პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 9 წევ­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თა­ვენ, პა­ტი­ვი სცენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"ჩვენ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ქვე­მო­რე ხე­ლის მომ­წე­რი წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭერ­ნი ვართ. 1991 წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ გრძე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რა. დე­მოკ­რა­ტი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მის ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო უფრო წინ წა­სუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, მათ შო­რის იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ძლი­ე­რი პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია. იმი­სათ­ვის, რომ ეს პროგ­რე­სი გაგ­რძელ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბამ გა­დაჭ­რას რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი.

მო­უ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პა­ტი­ვი სცეს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლი და­არ­ღვია მისი "ფა­რუ­ლი მიზ­ნე­ბით" და "არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ტი­ვით" და­კა­ვე­ბის გამო. გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის დღე­ვან­დელ გა­რე­მო­ში, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რეს­შია რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ გა­მო­ნა­ხოს სა­ერ­თო ენა და იფიქ­როს ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ.

პარ­ლა­მენ­ტის როლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტრო­ლი ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პია. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და მი­ნის­ტრე­ბი სა­პარ­ლა­მენ­ტო კონ­ტროლს თავს არ უნდა არი­დებ­დნენ. ოპო­ზი­ცი­ას, მათ შო­რის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის მო­ზიდ­ვის და კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მთავ­რო­ბა უნდა ეპყრო­ბო­დეს იმ სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლის­კე­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ის­წრაფ­ვის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დია გა­რე­მო, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს აზ­რთა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს. ჩვენ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ "რუს­თა­ვი 2"-ის, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლო­ბის შეც­ვლის მცდე­ლო­ბებს, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რე­ბის, მათ შო­რის ეუ­თოს მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ჩვენ ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად. თუმ­ცა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რე­სი გაგ­რძელ­დეს პირ­ველ რიგ­ში აკის­რია მათ ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხმა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­მარ­თა­ვად აირ­ჩია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი - პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩი­უ­სი (ლი­ბე­რა­ლე­ბი, ლიტ­ვა), დე­ვიდ მა­კა­ლის­ტე­რი (ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, გერ­მა­ნია; ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ჟი­გი­მან­ტას ბალ­ჩი­ტი­სი (სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფრაქ­ცია, ლიტ­ვა), ივან სტე­ფა­ნე­ჩი (ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, სლო­ვა­კე­თი), ია­რო­მირ შტე­ტი­ნა (ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, ჩე­ხე­თი), სან­დრა კალ­ნი­ე­ტე (ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, ლატ­ვია), ანა ფო­ტი­გა (ევ­რო­პის კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი და რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი, პო­ლო­ნე­თი), ხოსე ინა­ციო ფა­რია (ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია, პორ­ტუ­გა­ლია) და ჰილ­დე ვა­უტ­მან­სი (ლი­ბე­რა­ლე­ბი, ბელ­გია).

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 9 წევ­რის გან­ცხა­დე­ბას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ავ­რცე­ლებს.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, პატივი სცენ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას.

"ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელის მომწერი წევრები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა, მათ შორის იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია. იმისათვის, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, აუცილებელია, რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი "ფარული მიზნებით" და "არაკეთილსინდისიერი მოტივით" დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით, მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ "რუსთავი 2"-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს პირველ რიგში აკისრია მათ ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები - პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიბერალები, ლიტვა), დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია; ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას ბალჩიტისი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ლიტვა), ივან სტეფანეჩი (ევროპის სახალხო პარტია, სლოვაკეთი), იარომირ შტეტინა (ევროპის სახალხო პარტია, ჩეხეთი), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია, ლატვია), ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები, პოლონეთი), ხოსე ინაციო ფარია (ევროპის სახალხო პარტია, პორტუგალია) და ჰილდე ვაუტმანსი (ლიბერალები, ბელგია).

ევროპარლამენტის 9 წევრის განცხადებას "ევროპული საქართველო" ავრცელებს.

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"