მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ "მესიად ექცია"
უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ "მესიად ექცია"

მოდ ჟუ­ლი­ენს მამა ბავ­შვო­ბა­ში სას­ტი­კად აწა­მებ­და, რათა ის "ზე­ა­და­მი­ა­ნად ექ­ცია". ქალი იხ­სე­ნებს, რომ 8 წლის იყო, რო­დე­საც მა­მამ აი­ძუ­ლა, ელექტრო ღო­ბე­ზე ჩა­ევ­ლო ხე­ლე­ბი კვი­რა­ში ორ­ჯერ, თა­ნაც ისე, რომ არა­ნა­ი­რი ემო­ცია ან ტკი­ვი­ლი შემ­ჩნე­ო­და.

ჟუ­ლი­ე­ნი ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლილ, ალ­კოჰო­ლიკ მა­მას საფ­რან­გეთ­ში, დიდ, მდიდ­რულ სახ­ლში ჰყავ­და გა­მო­კე­ტი­ლი და მას­ზე უამ­რავ ექ­სპე­რი­მენტს ატა­რებ­და, რათა გო­გო­ნა მე­სი­ად ექ­ცია.

გო­გო­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­წყვდევ­და ვირ­თხე­ბით სავ­სე სარ­დაფ­ში, რომ "სიკ­ვდილ­ზე მე­დი­ტა­ცი­ით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო".

ჟუ­ლი­ენს ეკ­რძა­ლე­ბო­და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, რად­გან მას "არა­ფე­რი უნდა ჰქო­ნო­და ადა­მი­ა­ნუ­რი". სით­ბო გო­გო­ნამ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან - ძაღ­ლი­სა და 2 პო­ნის­გან ის­წავ­ლა.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცხო­ვე­ლე­ბის გა­რე­შე მე ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი. მხო­ლოდ მათ­თან შე­მეძ­ლო სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, რად­გან ოჯახ­ში არა­ვის ჰქონ­და უფ­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთს შე­ხე­ბოდ­ნენ," - ამ­ბობს ჟუ­ლი­ე­ნი, რო­მე­ლიც ახლა 60 წლი­საა. მან მა­მის ტყვე­ო­ბა­სა და წა­მე­ბა­ში 18 წელი გა­ა­ტა­რა.

მა­მას, ლუი დი­დი­ეს სჯე­რო­და, რომ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი მალე დად­გე­ბო­და და სურ­და, შვი­ლი ექ­ცია მე­სი­ად, რო­მე­ლიც სა­ტა­ნას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და. ჟუ­ლი­ე­ნი იხ­სე­ნებს, რომ მა­მა­მის­მა მისი დედა, ჟა­ნი­ნი 6 წლის ასაკ­ში იშ­ვი­ლა და შემ­დეგ აი­ძუ­ლა, ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და.

ჟა­ნინ­მა ჟუ­ლი­ე­ნი 1957 წელს გა­ა­ჩი­ნა და დი­დი­ემ "მე­სი­ად ბავ­შვის გაწ­ვრთნა" მისი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. "წვრთნა" მო­ი­ცავ­და რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე - მენ­ტა­ლურ ნა­წილს. შე­დე­გად, ქალს დღემ­დე აქვს ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ღვიძ­ლი და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი.

1972 წელს დი­დი­ემ ნება დარ­თო მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს, ან­დრე მო­ლინს, შე­სუ­ლი­ყო მის სახ­ლში და შვი­ლის­თვის მუ­სი­კა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მას­წავ­ლე­ბე­ლი სამი წლის მან­ძილ­ზე სტუმ­რობ­და ჟუ­ლი­ენს და დი­დი­ეს ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. მო­ლინ­მა მა­მა­კაცს შეს­თა­ვა­ზა, შვი­ლი მის მუ­სი­კა­ლურ მა­ღა­ზი­ა­ში გა­ეშ­ვა ხოლ­მე მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თვის.

რო­დე­საც ჟუ­ლი­ე­ნი 18 წლის გახ­და, მამა და­თან­ხმდა, ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და მუ­სი­კოსს, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­იც­ნო, თუმ­ცა 6 თვე­ში და­შორ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქორ­წი­ნე­ბა მის­თვის ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა, ქალ­მა შეძ­ლო, მა­მის სახ­ლის­თვის თავი სა­მუ­და­მოდ და­ეღ­წია.

დი­დიე 79 წლის ასაკ­ში, 1981 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ჟუ­ლი­ე­ნი კი­დევ ერთხელ გა­თხოვ­და, 2 შვი­ლი ჰყავს. ის უკვე ბე­ბი­აა და პა­რიზ­ში ცხოვ­რობს.

ქალს დღემ­დე სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის თე­რა­პია, რომ ბავ­შვო­ბის ტრავ­მუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

წყა­რო dailymail.co.uk

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ "მესიად ექცია"

უზარმაზარი სახლის მძიმე საიდუმლო - მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რომ "მესიად ექცია"

მოდ ჟულიენს მამა ბავშვობაში სასტიკად აწამებდა, რათა ის "ზეადამიანად ექცია". ქალი იხსენებს, რომ 8 წლის იყო, როდესაც მამამ აიძულა, ელექტრო ღობეზე ჩაევლო ხელები კვირაში ორჯერ, თანაც ისე, რომ არანაირი ემოცია ან ტკივილი შემჩნეოდა.

ჟულიენი ფსიქიკურად შეშლილ, ალკოჰოლიკ მამას საფრანგეთში, დიდ, მდიდრულ სახლში ჰყავდა გამოკეტილი და მასზე უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა, რათა გოგონა მესიად ექცია.

გოგონას სისტემატურად ამწყვდევდა ვირთხებით სავსე სარდაფში, რომ "სიკვდილზე მედიტაციით დაკავებულიყო".

ჟულიენს ეკრძალებოდა ემოციების გამოხატვა, რადგან მას "არაფერი უნდა ჰქონოდა ადამიანური". სითბო გოგონამ შინაური ცხოველებისგან - ძაღლისა და 2 პონისგან ისწავლა.

"დარწმუნებული ვარ, ცხოველების გარეშე მე ვერ გადავრჩებოდი. მხოლოდ მათთან შემეძლო სითბოს გამოხატვა, რადგან ოჯახში არავის ჰქონდა უფლება, ერთმანეთს შეხებოდნენ," - ამბობს ჟულიენი, რომელიც ახლა 60 წლისაა. მან მამის ტყვეობასა და წამებაში 18 წელი გაატარა.

მამას, ლუი დიდიეს სჯეროდა, რომ სამყაროს დასასრული მალე დადგებოდა და სურდა, შვილი ექცია მესიად, რომელიც სატანას დაუპირისპირდებოდა. ჟულიენი იხსენებს, რომ მამამისმა მისი დედა, ჟანინი 6 წლის ასაკში იშვილა და შემდეგ აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა.

ჟანინმა ჟულიენი 1957 წელს გააჩინა და დიდიემ "მესიად ბავშვის გაწვრთნა" მისი დაბადებისთანავე დაიწყო. "წვრთნა" მოიცავდა როგორც ფიზიკურ, ისე - მენტალურ ნაწილს. შედეგად, ქალს დღემდე აქვს ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, დაზიანებული აქვს ღვიძლი და სხვა ორგანოები.

1972 წელს დიდიემ ნება დართო მუსიკის მასწავლებელს, ანდრე მოლინს, შესულიყო მის სახლში და შვილისთვის მუსიკა ესწავლებინა. მასწავლებელი სამი წლის მანძილზე სტუმრობდა ჟულიენს და დიდიეს ნდობის მოპოვება შეძლო. მოლინმა მამაკაცს შესთავაზა, შვილი მის მუსიკალურ მაღაზიაში გაეშვა ხოლმე მუსიკის გაკვეთილებისთვის.

როდესაც ჟულიენი 18 წლის გახდა, მამა დათანხმდა, ცოლად გაჰყოლოდა მუსიკოსს, რომელიც მუსიკალურ გაკვეთილებზე გაიცნო, თუმცა 6 თვეში დაშორდა. ამის მიუხედავად, ქორწინება მისთვის ძალიან დიდი ბედნიერება აღმოჩნდა, ქალმა შეძლო, მამის სახლისთვის თავი სამუდამოდ დაეღწია.

დიდიე 79 წლის ასაკში, 1981 წელს გარდაიცვალა.

ჟულიენი კიდევ ერთხელ გათხოვდა, 2 შვილი ჰყავს. ის უკვე ბებიაა და პარიზში ცხოვრობს.

ქალს დღემდე სჭირდება სხვადასხვა სახის თერაპია, რომ ბავშვობის ტრავმული მოგონებებისგან გათავისუფლდეს.

წყარო dailymail.co.uk

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ