16 და 17 დეკემბერს თბილისი მოლში სამუზეუმო სივრცე მოეწყობა, რომელსაც გამომცემლობა " პალიტრა L-ის" წიგნების პროექტი, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" წარმოადგენს. სივრცე პროექტის ფარგლებში გამოცემულ ორ ტომს, პარიზის "ლუვრსა" და ფლორენციის "უფიცს" მიეძღვნება. "ლუვრის" შეძენა დიდი ფასდაკლებით, 25 ლარის ნაცვლად 13,50 ლარად იქნება შესაძლებელი. ხოლო ფლორენციის " უფიცი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 15 ლარად გაიყიდება.
პარალელურად, ღონისძიებაზე მოეწყობა წიგნების გათამაშებები. თბილისი მოლის სტუმრებს საშუალება ექნებათ, VR სათვალის დახმარებით მართლაც იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში და საგამოფენო დარბაზები დაათვალიერონ. ადგილზე პროექტის 13-ვე ტომის წინასწარ გამოწერაც იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მკითხველი საჩუქრად მის მიერ შერჩეული ნებისმიერი მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევრის მაღალხარისხიან რეპროდუქციას მიიღებს.
"პალიტრა L-ის" უპრეცედენტო პროექტი "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" 13 ტომს მოიცავს. სერიის მე-13 ტომი "საქართველოს ეროვნულ მუზეუმს" დაეთმობა. პროექტზე ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მუშაობენ. წიგნის შეძენა კი თვეში ერთხელ, გაზეთ " კვირის პალიტრასთან" ერთად ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი.
ტომები პარიზის "ლუვრი" და ფლორენციის "უფიცი" უკვე გამოიცა და შაბათ-კვირას თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში დიდი ფასდაკლებით გაიყიდება.