სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა
 გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა ახალ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, სა­მი­ნის­ტრო­ში მის­ვლის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ა­ზე ქა­ლე­ბი და­ნიშ­ნა. შს სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნად ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად ეკა­ტე­რი­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, დღეს კი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კი­დევ ერთი ქალი ხელ­მძღვა­ნე­ლი წა­რუდ­გი­ნა თა­ნამ­შრომ­ლებს - მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ამი­ე­რი­დან მა­რი­ა­ნა მორ­გო­შია უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

მორ­გო­შია 2017 წლის აპ­რი­ლი­დან დღემ­დე სსიპ-ის - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" დი­რექ­ტო­რი იყო, ხოლო 2014-2017 წლებ­ში ა(ა)იპ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. იგი 2013-2014 წლებ­ში ას­სე­კო ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის ელექტრო­ნუ­ლი და პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და, 2011–2014 წლებ­ში - სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია NCC-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, 2008-2011 წლებ­ში კი სს ბან­კი "რეს­პუბ­ლი­კა-Societe Generale Group"-ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი იყო.

მა­რი­ა­ნა მორ­გო­ში­ამ და­ამ­თავ­რა ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის სკო­ლა, PMC პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პროგ­რა­მა, პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­მა­გის­ტრო სერ­ტი­ფი­კა­ტი. 2007 წელს მან და­ამ­თავ­რა კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პროგ­რა­მა, მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით.

მა­რი­ა­ნა მორ­გო­შია 2000-2003 წლებ­ში DFID მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, ხოლო 2002 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი (ინ­გლი­სუ­რი ენა), ბა­კა­ლავ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი 36 წლი­საა. ჰყავს მე­უღ­ლე, შოთა შურ­ღა­ია და ორი ვაჟი - 20 წლის სან­დრო და 4 წლის თედი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის ქალი, რო­მე­ლიც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა

 გიორგი გახარიამ შს სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციაზე კიდევ ერთი ქალი დანიშნა

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამინისტროში მისვლის შემდეგ, რამდენიმე ხელმძღვანელ პოზიციაზე ქალები დანიშნა. შს სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად ეკატერინე მაჭავარიანი, დღეს კი გიორგი გახარიამ კიდევ ერთი ქალი ხელმძღვანელი წარუდგინა თანამშრომლებს - მომსახურების სააგენტოს ამიერიდან მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს.

მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში - სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008-2011 წლებში კი სს ბანკი "რესპუბლიკა-Societe Generale Group"-ის პროექტების მენეჯერი იყო.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით.

მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი 36 წლისაა. ჰყავს მეუღლე, შოთა შურღაია და ორი ვაჟი - 20 წლის სანდრო და 4 წლის თედი.

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის ქალი, რომელიც გიორგი გახარიამ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."