საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

თბი­ლის­ში, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩხუ­ბის დროს მოკ­ლუ­ლი 16 წლის და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ტრა­გე­დი­ის დღეს იხ­სე­ნებს. რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზაზა სა­რა­ლი­ძე ჰყვე­ბა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მან მას­წავ­ლებ­ლის­გან გა­ი­გო.

"იმ დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვმუ­შა­ობ­დი, და­მი­რე­კა დამ­რი­გე­ბელ­მა და მი­თხრა, რომ სას­წრა­ფოდ სკო­ლა­ში მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მი­ვე­დი, შე­სას­ვლელ­ში დამ­ხვდა დამ­რი­გე­ბე­ლი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. კი გა­მიკ­ვირ­და დაღ­ვრე­მი­ლი სა­ხე­ე­ბი რომ ჰქონ­დათ... მი­თხრეს, ფეხ­შია დაჭ­რი­ლი ბავ­შვი, სა­ა­ვად­მყო­ფო­შია და არ ინერ­ვი­უ­ლოო... გა­ვი­ქე­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და და­ნარ­ჩე­ნი კი იცით. რო­დე­საც ოპე­რა­ცი­ე­ბი დას­რულ­და ექი­მიც ვნა­ხე და პირ­და­პირ მი­თხრა, რომ გა­დარ­ჩე­ნა რთუ­ლი იყო" - იხ­სე­ნებს მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა.

ზაზა სა­რა­ლი­ძე ამ­ბობს, რომ არც მისი შვი­ლი და არც მე­ო­რე მოკ­ლუ­ლი, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი 51-ე სკო­ლას­თან მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი არ იყ­ვნენ.

"ლე­ვა­ნი და დათო მე­გობ­როდ­ნენ, პა­რა­ლა­ლუ­რი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც ვიცი, ლე­ვა­ნი სა­ერ­თოდ, შემ­თხვე­ვით მოხ­ვედ­რი­ლა იქ. ვიცი, რომ ჩემი შვი­ლი თა­ვის მე­გო­ბარს გაჰ­ყვა და­სახ­მა­რებ­ლად და რო­გორც ჩანს, ლე­ვა­ნი შემ­თხვე­ვით მი­ვი­და იქ... ჩოჩ­ქო­ლი რომ და­ი­ნა­ხა, ალ­ბათ უნ­დო­და გა­ე­გო რა ხდე­ბო­და და შემ­თხვე­ვით მოყ­ვა ამ ყვე­ლა­ფერ­ში", - ამ­ბობს ზაზა სა­რა­ლი­ძე.

მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი დამ­ნა­შა­ვე არ არის.

"რე­ა­ლუ­რად რომ ვი­ფიქ­როთ და ვიმ­სჯე­ლოთ, იმ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ორმა ადა­მი­ან­მა და ორმა და­ნამ ეგ გა­ა­კე­თოს. იყო ხუთი შემღწე­ვი ჭრი­ლო­ბა, პლი­უს შვი­დი ისე ჭრი­ლო­ბა... გა­მო­რი­ცხუ­ლია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკ­ლავ­და, ვერც მო­ე­რე­ო­და, ხუთი კა­ციც რომ ყო­ფი­ლი­ყო ვერ მო­ე­რე­ო­და, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვერ მო­ე­რე­ოდ­ნენ და ეგ იყო მისი ყვე­ლა­ზე დიდი მი­ნუ­სი, რომ ძლი­ე­რი იყო და ამის გამო იყო, რომ მათ ია­რა­ღე­ბი იხ­მა­რეს..." - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა დათო სა­რა­ლი­ძეს კონ­ფლიქ­ტამ­დე რა­ი­მე შე­ხე­ბა პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ზაზა სა­რა­ლი­ძე პა­სუ­ხობს: "არა­ფე­რი ვიცი, ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთი ჩემი შვი­ლის რაგ­ბის თა­ნა­გუნ­დე­ლი იყო".

"მო­ვის­მი­ნე ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩხუ­ბის მო­მენ­ტში იყ­ვნენ მო­ზარ­დე­ბი, ვინც ჩემს შვილს აკა­ვებ­დნენ... თუ ვი­ღაც აკა­ვებ­და ჩემს შვილს და სხვა და­ნას ურტყამ­და, ესე­ი­გი იქ ორი კაცი არ იყო, მეტი იყო. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია და იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს... გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, არ მინ­და მოს­მე­ნა ჭო­რე­ბის, რაც ვრცელ­დე­ბა, ისიც არ ვიცი ჭო­რე­ბია თუ სი­მარ­თლე... ჩემი შვი­ლის მე­გობ­რე­ბი ვინც მო­დი­ან ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, რომ ბი­ჭე­ბო წყნა­რად იყა­ვით, არა­ფე­რი გულ­ში არ ჩა­ი­დოთ, ეს უფ­ლის ნება იყო. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ წყნა­რად იყ­ვნენ, რომ ამას და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოჰ­ყვეს, ცხელ გულ­ზე სო­ლი­და­რო­ბა, რომ არ გა­მო­უ­ცხა­დონ ჩემს შვილს და ლე­ვან" - ამ­ბობს ზაზა სა­რა­ლი­ძე "რუს­თა­ვი 2"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1-ელ დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი დაჭ­რეს. მათ­გან ერთი, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი იმა­ვე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ვით სა­რა­ლი­ძე ორი დღის შემ­დეგ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც ერთი პო­ლი­ცი­ამ 2 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვა, მე­ო­რე კი პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და. ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი

ყალ­ბი ფოტო, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ში" ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ამ­სახ­ვე­ლად გა­ა­სა­ღეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის პირველი ინტერვიუ - "გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა"

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების ჩხუბის დროს მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა პირველ კომენტარს აკეთებს და ტრაგედიის დღეს იხსენებს. როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ზაზა სარალიძე ჰყვება, მომხდარის შესახებ მან მასწავლებლისგან გაიგო.

"იმ დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი, დამირეკა დამრიგებელმა და მითხრა, რომ სასწრაფოდ სკოლაში მივსულიყავი. მივედი, შესასვლელში დამხვდა დამრიგებელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. კი გამიკვირდა დაღვრემილი სახეები რომ ჰქონდათ... მითხრეს, ფეხშია დაჭრილი ბავშვი, საავადმყოფოშია და არ ინერვიულოო... გავიქეცი საავადმყოფოში და დანარჩენი კი იცით. როდესაც ოპერაციები დასრულდა ექიმიც ვნახე და პირდაპირ მითხრა, რომ გადარჩენა რთული იყო" - იხსენებს მოკლული მოზარდის მამა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არც მისი შვილი და არც მეორე მოკლული, ლევან დადუნაშვილი 51-ე სკოლასთან მომხდარი ჩხუბის ინიციატორი არ იყვნენ. 

"ლევანი და დათო მეგობროდნენ, პარალალური კლასელები იყვნენ. როგორც ვიცი, ლევანი საერთოდ, შემთხვევით მოხვედრილა იქ. ვიცი, რომ ჩემი შვილი თავის მეგობარს გაჰყვა დასახმარებლად და როგორც ჩანს, ლევანი შემთხვევით მივიდა იქ... ჩოჩქოლი რომ დაინახა, ალბათ უნდოდა გაეგო რა ხდებოდა და შემთხვევით მოყვა ამ ყველაფერში", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მოკლული მოზარდის მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არის.

"რეალურად რომ ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, იმდენი ჭრილობა აქვს მიყენებული გამორიცხულია, რომ ორმა ადამიანმა და ორმა დანამ ეგ გააკეთოს. იყო ხუთი შემღწევი ჭრილობა, პლიუს შვიდი ისე ჭრილობა... გამორიცხულია, ორი კაცი ჩემს შვილს ვერ მოკლავდა, ვერც მოერეოდა, ხუთი კაციც რომ ყოფილიყო ვერ მოერეოდა, შიშველი ხელებით ვერ მოერეოდნენ და ეგ იყო მისი ყველაზე დიდი მინუსი, რომ ძლიერი იყო და ამის გამო იყო, რომ მათ იარაღები იხმარეს..." - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დათო სარალიძეს კონფლიქტამდე რაიმე შეხება პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან დაკავებული, ზაზა სარალიძე პასუხობს: "არაფერი ვიცი, ამბობენ, რომ ერთ-ერთი ჩემი შვილის რაგბის თანაგუნდელი იყო".

"მოვისმინე ასევე ინფორმაცია, რომ ჩხუბის მომენტში იყვნენ მოზარდები, ვინც ჩემს შვილს აკავებდნენ... თუ ვიღაც აკავებდა ჩემს შვილს და სხვა დანას ურტყამდა, ესეიგი იქ ორი კაცი არ იყო, მეტი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ბუნდოვანია და იმედია, გამოძიება ყველაფერს დაადგენს... გამოძიების შედეგებს მოუთმენლად ველოდებით, არ მინდა მოსმენა ჭორების, რაც ვრცელდება, ისიც არ ვიცი ჭორებია თუ სიმართლე... ჩემი შვილის მეგობრები ვინც მოდიან ყველას ვეუბნები, რომ ბიჭებო წყნარად იყავით, არაფერი გულში არ ჩაიდოთ, ეს უფლის ნება იყო. ყველას მოვუწოდებ, რომ წყნარად იყვნენ, რომ ამას დაპირისპირება არ მოჰყვეს, ცხელ გულზე სოლიდარობა, რომ არ გამოუცხადონ ჩემს შვილს და ლევან" - ამბობს ზაზა სარალიძე "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

ნახეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი, ლევან დადუნაშვილი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე ორი დღის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: რა მდგომარეობაში არიან მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნები

ყალბი ფოტო, რომელიც "ფეისბუქში" ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ამსახველად გაასაღეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი