პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში აღკვეთილი კიდევ ერთი ტერაქტი და ISIS-დან დაბრუნებული ჩეჩენი გოგონას ჩანაწერები
რუსეთში აღკვეთილი კიდევ ერთი ტერაქტი და ISIS-დან დაბრუნებული ჩეჩენი გოგონას ჩანაწერები

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო კო­მი­ტე­ტი­სა (CIA) და ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვის ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სე­რია აღ­კვე­თეს.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა დო­ნალდ ტრამპს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნეს თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი "ტე­რო­რის­ტე­ბის ჯგუ­ფის დევ­ნი­სა და და­კა­ვე­ბის­თვის".

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო interfax-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეთრ სახ­ლს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არ გა­უვრცე­ლე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა კრემლს, ამ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე, ორი დღით ადრე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია ის­ლა­მის­ტურ ექ­სტრე­მიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 7 პირი, რომ­ლებ­საც ბრა­ლად სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ის და­გეგ­მვა ედე­ბათ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აფეთ­ქე­ბას ყა­ზა­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა, ქა­ლა­ქის სხვა ად­გი­ლებ­ზე ჰქონ­დათ მო­ნა­ხა­ზი, სა­დაც მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, თვით­მკვლე­ლე­ბი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყობ­ლო­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ.

რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით, 5 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. 15 დე­კემ­ბერს რუს­მა ძა­ლოვ­ნებ­მა ევ­გე­ნი ეფი­მო­ვი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ამ­ზა­დებ­და ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებს, რათა 17 დე­კე­მე­ბერს, ყა­ზა­ნის ტა­ძარ­ში აე­ფეთ­ქე­ბი­ნა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე დღეს, ასე­თი­ვე აფეთ­ქე­ბის მო­წყო­ბა, ან­ტონ კობ­ცას "ავ­ტო­რო­ბით", კი­დევ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას იგეგ­მე­ბო­და... ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს შო­რის არის ინ­გუ­შეთ­ში მცხოვ­რე­ბი ალის­ხან ეს­მურ­ზი­ე­ვი და და­ღეს­ტნე­ლი შა­მილ ომარ­გა­ჯი­ე­ვი, რომ­ლე­ბიც ტა­ჯი­კე­თის მკვიდრ ფი­რუზ კა­ლა­ვუ­როვ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

ФСБ-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ბი­ნა­ში, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი, თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და "ექსრტე­მის­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა" ამო­ი­ღეს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სულ­მა მე­დი­ამ ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი 19 წლის გო­გო­ნას ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებ­და და კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გროზ­ნო­ში უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფარს სთხოვ­და.

"შევ­ხვდე­ბი­თო, - ეტყოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს "ძმე­ბი" და შემ­დეგ იკარ­გე­ბოდ­ნენ... თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი რას ნიშ­ნავ­და შეხ­ვედ­რა. მე­გო­ნა, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ ერ­თმა­ნეთს... ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბის დას­მის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, ამი­ტომ ჩე­მით მივ­ხვდი, - ზე­ცა­ში შეხ­ვედ­რას გუ­ლის­ხმობ­დნენ... სად­მე, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ან სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, რო­მე­ლი­მე ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას მი­დი­ოდ­ნენ და თავს იფეთ­ქებ­დნენ... ასე ის გო­გო­ნე­ბიც მო­იქ­ცნენ, რო­მელ­თაც ქმრე­ბი მო­უკ­ლეს. ამის გა­კე­თე­ბას არა­ვინ გვა­ძა­ლებ­და, მაგ­რამ ისე გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, რომ ბევ­რს თა­ვად უნ­დო­და ამ გზით საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან, ძმას­თან ან შვილ­თან შეხ­ვედ­რა... ", - წერს ახალ­გაზ­რდა ფეთი, რომ­ლის თქმი­თაც, მა­ლე­ვე მიხ­ვდა, სა­დაც მოხ­ვდა, თუმ­ცა, იქი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მო­ა­ხერ­ხა...

რუ­სუ­ლი მე­დია გო­გო­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, მის გვარს არ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა, წერს, რომ პრობ­ლე­მა აშ­კა­რად მწვა­ვედ დგას რუ­სეთ­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ეს მძი­მე ეტა­პი ერ­თობ­ლი­ვად უნდა დაძ­ლი­ონ...

ტე­რო­რიზ­მთან კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთ­სა და ამე­რი­კის ლი­დე­რე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი შე­ე­ცა­და დო­ნალდ ტრამ­პი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ "რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ამე­რი­კას ან მის მო­ქა­ლა­ქე­ებს ეხე­ბათ, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცე­მენ ამე­რი­კას და მათ პარტნი­ორ ქვეყ­ნებს ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ისე, რო­გორც ამას ადრე აკე­თებ­დნენ..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რუსეთში აღკვეთილი კიდევ ერთი ტერაქტი და ISIS-დან დაბრუნებული ჩეჩენი გოგონას ჩანაწერები

რუსეთში აღკვეთილი კიდევ ერთი ტერაქტი და ISIS-დან დაბრუნებული ჩეჩენი გოგონას ჩანაწერები

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო კომიტეტისა (CIA) და ამერიკული დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული აქტების სერია აღკვეთეს.

სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიყენეს თავდასხმების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი "ტერორისტების ჯგუფის დევნისა და დაკავებისთვის".

საინფორმაციო სააგენტო interfax-ის ინფორმაციით, თეთრ სახლს ჯერჯერობით სატელეფონო ზარის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. რაც შეეხება კრემლს, ამ განცხადების გავრცელებამდე, ორი დღით ადრე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ დაკავებულია ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი, რომლებსაც ბრალად სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული თავდასხმების სერიის დაგეგმვა ედებათ.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები აფეთქებას ყაზანის საკათედრო ტაძარში გეგმავდნენ, თუმცა, ქალაქის სხვა ადგილებზე ჰქონდათ მონახაზი, სადაც მასობრივი თავშეყრის ადგილებში, თვითმკვლელები ასაფეთქებელი მოწყობლობის მოქმედებაში მოყვანას აპირებდნენ.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, 5 ადამიანი დააკავეს. 15 დეკემბერს რუსმა ძალოვნებმა ევგენი ეფიმოვი დააკავეს, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ საკუთარ ბინაში ამზადებდა ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რათა 17 დეკემებერს, ყაზანის ტაძარში აეფეთქებინა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მეორე დღეს, ასეთივე აფეთქების მოწყობა, ანტონ კობცას "ავტორობით", კიდევ რამდენიმე ადგილას იგეგმებოდა... ეჭვმიტანილებს შორის არის ინგუშეთში მცხოვრები ალისხან ესმურზიევი და დაღესტნელი შამილ ომარგაჯიევი, რომლებიც ტაჯიკეთის მკვიდრ ფირუზ კალავუროვთან ერთად დააკავეს.

ФСБ-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, დიდი რაოდენობით იარაღი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და "ექსრტემისტული ლიტერატურა" ამოიღეს.

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა მედიამ ჩეჩნეთში დაბრუნებული 19 წლის გოგონას ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის "ისლამურ სახელმწიფოში" გატარებულ პერიოდს იხსენებდა და კადიროვის ხელისუფლებას გროზნოში უსაფრთხო თავშესაფარს სთხოვდა.

"შევხვდებითო, - ეტყოდნენ ერთმანეთს "ძმები" და შემდეგ იკარგებოდნენ... თავიდან არ ვიცოდი რას ნიშნავდა შეხვედრა. მეგონა, რომელიმე კონკრეტულ ადგილას უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს... ზედმეტი კითხვების დასმის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ჩემით მივხვდი, - ზეცაში შეხვედრას გულისხმობდნენ... სადმე, რომელიმე ქვეყანაში, ან სირიასა და ერაყში, რომელიმე ხალხმრავალ ადგილას მიდიოდნენ და თავს იფეთქებდნენ... ასე ის გოგონებიც მოიქცნენ, რომელთაც ქმრები მოუკლეს. ამის გაკეთებას არავინ გვაძალებდა, მაგრამ ისე გვესაუბრებოდნენ, რომ ბევრს თავად უნდოდა ამ გზით საყვარელ მეუღლესთან, ძმასთან ან შვილთან შეხვედრა... ", - წერს ახალგაზრდა ფეთი, რომლის თქმითაც, მალევე მიხვდა, სადაც მოხვდა, თუმცა, იქიდან თავის დაღწევა სრულიად შემთხვევით მოახერხა...

რუსული მედია გოგონა უსაფრთხოების გამო, მის გვარს არ აკონკრეტებს, თუმცა, წერს, რომ პრობლემა აშკარად მწვავედ დგას რუსეთსა და მთელ მსოფლიოში და შესაბამისმა სამსახურებმა მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ეს მძიმე ეტაპი ერთობლივად უნდა დაძლიონ...

ტერორიზმთან კავშირში ბრალდებულების დაკავების შემდეგ, რუსეთსა და ამერიკის ლიდერების სატელეფონო საუბრისას, ვლადიმირ პუტინი შეეცადა დონალდ ტრამპი დაერწმუნებინა, რომ "რუსული სპეცსამსახურები, ტერორიზმთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკას ან მის მოქალაქეებს ეხებათ, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცემენ ამერიკას და მათ პარტნიორ ქვეყნებს ყველანაირ ინფორმაციას, ისე, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე