პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს
შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ჯორჯ კლუ­ნიმ დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბის ნიშ­ნად 14 მე­გო­ბარს თითო მლნ დო­ლა­რი აჩუ­ქა.

სინ­დი კრო­უ­ფორ­დის ქმრის, რენ­დი გერ­ბე­რის თქმით, რო­მე­ლიც კლუ­ნის ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რია, ჯორ­ჯის­გან სო­ლი­დუ­რი თან­ხა სა­ჩუქ­რად 2013 წელს მი­ი­ღო.

"ჯორ­ჯმა დაგ­ვი­რე­კა მე­გობ­რებს, შეგ­ვკრი­ბა და გვთხო­ვა, მოგ­ვე­ნიშ­ნა 2013 წლის 27 სექ­ტემ­ბე­რი. გვი­თხრა, რომ ყვე­ლა უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით მას­თან სა­ვახ­შმოდ," - ამ­ბობს გერ­ბე­რი.

კლუ­ნის­თან მი­სუ­ლებს კი, მა­გი­დის გარ­შე­მო, სა­დაც ვახ­შა­მი უკვე მზად იყო, ჩე­მოდ­ნე­ბი დახ­ვდათ.

"მინ­დო­და, გცოდ­ნო­დათ, რამ­დე­ნად მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ ჩემ­თვის და რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა გაქვთ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, რიგ-რი­გო­ბით მე­ძი­ნა თქვენს სახ­ლებ­ში. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ თქვენ მყავ­ხართ და თქვენს გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი," - უთხრა მე­გობ­რებს კლუ­ნიმ.

ჩე­მოდ­ნე­ბის გახ­სნის შემ­დეგ კი თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა 1 მლნ დო­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. "თო­თხმე­ტი­ვემ თითო მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ვი­ღეთ! ყვე­ლა ჩვენ­გან­მა! შოკ­ში ვი­ყა­ვით!", - ჰყვე­ბა გერ­ბე­რი.

მი­სი­ვე თქმით, კლუ­ნიმ მე­გობ­რებს უთხრა, რომ ბევ­რჯერ ჰქო­ნი­ათ რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი.

"ბევრ თქვენ­განს ახ­ლაც აქვს პრობ­ლე­მე­ბი. არ მინ­და, ფიქ­რობ­დეთ შვი­ლებ­ზე, სკო­ლა­ზე, სხვა ფი­ნან­სურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე..." - უთხრა მსა­ხი­ობ­მა მე­გობ­რებს. გარ­და ასე­თი სო­ლი­დუ­რი სა­ჩუქ­რი­სა, კლუ­ნიმ მათი მთე­ლი წლის გა­და­სა­ხა­დე­ბიც და­ფა­რა.

წყა­რო bbc.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს

შოკისმომგვრელი საჩუქარი - ჯორჯ კლუნისგან მისმა მეგობრებმა თითო მილიონი დოლარი მიიღეს

ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დახმარებისთვის მადლობის ნიშნად 14 მეგობარს თითო მლნ დოლარი აჩუქა.

სინდი კროუფორდის ქმრის, რენდი გერბერის თქმით, რომელიც კლუნის ძალიან ახლო მეგობარია, ჯორჯისგან სოლიდური თანხა საჩუქრად 2013 წელს მიიღო.

"ჯორჯმა დაგვირეკა მეგობრებს, შეგვკრიბა და გვთხოვა, მოგვენიშნა 2013 წლის 27 სექტემბერი. გვითხრა, რომ ყველა უნდა მივსულიყავით მასთან სავახშმოდ," - ამბობს გერბერი.

კლუნისთან მისულებს კი, მაგიდის გარშემო, სადაც ვახშამი უკვე მზად იყო, ჩემოდნები დახვდათ.

"მინდოდა, გცოდნოდათ, რამდენად მნიშველოვანი ადამიანები ხართ ჩემთვის და რამხელა მნიშვნელობა გაქვთ ჩემს ცხოვრებაში... როდესაც ჩამოვედი ლოს-ანჯელესში, რიგ-რიგობით მეძინა თქვენს სახლებში. ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ და თქვენს გარეშე ვერაფერს მივაღწევდი," - უთხრა მეგობრებს კლუნიმ.

ჩემოდნების გახსნის შემდეგ კი თითოეულმა მათგანმა 1 მლნ დოლარი აღმოაჩინა. "თოთხმეტივემ თითო მილიონი დოლარი მივიღეთ! ყველა ჩვენგანმა! შოკში ვიყავით!", - ჰყვება გერბერი.

მისივე თქმით, კლუნიმ მეგობრებს უთხრა, რომ ბევრჯერ ჰქონიათ რთული პერიოდები.

"ბევრ თქვენგანს ახლაც აქვს პრობლემები. არ მინდა, ფიქრობდეთ შვილებზე, სკოლაზე, სხვა ფინანსურ საჭიროებებზე..." - უთხრა მსახიობმა მეგობრებს. გარდა ასეთი სოლიდური საჩუქრისა, კლუნიმ მათი მთელი წლის გადასახადებიც დაფარა.

წყარო bbc.co.uk

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გელა ჯანელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"

ქართველების წარმატება ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე - ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში, ტატო გრიგალაშვილი კი ფინალშია