მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს "შერიგების წერილი" გაუგზავნა?
მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს "შერიგების წერილი" გაუგზავნა?

რუ­სუ­ლი მე­დია, ტე­ლე­კომ­პა­ნია NewsOne –ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პეტ­რო პო­რო­შენ­კოს შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა. მე­დი­ის ცნო­ბით, ეს ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცლე­და, რაც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "შე­საძ­ლოა, ოდე­სის ექსგუ­ბერ­ნა­ტო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია მოხ­დეს, სა­დაც ის მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბით იძებ­ნე­ბა..."

ამის შე­სა­ხებ იური ლუ­ცენ­კომ, უკ­რი­ა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა: "სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცია ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან უკ­რა­ი­ნას სა­ქარ­თვე­ლო მის ექ­სტრა­დი­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხოვს - ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა მათ უარი ვუ­თხრათ".

თუმ­ცა, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო TASS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა ამ გზით ცდი­ლობს, "ზედ­მე­ტი თა­ვის ტკი­ვი­ლი" აი­ცი­ლოს, თო­რემ თბი­ლისს ექ­სტრა­დი­ცი­ის ხე­ლა­ხა­ლი თხოვ­ნა არ გა­უვრცე­ლე­ბია. ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია ის ვერ­სი­აც, რომ ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან, ვა­სი­ლი ბოდ­ნარ­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და.

"ჩვენ, ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერთი მხა­რე და ამის გარ­შე­მო ვი­სა­უბ­როთ, მათ შო­რის, - მას­თა­ნაც... თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ უნდა მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ, რათა არ ვავ­ნოთ ქვე­ყა­ნას..."- აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, ამ მე­სი­ჯით, პო­რო­შენ­კოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას გუ­ლის­ხმობს...

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბოლო დღე­ებ­ში ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, რი­ტო­რი­კა შე­ამ­ცი­რა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­და­ცი­ის საფრ­თხე იგ­რძნო. ამა­ზე თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც სა­უბ­რობს, რომ­ლის თქმი­თაც, მისი დე­პორ­ტა­ცი­ის­თვის მხა­რე­ე­ბი ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლებს ელო­დე­ბი­ან და ამის შე­სა­ხებ ირი­ბად მუდ­მი­ვად მი­ა­ნიშ­ნე­ბენ.

"ჩვენ მტრე­ბი არ ვართ. მე­ტიც, - სა­ერ­თო, სა­გა­რეო მტე­რი გვყავს და არ არის სა­ჭი­რო ჩემი გა­რიყ­ვა.. მო­დით, მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ..."- აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ამავდრო­უ­ლად, კი­დევ ერთი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი წყა­როს ცნო­ბით, წლის ბო­ლომ­დე, უნდა დას­რულ­დეს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სა და მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შე­საძ­ლოა, მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდეს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე ვრცელ­დე­ბა კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მად შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა გა­და­ხე­დოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში 2018 წლამ­დე დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვის გან­ცხა­დე­ბით, პო­რო­შენ­კოს უკვე გა­დას­ცეს წე­რი­ლი, თუმ­ცა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის­გან პა­სუ­ხი ნა რა­ი­მე სა­ხის ინფრო­მა­ცია, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მო­სუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, - კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, "პო­რო­შენ­კოს უკვე ხელთ აქვს ის წე­რი­ლი, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მას "დე­ეს­კა­ლა­ცი­ას" ჰპირ­დე­ბა..."- აღ­ნიშ­ნავს წყა­რო.

"სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლი. იური დე­რე­ვი­ან­კოს თქმით, ამის შე­სა­ხებ მას ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

"ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ თუ ისი­ნი ყვე­ლა ჩვენს მო­თხოვ­ნას შე­ას­რუ­ლე­ბენ, ჩვენ შევ­ძლებთ სა­უ­ბარს შე­თან­ხმე­ბა­ზე.... ეს მო­თხოვ­ნე­ბია ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თლო, კა­ნო­ნი არ­ჩევ­ნებ­ზე, კა­ნო­ნი იმ­პიჩ­მენტზე და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის გა­დად­გო­მა..."- აცხა­დებს იური დე­რე­ვი­ან­კო.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს "შერიგების წერილი" გაუგზავნა?

მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს "შერიგების წერილი" გაუგზავნა?

რუსული მედია, ტელეკომპანია NewsOne –ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს შერიგების შესახებ წერილი გაუგზავნა. მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცლედა, რაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ "შესაძლოა, ოდესის ექსგუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია მოხდეს, სადაც ის მისი პრეზიდენტობის პერიოდთან დაკავშირებულ საქმეებზე, რამდენიმე ბრალდებით იძებნება..."

ამის შესახებ იური ლუცენკომ, უკრიანელ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა: "სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია ყველაზე მეტად სავარაუდოა, რადგან უკრაინას საქართველო მის ექსტრადიციას ოფიციალურად სთხოვს - ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ უარი ვუთხრათ".

თუმცა, საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, უკრაინა ამ გზით ცდილობს, "ზედმეტი თავის ტკივილი" აიცილოს, თორემ თბილისს ექსტრადიციის ხელახალი თხოვნა არ გაუვრცელებია. ინტერნეტ გამოცემის ინფორმაციით, ასევე საფუძველს მოკლებულია ის ვერსიაც, რომ ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილი ბოდნართან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებდა.

"ჩვენ, ყველა ვალდებული ვართ, შევინარჩუნოთ ერთი მხარე და ამის გარშემო ვისაუბროთ, მათ შორის, - მასთანაც... თუმცა, ამის შესახებ უნდა მოვილაპარაკოთ, რათა არ ვავნოთ ქვეყანას..."- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსული მედიის მტკიცებით, ამ მესიჯით, პოროშენკოსთან მოლაპარაკებას გულისხმობს...

მათივე ცნობით, ბოლო დღეებში ქართველმა პოლიტიკოსმა, რიტორიკა შეამცირა, რადგან საქართველოში ექსტრადაციის საფრთხე იგრძნო. ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილიც საუბრობს, რომლის თქმითაც, მისი დეპორტაციისთვის მხარეები ახალი წლის დღესასწაულებს ელოდებიან და ამის შესახებ ირიბად მუდმივად მიანიშნებენ.

"ჩვენ მტრები არ ვართ. მეტიც, - საერთო, საგარეო მტერი გვყავს და არ არის საჭირო ჩემი გარიყვა.. მოდით, მოვილაპარაკოთ..."- აცხადებს სააკაშვილი.  

ამავდროულად, კიდევ ერთი, ასევე უკრაინული წყაროს ცნობით, წლის ბოლომდე, უნდა დასრულდეს სასამართლო განხილვები მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობასა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა, მის სასარგებლოდ გადაწყდეს.

წყაროს ინფორმაციითვე ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად შესაძლებელია, საემიგრაციო სამსახურმა გადახედოს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში 2018 წლამდე დარჩენასთან დაკავშირებით...

პრეზიდენტის გარემოცვის განცხადებით, პოროშენკოს უკვე გადასცეს წერილი, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტისგან პასუხი ნა რაიმე სახის ინფრომაცია, ჯერჯერობით არ მოსულა. მისივე თქმით, - კიდევ ერთი ვერსიით, "პოროშენკოს უკვე ხელთ აქვს ის წერილი, სადაც სააკაშვილი მას "დეესკალაციას" ჰპირდება..."- აღნიშნავს წყარო.

"საიდუმლო წერილის" შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სააკაშვილის თანაგუნდელი. იური დერევიანკოს თქმით, ამის შესახებ მას ინფორმაცია აქვს.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ ისინი ყველა ჩვენს მოთხოვნას შეასრულებენ, ჩვენ შევძლებთ საუბარს შეთანხმებაზე.... ეს მოთხოვნებია ანტიკორუფციული სასამართლო, კანონი არჩევნებზე, კანონი იმპიჩმენტზე და გენერალური პროკურორის გადადგომა..."- აცხადებს იური დერევიანკო.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"