"თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკას Wi-Fi-ს მეშვეობით ვმართავთ, მაგალითად, გათბობის სისტემის შემთხვევაში ტემპერატურას ვარეგულირებთ... თუ ეს სისტემა ჰაკერმა გატეხა, ის შეძლებს, რომ გათბობის ქვაბი მწყობრიდან გამოიყვანოს ან მისი ტემპერატურა ძალიან დაწიოს, რაც შემდეგ მილების გაყინვას ან პირიქით, ძალიან გაზრდას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, უნდა გვქონდეს ინფორმაცია, თუ რამდენი User-ი იყენებს ჩვენს ქსელს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენს Wi-Fi ქსელში არაავტორიზებული მოწყობილობა ჩართული არ იყოს," - განმარტავს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორის მოადგილე გიორგი რობაქიძე და დასძენს, რომ როგორც სისტემების განახლებას, ისე Wi-Fi-ს კონტროლს მუდმივი სახე უნდა ჰქონდეს.
კერძოდ, მაგალითად, iCloud-ის ან Google Drive-ის ანგარიშზე შესვლისას სისტემაში ორმაგი ვერიფიკაცია უნდა გვქონდეს ჩართული:
"ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ როგორც რთული თორმეტნიშნა პაროლი, ისე ჩვენ მობილურ ტელეფონზე მოსული ერთჯერადი კოდი, რომელიც იმ მომენტში ასევე მხოლოდ ჩვენ ვიცით. სწორედ ეს არის ორმაგი დაცვა, ვინაიდან თუ ჰაკერმა შეძლო და ჩვენი პაროლი მოიპოვა, ის მობილურ ტელეფონზე მოსული პაროლის გაგებას ვერ შეძლებს, ხოლო თუ ანგარიშზე შესვლას მაინც შეეცდება, ამის შესახებ მეილზე ინფორმაცია მოგვივა, რაც რეაგირების საშუალებას მოგვცემს," - აღნიშნავს გიორგი რობაქიძე.
უსაფრთხოების ექსპერტის განმარტებით, როგორც ჩვენი ფინანსური ანგარიშების, ისე სხვა პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებსაც:
"მაგალითად, თუ შეტყობინება მოგვდის მეგობრის ან ხელმძღვანელი პირისგან და მისი კონტენტის მიხედვით ვეჭვობთ, რომ შეიძლება ჩვენი ნაცნობის გამოგზავნილი არ იყოს, ეს თვითონ გამომგზავნებთან უნდა გადავამოწმოთ. პირობითად, თქვენ არ მოგწერთ ხელმძღვანელი პირი, რომ დაავიწყდა Username და პაროლი და გთხოვთ, რომ გაუგზავნოთ. ასეთი შეტყობინება თუნდაც ხელმოწერილი სახით იყოს გამოგზავნილი, არ უნდა ენდოთ და აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ. როდესაც კიბერ ჰიგიენის ამ წესებს დავიცავთ, კიბერ თავდასხმების დაახლოებით 70% შეიძლება, თავიდან ავიცილოთ... წაიკითხეთ სრულად