საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში
ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში

"გო­გი­ტას ახა­ლი ცხოვ­რე­ბა" - ასე ჰქვია რე­ჟი­სორ ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს, რო­მე­ლიც კი­ნო­ცენ­ტრმა და­ა­ფი­ნან­სა. პრე­მი­ე­რა 2016 წელს შედ­გა ამ­სტერ­და­მის პრეს­ტი­ჟუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში. "გო­გი­ტას ახა­ლი ცხოვ­რე­ბა" პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია, რო­მე­ლიც ამ სა­კონ­კურ­სო პროგ­რა­მა­ში მოხ­ვდა. მას მერე კი, რო­გორც რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, აქ­ტი­უ­რად და არც თუ ცუ­დად, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რობს.

ახ­ლა­ხან ფილ­მის პრე­მი­ე­რა მოს­კოვ­ში შედ­გა. კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს და არც პრე­სა წერს ური­გოს - "იშ­ვი­ა­თო­ბაა, რო­დე­საც დო­კუ­მენ­ტუ­რი კინო ფარ­თო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის და 5 კი­ნო­ეკ­რან­ზე ერ­თდრო­უ­ლად აჩ­ვე­ნე­ბენ. კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა აქვს," - აღ­ნიშ­ნავს რე­ჟი­სო­რი.

ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ასე­თია: ახალ­გაზ­რდა კაცი 14-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ცი­ხი­დან გა­მო­დის და ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს. მი­დის სახ­ლში - გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­დარ­ბა­ზევ­ში და ცდი­ლობს, ფეხ­ზე დად­გეს. თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს, რად­გა­ნაც ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, მისი სუ­ლი­ე­რი ტრანსფორ­მა­ცია მოხ­და და უნდა და­კარ­გუ­ლი წლე­ბი აი­ნა­ზღა­უ­როს, რა­ღაც შექ­მნას, მაგ­რამ ხვდე­ბა, რომ მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. სა­ჭი­როა პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაც და მე­უღ­ლის ძებ­ნას იწყებს, გა­იც­ნობს ადა­მი­ანს... ფილ­მი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს - ეკ­რან­ზე ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი კა­ცი­სა და ქუ­თა­ი­სე­ლი ტორ­ტე­ბის მცხო­ბე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ვი­თარ­დე­ბა.

- მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ჟან­რი რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში ცი­ხე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს გა­და­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გა­ნაც ვი­ცო­დით, თუ რა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაც იყო იქ და ამის და­ფიქ­სი­რე­ბა გვინ­დო­და. გა­და­ღე­ბე­ბი 2012 წლის აპ­რილ­ში და­ვი­წყეთ, მაგ­რამ ცი­ხე­ში ეკ­ლე­სი­ის იქით შეღ­წე­ვა ვერ შევ­ძე­ლით, ამის უფ­ლე­ბა არ მოგ­ვცეს. ისე, ესეც ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ზო­გა­დად მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით. იმ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი ფილ­მის გმი­რი, რო­მელ­ზეც შემ­დგომ ფილ­მი გა­და­ვი­ღე... მი­თხრა, 14 წელი ვი­ჯე­ქი და ცი­ხი­დან ერთ კვი­რა­ში გავ­დი­ვა­რო. გა­და­ვი­ღე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ეპი­ზო­დი, პირ­ვე­ლი დღე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ოჯახ­თან შეხ­ვედ­რა, დედა და ძმა დახ­ვდნენ, გავ­ყე­ვით სო­ფელ­შიც, და­ვა­ფიქ­სი­რეთ შეხ­ვედ­რა მე­ზობ­ლებ­თან, რო­გორ გა­უ­შა­ლეს სუფ­რა...

- და ამით ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბა შე­წყვი­ტეთ?

- ვი­ნა­ი­დან ეკ­ლე­სი­ის იქით არ გვიშ­ვებ­დნენ, ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნას აზრი არ ჰქონ­და. თან, იმ პე­რი­ოდ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა, ცი­ხე­ში სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იც­ვა­ლა... მოკ­ლედ, იქა­უ­რო­ბა დავ­ტო­ვეთ და მე სხვა ფილმზე გა­და­ვერ­თე, ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ვი­წყე, რო­მე­ლიც და­ვას­რუ­ლე კი­დეც. მერე გა­მახ­სენ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვი­ღებ­დი, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ რას შვრე­ბო­და და მის ის­ტო­რი­ას ისევ გა­ვუ­ყე­ვი.

მისი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, რო­გორ ცხოვ­რობ­და სო­ფელ­ში, რას აკე­თებ­და, დი­ლას რო­გორ დგე­ბო­და, სა­ქო­ნელს წვე­ლი­და, მი­წას ამუ­შა­ვებ­და, სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებ­და... თუმ­ცა, მხო­ლოდ ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რე­ბა აღარ უნ­დო­და, ერ­თფე­როვ­ნე­ბა მო­ბეზ­რდა და ინ­ტერ­ნე­ტით გოგო გა­იც­ნო. ამ ის­ტო­რი­ამ მო­ი­ტა­ნა ის, რაც ამ ყვე­ლა­ფერს აკ­ლდა, ანუ ლი­რი­კა, რა­საც ხელი ჩავ­ჭი­დე, მივ­ყე­ვი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დო­კუ­მენ­ტუ­რი ამ­ბა­ვი მხატ­ვრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით გა­და­ვი­ღე, რა­ღა­ცებს რო­გორც მხატ­ვრულ კი­ნო­ში, ისე ვა­კე­თებ­დით... ფილმში არ­ცერ­თი მსა­ხი­ო­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობს. რე­ა­ლუ­რი გმი­რე­ბი საკ­მა­ოდ არ­ტის­ტუ­ლი ხალ­ხია და ამო­ცა­ნას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვეს...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში

ქართველი პატიმრის ახალი ცხოვრება ციხეში გატარებული 14 წლის შემდეგ - ნამდვილი ამბავი ლევან კოღუაშვილის ფილმში

"გოგიტას ახალი ცხოვრება" - ასე ჰქვია რეჟისორ ლევან კოღუაშვილის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, რომელიც კინოცენტრმა დააფინანსა. პრემიერა 2016 წელს შედგა ამსტერდამის პრესტიჟული დოკუმენტური კინოფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში. "გოგიტას ახალი ცხოვრება" პირველი ქართული ფილმია, რომელიც ამ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. მას მერე კი, როგორც რეჟისორი ამბობს, აქტიურად და არც თუ ცუდად, მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

ახლახან ფილმის პრემიერა მოსკოვში შედგა. კარგი გამოხმაურება აქვს და არც პრესა წერს ურიგოს - "იშვიათობაა, როდესაც დოკუმენტური კინო ფართო ეკრანებზე გამოდის და 5 კინოეკრანზე ერთდროულად აჩვენებენ. კინოგაქირავებაში წარმატება აქვს," - აღნიშნავს რეჟისორი.

ფილმის სიუჟეტი ასეთია: ახალგაზრდა კაცი 14-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოდის და ახალ ცხოვრებას იწყებს. მიდის სახლში - გორის რაიონის სოფელ ნადარბაზევში და ცდილობს, ფეხზე დადგეს. თავდაუზოგავად მუშაობს, რადგანაც ციხეში მოხვედრის შემდეგ, მისი სულიერი ტრანსფორმაცია მოხდა და უნდა დაკარგული წლები აინაზღაუროს, რაღაც შექმნას, მაგრამ ხვდება, რომ მხოლოდ მუშაობა არ არის საკმარისი. საჭიროა პირადი ბედნიერებაც და მეუღლის ძებნას იწყებს, გაიცნობს ადამიანს... ფილმი რეალური ადამიანების ცხოვრებას ასახავს - ეკრანზე ციხიდან გამოსული კაცისა და ქუთაისელი ტორტების მცხობელი ქალის სიყვარულის ისტორია ვითარდება.

- მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრი რატომ აირჩიეთ?

- სააკაშვილის პერიოდში ციხეზე დოკუმენტური კინოს გადაღება გადავწყვიტე, რადგანაც ვიცოდით, თუ რა მძიმე მდგომარეობაც იყო იქ და ამის დაფიქსირება გვინდოდა. გადაღებები 2012 წლის აპრილში დავიწყეთ, მაგრამ ციხეში ეკლესიის იქით შეღწევა ვერ შევძელით, ამის უფლება არ მოგვცეს. ისე, ესეც ერთ-ერთი საშუალება იყო, ზოგადად მის ტერიტორიაზე მოვხვედრილიყავით. იმ ეკლესიაში გავიცანი ჩემი მომავალი ფილმის გმირი, რომელზეც შემდგომ ფილმი გადავიღე... მითხრა, 14 წელი ვიჯექი და ციხიდან ერთ კვირაში გავდივარო. გადავიღე მისი გათავისუფლების ეპიზოდი, პირველი დღე თავისუფლებაზე, ოჯახთან შეხვედრა, დედა და ძმა დახვდნენ, გავყევით სოფელშიც, დავაფიქსირეთ შეხვედრა მეზობლებთან, როგორ გაუშალეს სუფრა...

- და ამით ციხეში გადაღება შეწყვიტეთ?

- ვინაიდან ეკლესიის იქით არ გვიშვებდნენ, ციხის ტერიტორიაზე დარჩენას აზრი არ ჰქონდა. თან, იმ პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდა, ციხეში სიტუაციაც შეიცვალა... მოკლედ, იქაურობა დავტოვეთ და მე სხვა ფილმზე გადავერთე, ახალი პროექტი დავიწყე, რომელიც დავასრულე კიდეც. მერე გამახსენდა ადამიანი, რომელსაც ვიღებდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას შვრებოდა და მის ისტორიას ისევ გავუყევი.

მისი ყოველდღიურ რეჟიმში გადაღება დავიწყე, როგორ ცხოვრობდა სოფელში, რას აკეთებდა, დილას როგორ დგებოდა, საქონელს წველიდა, მიწას ამუშავებდა, საღამოს ტელევიზორს უყურებდა... თუმცა, მხოლოდ ამ რეჟიმში ცხოვრება აღარ უნდოდა, ერთფეროვნება მობეზრდა და ინტერნეტით გოგო გაიცნო. ამ ისტორიამ მოიტანა ის, რაც ამ ყველაფერს აკლდა, ანუ ლირიკა, რასაც ხელი ჩავჭიდე, მივყევი. აბსოლუტურად დოკუმენტური ამბავი მხატვრული ელემენტებით გადავიღე, რაღაცებს როგორც მხატვრულ კინოში, ისე ვაკეთებდით... ფილმში არცერთი მსახიობი არ მონაწილეობს. რეალური გმირები საკმაოდ არტისტული ხალხია და ამოცანას თავი მშვენივრად გაართვეს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება