პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"
"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

"სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან სა­ლა­ძე "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის იმ ნა­წილს აპ­რო­ტეს­ტებს, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბა. რო­გორც სა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს "და­ან­გრევს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარს".

"ეს ან­გრევს სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარს. მინ­და გი­თხრათ, რომ სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რის ნა­ხე­ვა­რით ფი­ნანსდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან. მო­მა­ვალ წელს გა­რე­მოს დაც­ვა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ი­ხარ­ჯე­ბა, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე. ამ პი­რო­ბებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს და­მა­ტე­ბით ეძ­ლე­ვა რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბი. ეს არის ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უც­ვლის არ­სე­ბულ სტა­ტუსს", - გა­ნა­ცხა­და სა­ლა­ძემ.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის კა­ნონ­ში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უფარ­თოვ­დე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი დამ­წყე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის (სტარ­ტე­პე­ბი) წა­ხა­ლი­სე­ბის, (ტელე, რა­დიო და ონ­ლა­ინ პრო­დუქ­ცი­ის) ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მი­მარ­თოს.

წა­ი­კი­თხეთ: "საზ­მა­უმ" 5 წელ­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან 203 503 700 ლარი მი­ი­ღო - რას და­ა­ფი­ნან­სებ­და სა­ხელ­მწი­ფო ამ ფუ­ლით

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, გარ­და სა­უ­კე­თე­სო დრო­ი­სა (19:00-24:00). რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ყო­ველ სა­ათ­ში 3 წუთს. გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და სხვა პროგ­რა­მე­ბის დროს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა - ნაც­ვლად 30 წუ­თი­სა იგი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 60 წუთს, ხოლო ყო­ველ სა­ათ­ში, ნაც­ვლად 6 წუ­თი­სა 12 წუთს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს არ­ხებ­ზე და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა სპონ­სო­რო­ბა მხო­ლოდ სპორ­ტი­უ­ლი რე­პორ­ტა­ჟის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის/კონ­კურ­სის და გა­სარ­თო­ბის გა­და­ცე­მის, სე­რი­ა­ლე­ბის დროს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით წარ­მოდ­გე­ნილ სო­ცი­ა­ლურ რეკ­ლა­მას უსას­ყიდ­ლოდ და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად და­უთ­მონ 3 სა­ათ­ში ჯამ­ში არა­ნაკ­ლებ 90 წა­მი­სა (ნაც­ვლად 1 სა­ათ­ში არა­ნაკ­ლებ 60 წა­მი­სა).

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა­ტომ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის ნა­წი­ლი "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს?

პრო­ექ­ტით იმიჯ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტსა და სა­მე­ურ­ვე საბ­ჭოს შო­რის. დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯეტს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ამ­ტკი­ცებს და ასე­ვე მას შე­აქვს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წარ­დგი­ნე­ბით შე­ი­ტა­ნოს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაც მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის წარ­დგე­ნე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამას­თან, "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი არ გავ­რცელ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთე­რის არა­ნაკ­ლებ 25% და­ეთ­მო­ბა. "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ასე­ვე არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით გა­და­სა­ცე­მი გა­და­ცე­მე­ბის, ფილ­მე­ბის, სე­რი­ა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე.

"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ენიჭება. როგორც სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს "დაანგრევს სარეკლამო ბაზარს".

"ეს ანგრევს სარეკლამო ბაზარს. მინდა გითხრათ, რომ სარეკლამო ბაზრის ნახევარით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან. მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით ეძლევა რეკლამასთან დაკავშირებული ბენეფიტები. ეს არის ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უცვლის არსებულ სტატუსს", - განაცხადა სალაძემ.

"მაუწყებლობის კანონში" შესატანი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

წაიკითხეთ: "საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი