"ჩრდილოეთის ნაკადი - 2" - "ენერგორესურსებით ომის" ახალი ეტაპი

"ჩრდილოეთის ნაკადი - 2" - "ენერგორესურსებით ომის" ახალი ეტაპი

უკვე წლებია, რუსეთი ენერგორესურსების გამოყენებით, ევროპაზე ზეწოლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. ამჯერად, შესაძლოა, მისი სამიზნე უკრაინა აღმოჩნდეს, სადაც სამუშაო ვიზიტით ამერიკელი დიპლომატი სიუ საარნი იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო ძვირი, თუმცა, "უსაფრთხო გაზი" შესთავაზა, რამაც რუსეთი ძალზედ გააღიზიანა...

"ერთხელაც უკრაინაში რუსული გაზი აღარ მოვა", - ასეთი პასუხი გასცა რუსეთმა უკრაინას, ამერიკის შეპირებაზე "ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან" დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.

"ჩრდილოეთის ნაკადი -2 " იყო ევროპაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის სიუ საარნის ვიზიტის მთავარი თემა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში არსებულ საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ მან უკრაინაში თავის ტურნეს დაწყებისას ისაუბრა და ასევე ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოება მისთვის პრიორიტეტია და უკრაინა "სიის თავშია".

რუსული გაზის ალტერნატივად მან დაასახელა "არატრადიციული" (გათხევადებული ბუნებრივი აირი) ამერიკიდან. დიპლომატის განცხადებით, ეს უფრო ძვირი დაჯდება, თუმცა, "ფასი უსაფრთხო" იქნება.

საარნიმ "ჩრდილოეთის ნაკადი -2-ს" თავად ამერიკის უსაფრთხოების საკითხი უწოდა. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ მილსადენის გარშემო არსებულ ვითარებას ევროპაში ამერიკის სამხედრო მეთაურებთან განიხილავენ, რათა მოისმინონ თუ რას სთავაზობენ გენერლები.

ერთი სიტყვით, ამერიკა სთავაზობს ევროპას, გადაიხადოს უფრო ძვირი, მაგრამ მიიღოს უსაფრთხო გაზი. ამ შეთავაზებას, რუსეთისგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, - მათი თქმით, "ამერიკა ცდილობს, ენერგობაზარზე პოლიტკური გზით გაიმარჯვოს". გარდა ამისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეთავაზებები, "სხვა კითხვებსაც აჩენს და იმედია, ევროპაში ამაზეც ფიქრობენ, - რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ევროპა, ფაქტობრივად, ამერიკის "მძევალი" ხდება, რომელიც აუცილებლად გამოიყენებს ბოლომდე ყველა მექანიზმს ბრიუსელის პოლიტიკაზე მაქსიმალური გავლენა მოახდინოს", - წერენ რუსულ მედიაში.

ამასთან, რუსი პოლიტიკოსების განცხადებით, ქვეყნებს, რომლებიც, "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის წინააღმდეგ გამოდიან, მაგალითად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, პრაქტიკულად არც აქვთ გავლენა ევოკავშირზე. ხოლო, ამ საზაგადოების ლიდერები, კონკრეტულად გერმანია, აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს. ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ გერმანელმა ჩინოვნიკებმა გაზსადენთან დაკავშირებით, პირველი ნებართვები უკვე გასცეს...

ის, რომ გერმანია ამ პროექტს მხარს დაუჭერდა, ახალი სულაც არ არის, რადგან ეს პროექტი, სწორედ მისი ლობირებულია, თუმცა, "ჩრდილოეთ ნაკადი 2" "გაზპრომის" მიერ იმართება და უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად, რისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამერიკა და ევროპას აფრთხილებდა, რომ ამ პროექტით სამუდამოდ მიეჯაჭვებოდა რუსეთს...

თავის მხრივ, ჯერ კიდევ შარშან, თებერვალში, გერმანია ცდილობდა, ევროკავშირში გაზსადენის მიმართ არსებული წინააღმდეგობა გადაელახა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩის განცხადებით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შეუთავსებელია ევროკავშირის ენერგოსტრატეგიის მიზნებთან...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"