ თო­ლო­რა­ია - 4, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - 3, რო­მან მუ­ჩი­აშ­ვი­ლი - 3, გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი - 3, ოთარ ჩრდი­ლე­ლი - 3, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე -4, ლერი ხა­ბე­ლო­ვი - 3.

კობა ნა­ყო­ფი­ამ, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა და აზერ სუ­ლე­ი­მა­ნოვ­მა გა­აც­დი­ნეს ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბი სა­პა­ტიო მი­ზე­ზით 2017 წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში თი­თო­ე­ულ მათ­გან 10-10 გაც­დე­ნა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით გაც­დე­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ის შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: რუს­ლან გა­ჯი­ე­ვი -2, სამ­ველ მა­ნუ­კი­ა­ნი - 2, რა­მაზ ნი­კო­ლა­ში­ვი­ლი - 2, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლი - 2, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი - 2, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე - 2.

გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე 1 597 863 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­კვე­ვა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე ჯამ­ში 114 201 ლარი და­ი­ხარ­ჯა, თე­ბერ­ვლში - 115 763 ლარი, მარ­ტში - 187 943 ლარი, აპ­რილ­ში - 88 091 ლარი, მა­ის­ში - 133 274 ლარი, ივ­ნის­ში - 110 522 ლარი, ივ­ლის­ში - 148 963 ლარი, აგ­ვის­ტო­ში - 4 345 ლარი, სექ­ტემ­ბერ­ში - 233 578 ლარი, ოქ­ტომ­ბერ­ში - 155 377 ლარი, ხოლო ნო­ემ­ბერ­ში - 305 829 ლარი.

ამას­თან, ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა - 14 686 ლარი და­ი­ხარ­ჯა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლის ვი­ზიტ­ზე ვა­შინგტონ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 10-დან 16 სექ­ტემ­ბრამ­დე; 13 990 ლარი და­ი­ხარ­ჯა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ და­ვით ბაქ­რა­ძის ვი­ზიტ­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 12 ნო­ემ­ბრი­დან 25 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ი­მარ­თა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მივ­ლი­ნე­ბის თან­ხე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავს რო­გორც ავან­სად გა­ცე­მულ თან­ხებს, ისე მივ­ლი­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის შე­დე­გად ფაქ­ტობ­რი­ვად გა­წე­ულ ხარ­ჯებს.

მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა

მილიონობით ლარი დანამატებსა და უცხოეთში ვიზიტებზე - დეპუტატების ხელფასებისა და გაცდენილი სხდომების სტატისტიკა

მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის დარიცხულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) 8 344 661 ლარი შეადგინა.

აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივი სარგო 3 279 119 ლარია, დანამატი კი - 5 065 541 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის წევრები ასევე ყოველთვიურად იღებენ დანამატს თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით. დანამატის ოდენობა პარლამენტის წევრებისთვის განსხვავდება მათი თანამდებობის მიხედვით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყველა თვეში თანამდებობრივი სარგოს გარდა, 4 738 ლარის ოდენობის დანამატი აიღო. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის დანამატი 4 403 ლარია; ვიცე-სპიკერების - ზვიად ძიძიგურის, ილია ნაკაშიძის, ირმა ინაშვილის, სერგი კაპანაძის, გიორგი ვოლსკის - 4 338 ლარი; რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მათი დანამატი დიფერენცირებულია და სულ მცირე 2 623 ლარს შეადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის ხელმძღვანელობის - სპიკერისა და ვიცე-სპიკერების, ასევე ფრაქციების თავმჯდომარეების ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 6 000 ლარიდან 6 700 ლარის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რიგითი წევრის კი დიფერენცირებულად, 4 500 ლარიდან 5 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო, დანამატი და პრემია) 21 824 081 შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2017 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათლით, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულია თანამდებობრივი სარგო 12 621 070 ლარის ოდენობით, დანამატი - 7 204 072 ლარი და პრემია - 1 998 938 ლარი.

"ინტერპრესნიუსმა" საქართველოს პარლამენტიდან დეპუტატების მიერ პლენარული და რიგგარეშე სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკაც გამოითხოვა.

დეპუტატებიდან პარლამენტის პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად რამაზ ნიკოლაიშვილი და კობა ნაყოფია აცდენენ.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად გააცდინეს შემდეგმა დეპუტატებმა: დავით ბაქრაძე - 21, გიორგი ბეგაძე - 12, ირაკლი ბერაია - 15, აკაკი ბობოხიძე - 11, გიგა ბოკერია - 21, თინათინ ბოკუჩავა -13, ზაზა გაბუნია - 14, ხათუნა გოგორიშვილი - 12, ნინო გოგუაძე - 12, გოჩა ენუქიძე - 15, ირმა ინაშვილი -13, გიორგი კანდელაკი - 13, სერგი კაპანაძე - 11, ოთარ კახიძე - 14, ზაზა კედელაშვილი - 25, ზვიად კვაჭანტირაძე - 13, ნიკანორ მელია - 25, გელა მიქაძე - 15, ირმა ნადირაშვილი - 16, კობა ნაყოფია - 26, რამაზ ნიკოაშივილი - 27, გია ჟორჟოლიანი - 25, სალომე სამადაშვილი - 15, აზერ სულეიმანოვი - 22, გიორგი ტუღუში - 20, ირინა ფრუიძე - 14, ალექსანდრე ქანთარია - 15, სოფიო ქაცარავა - 14, გიორგი ღვინიაშვილი - 18, თამარ ჩუგოშვილი -18, ნინო წილოსანი - 12, დავით ჭიჭინაძე - 11, ელენე ხოშტარია - 21.

სხვა დეპუტატების საპატიო გაცდენები მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში 10-ს არ აღემატება.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის წევრების 2017 წლის საგაზაფხულო სესიის პლენარული და რიგგარეშე სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებს, სტატისტიკა შემდეგნაირია: ვანო ზარდიაშვილი - 6, გრიგოლ მიქელაძე - 3, ენზელ მკოიანი - 3, ირაკლი მეზურნიშვილი - 3, სამველ მანუკიანი - 3, ედიშერ თოლორაია - 4, სალომე ზურაბიშვილი - 3, რომან მუჩიაშვილი - 3, გია ჟორჟოლიანი - 3, ოთარ ჩრდილელი - 3, დავით ჭიჭინაძე -4, ლერი ხაბელოვი - 3.

კობა ნაყოფიამ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და აზერ სულეიმანოვმა გააცდინეს ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები საპატიო მიზეზით 2017 წლის საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ მათგან 10-10 გაცდენა აქვს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება: რუსლან გაჯიევი -2, სამველ მანუკიანი - 2, რამაზ ნიკოლაშივილი - 2, კახა ოქრიაშვილი - 2, სალომე სამადაშვილი - 2, გედევან ფოფხაძე - 2.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალურ ვიზიტებზე 1 597 863 ლარი დაიხარჯა.

”ინტერპრესნიუსის” მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში დეპუტატების ოფიციალურ ვიზიტებზე ჯამში 114 201 ლარი დაიხარჯა, თებერვლში - 115 763 ლარი, მარტში - 187 943 ლარი, აპრილში - 88 091 ლარი, მაისში - 133 274 ლარი, ივნისში - 110 522 ლარი, ივლისში - 148 963 ლარი, აგვისტოში - 4 345 ლარი, სექტემბერში - 233 578 ლარი, ოქტომბერში - 155 377 ლარი, ხოლო ნოემბერში - 305 829 ლარი.

ამასთან, ყველაზე მეტი თანხა - 14 686 ლარი დაიხარჯა პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის ვიზიტზე ვაშინგტონში, მიმდინარე წლის 10-დან 16 სექტემბრამდე; 13 990 ლარი დაიხარჯა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მიმდინარე წლის 12 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მივლინების თანხების თაობაზე ინფორმაცია მოიცავს როგორც ავანსად გაცემულ თანხებს, ისე მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შედეგად ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."