სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი ბავშვებს - თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს
პატრიარქი ბავშვებს - თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა სხვებ­თან შე­და­რე­ბით კარ­გი ახალ­გაზ­რდო­ბაა, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკ­ლი - ჩვენ ვართ ზედ­მე­ტად ამა­ყე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა ახალ­გაზ­რდე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა იღებს ნარ­კო­ტიკს, რაც დიდი ცოდ­ვაა.

პატ­რი­არ­ქმა ბავ­შვებს პი­რო­ბა და­ა­დე­ბი­ნა, რომ ისი­ნი ნარ­კო­ტიკს არა­სო­დეს გა­ე­კა­რე­ბი­ან.

"დღეს მე მინ­და ორი­ო­დე სი­ტყვით შე­ვე­ხო ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას, ჩვენ ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, უნდა ით­ქვას, სხვებ­თან შე­და­რე­ბით კარ­გი ახალ­გაზ­რდო­ბაა, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკ­ლი - ჩვენ ვართ ზედ­მე­ტად ამა­ყე­ბი. ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ღე­ბუ­ლობს ნარ­კო­ტი­კებს. ბავ­შვე­ბო, თქვენ ახლა დგა­ხართ ღვთის წი­ნა­შე, თქვენ უნდა და­დოთ სი­ტყვა, რომ არა­სო­დეს არ გა­ე­კა­რე­ბით ნარ­კო­ტი­კებს. თა­ნახ­მა ხართ? თქვით ერ­თად - თა­ნახ­მა ვართ. თქვენ არც უნდა გა­სინ­ჯოთ ეს სა­წამ­ლა­ვი. ადა­მი­ა­ნი კარ­გავს თა­ვის სა­ხეს, თა­ვის სულს, ოჯახს, მშობ­ლებს, სამ­შობ­ლოს და ამი­ტომ ყვე­ლას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამ­ღუპ­ვე­ლი. მე იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სა­გან, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა იგ­რძნობს ნარ­კო­მა­ნი­ის სა­შიშ­რო­ე­ბას. მე კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, რომ ნარ­კო­ტი­კი არა­სო­დეს არ გა­სინ­ჯოთ. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო და მთე­ლი მსოფ­ლიო. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, ღმერ­თმა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ნარ­კო­მა­ნი­ი­სა­გან, მავ­ნე ჩვე­უ­ლე­ბი­სა­გან. დღეს მე მინ­და ასე­ვე შე­ვე­ხო აღ­ზრდას. თქვენ იცით, ამას წი­ნათ დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, ახალ­გაზ­რდებ­მა მოკ­ლეს ორი ახალ­გაზ­რდა. ღმერ­თმა გვა­პა­ტი­ოს ეს ცოდ­ვა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ბავ­შვებ­თან ერ­თად წარ­მოთ­ქვა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვა "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღენ კურ­თხე­უ­ლო ღვთის­მშო­ბე­ლო".

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, ეს ლოც­ვა "ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და იცავს ადა­მი­ანს ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან".

პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას ასე­ვე და­ლო­ცა უცხო­ეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი და ისურ­ვა, რომ ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში მალე დაბ­რუნ­დნენ.

"ბევ­რი ახალ­გაზ­რდა დღეს წა­სუ­ლია უცხო­ეთ­ში. ზოგი სწავ­ლობს, ზოგი მუ­შა­ობს, ზოგი ცხოვ­რობს უბ­რა­ლოდ თა­ვი­სი ყოფა-ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ღმერ­თმა და­ლო­ცოს უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი და ღმერ­თმა მალე და­აბ­რუ­ნოს ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ბავ­შვე­ბი ამ­ბი­ონ­ზე აიყ­ვა­ნა და და­ლო­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პატრიარქი ბავშვებს - თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

პატრიარქი ბავშვებს - თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

ჩვენი ახალგაზრდობა სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ახალგაზრდების აღზრდასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკს, რაც დიდი ცოდვაა.

პატრიარქმა ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკს არასოდეს გაეკარებიან.

"დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება მავნე ჩვევებისაგან, ჩვენი ახალგაზრდობა იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასოდეს არ გასინჯოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდობა, ღმერთმა გაათავისუფლოს ნარკომანიისაგან, მავნე ჩვეულებისაგან. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა", - ბრძანა პატრიარქმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბავშვებთან ერთად წარმოთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღენ კურთხეულო ღვთისმშობელო".

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ეს ლოცვა "ძალიან ძლიერია და იცავს ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან".

პატრიარქმა ქადაგებისას ასევე დალოცა უცხოეთში მყოფი ქართველები და ისურვა, რომ ისინი სამშობლოში მალე დაბრუნდნენ.

"ბევრი ახალგაზრდა დღეს წასულია უცხოეთში. ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ თავისი ყოფა-ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს ისინი სამშობლოში", - ბრძანა პატრიარქმა.

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბავშვები ამბიონზე აიყვანა და დალოცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი