პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო "ახალი ხალიფატის" წინაშე - კიბერსივრცე და ISIS-ის ახალი შესაძლებლობები
მსოფლიო  "ახალი ხალიფატის"  წინაშე - კიბერსივრცე და ISIS-ის ახალი შესაძლებლობები

რო­გორც სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, "ხა­ლი­ფა­ტის და­ცე­მა" ISIS-ის და­მარ­ცხე­ბას არ ნიშ­ნავს. ყვე­ლა­ზე სა­ში­ში მო­მენ­ტი ახლა იწყე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი ია­ტაკ­ქვე­შა, პარ­ტი­ზა­ნულ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­დი­ან. ახლა, რო­დე­საც მათ სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გეს, ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან გას­ცენ პა­სუ­ხი იმათ, ვინც მათ ტე­რი­ტო­რი­ებს ბომ­ბავ­და...", - აცხა­დებ­დნენ ექ­სპერ­ტე­ბი. შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა...

"ხა­ლი­ფა­ტის და­ცე­მის" შემ­დეგ, ISIS-მა ამე­რი­კას პირ­ვე­ლი მუ­ქა­რა გა­უგ­ზავ­ნა. ეს ეხე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის მიერ იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რე­ბას. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვის მი­მარ­თვა­ში ამ­ბობს, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი ახა­ლი წლის დღე­ებ­ში და­გეგ­მილ სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ISIS-ს ბოლო მუ­ქა­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, და­სავ­ლუ­რი მე­დია ამ­ტკი­ცებს, რომ წელს აშშ-სა და ევ­რო­პის მსხვილ ქა­ლა­ქებ­ში, სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა. "ISIS მათ სხვა გზას არ უტო­ვებს, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი..." - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი პოს­ტე­რი: "ISIS-ი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე"

მი­მარ­თვა, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლიო შე­აშ­ფო­თა, მათ ერთ-ერთ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ თავ­დას­ხმე­ბი მოხ­დე­ბა ნიუ-იორკშიც, ამა­ზე მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნიუ-იორ­კის სკვე­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, სა­დაც ბომ­ბე­ბი ფეთ­ქდე­ბა.

"ჩვენ მო­ვა­წყობთ ოპე­რა­ცი­ებს თქვენს მი­წა­ზე, იქამ­დე, ვიდ­რე ბო­ლომ­დე არ გა­ნად­გურ­დე­ბით, თქვენ მი­ი­ღებთ და­გეგ­მილ ომებს, ისე, რო­გორც ეს თქვენ და­ი­წყეთ ერაყ­ში, იე­მენ­ში, ლი­ბი­ა­ში, სი­რი­ა­სა და ავ­ღა­ნეთ­ში... თქვენ მხო­ლოდ დაგ­ვე­ლო­დეთ", - ნათ­ქვა­მია მათ მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამპმა ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლად იე­რუ­სა­ლი­მის აღი­ა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, არა­ბულ­მა სამ­ყა­რომ, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სას­ტი­კად გა­აპ­რო­ტეს­ტა. "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბის თქმით, - "ეს არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს, რად­გან სა­ხი­ფა­თო მო­წო­დე­ბებს შე­ი­ცავს."

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, იე­რუ­სა­ლი­მი ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის მო­მა­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა, მათი მო­საზ­რე­ბა ტრამპმა და ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­ი­ზი­ა­რა. ის­რა­ე­ლი-პა­ლეს­ტი­ნას შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა­ზე სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია.

"ხა­ლი­ფა­ტის და­ცე­მით" საფრ­თხის ამო­წურ­ვის ილუ­ზია არას­დროს ჰქო­ნია ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს. მე­ტიც, ისი­ნი მუდ­მი­ვად აქ­ცენტს აკე­თებ­დნენ იმა­ზე, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საფრ­თხე უფრო მე­ტია.

"ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბას, მათ­თვის ხელი არ შე­უშ­ლია ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი და­ე­გეგ­მათ. ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კუ­ლი დაზ­ვერ­ვა და სე­ნა­ტის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ," - წერს Reuters.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად, მან წლის და­სა­წყის­ში 20 თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - აცხა­დებს ამე­რი­კის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ლორა შაიო. ამე­რი­კელ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სე­ნა­ტის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ISIS -ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვას მათი თავ­დას­ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და აქ­ტი­ვო­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია.

"ისი­ნი ისევ და ისევ ეძე­ბენ და ეყ­რდნო­ბი­ან იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მათ მი­მართ სიმ­პა­თი­ით არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მათ ძა­ლი­ან დიდ სამ­სა­ხურს უწევს, რათა ამა თუ იმ ქვეყ­ნის შიგ­ნით ISIS-ის მხარ­დამ­ჭე­რი და თა­ნა­მო­აზ­რე იპო­ვონ...", - აცხა­დებს ის.

"ხა­ლი­ფა­ტის" ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" დას­რულ­და, ჩვენ ამის ილუ­ზია არას­დროს გვქო­ნია." - გა­ნა­ცხა­და ამე­რი­კის სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ცი­ებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე მარ მიტ­ჩელ­მა და დას­ძი­ნა, რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, ისი­ნი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმა­სა და იე­რი­შის მი­ტა­ნა­ზე გა­და­ერ­თვე­ბი­ან.

"ჩვენ ახლა "ახა­ლი ხა­ლი­ფა­ტის" წი­ნა­შე ვდგა­ვართ, - ეს არის კი­ბერ­სივ­რცე, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მათ თა­ვი­ანთ გეგ­მე­ბის­თვის შე­უძ­ლი­ათ და ამას აკე­თე­ბენ კი­დეც. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ისი­ნი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­დნენ... სა­ჭი­როა, ფრთხი­ლი და დრო­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სე­ნა­ტორ­მა რონ ჯონ­სონ­მა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მსოფლიო "ახალი ხალიფატის" წინაშე - კიბერსივრცე და ISIS-ის ახალი შესაძლებლობები

მსოფლიო  "ახალი ხალიფატის"  წინაშე - კიბერსივრცე და ISIS-ის ახალი შესაძლებლობები

როგორც სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ, "ხალიფატის დაცემა" ISIS-ის დამარცხებას არ ნიშნავს. ყველაზე საშიში მომენტი ახლა იწყება, როდესაც ისინი იატაკქვეშა, პარტიზანულ მოქმედებებზე გადადიან. ახლა, როდესაც მათ სირიასა და ერაყში ტერიტორიები დაკარგეს, ისინი შეეცდებიან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გასცენ პასუხი იმათ, ვინც მათ ტერიტორიებს ბომბავდა...", - აცხადებდნენ ექსპერტები. შედეგმაც არ დააყოვნა...

"ხალიფატის დაცემის" შემდეგ, ISIS-მა ამერიკას პირველი მუქარა გაუგზავნა. ეს ეხება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას. "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი თავის მიმართვაში ამბობს, რომ ტერორისტული თავდასხმები ახალი წლის დღეებში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე განხორციელდება.

ISIS-ს ბოლო მუქარასთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, დასავლური მედია ამტკიცებს, რომ წელს აშშ-სა და ევროპის მსხვილ ქალაქებში, საზეიმო ღონისძიებები განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩატარდება. "ISIS მათ სხვა გზას არ უტოვებს, საინტერესოა, რამდენად ადეკვატური იქნება ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოების სამსახურები..." - წერს დასავლური მედია.

ტერორისტების მიერ გავრცელებული ერთ-ერთი პოსტერი: "ISIS-ი მანჰეტენზე"

მიმართვა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა, მათ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმები მოხდება ნიუ-იორკშიც, ამაზე მათ მიერ გამოქვეყნებული ნიუ-იორკის სკვერის გამოსახულებები მიანიშნებს, სადაც ბომბები ფეთქდება.

"ჩვენ მოვაწყობთ ოპერაციებს თქვენს მიწაზე, იქამდე, ვიდრე ბოლომდე არ განადგურდებით, თქვენ მიიღებთ დაგეგმილ ომებს, ისე, როგორც ეს თქვენ დაიწყეთ ერაყში, იემენში, ლიბიაში, სირიასა და ავღანეთში... თქვენ მხოლოდ დაგველოდეთ", - ნათქვამია მათ მიმართვაში, რომელსაც დასავლური მედია ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარება გადაწყვიტა, არაბულმა სამყარომ, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასტიკად გააპროტესტა. "ჰამასის" ლიდერების თქმით, - "ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, რადგან სახიფათო მოწოდებებს შეიცავს."

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ინიციატივით გამოვიდა, იერუსალიმი ისრაელისა და პალესტინის მომავალი ქვეყნების დედაქალაქი ყოფილიყო, თუმცა, მათი მოსაზრება ტრამპმა და ისრაელის ხელისუფლებამ არ გაიზიარა. ისრაელი-პალესტინას შორის შეტაკებების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტს გადაწყვეტილების შეცვლაზე სიტყვაც არ დასცდენია.

"ხალიფატის დაცემით" საფრთხის ამოწურვის ილუზია არასდროს ჰქონია ამერიკის უსაფრთხოების სამსახურს. მეტიც, ისინი მუდმივად აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, საფრთხე უფრო მეტია.

"ახლო აღმოსავლეთში "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებას, მათთვის ხელი არ შეუშლია ტერორისტული თავდასხმები დაეგეგმათ. ამის შესახებ ამერიკული დაზვერვა და სენატის სამხედრო მრჩევლები აცხადებენ," - წერს Reuters.

"ისლამური სახელმწიფო" ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო დაკავებული ტერაქტებით, კონკრეტულად, მან წლის დასაწყისში 20 თავდასხმა განახორციელა", - აცხადებს ამერიკის კონტრტერორისტული დაზვერვის ცენტრის დირექტორი ლორა შაიო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სენატის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ISIS -ის ტერიტორიების დაკარგვას მათი თავდასხმების რაოდენობასა და აქტივობაზე გავლენა არ მოუხდენია.

"ისინი ისევ და ისევ ეძებენ და ეყრდნობიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი. სოციალური მედია მათ ძალიან დიდ სამსახურს უწევს, რათა ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით ISIS-ის მხარდამჭერი და თანამოაზრე იპოვონ...", - აცხადებს ის.

"ხალიფატის" ფიზიკური განადგურება არ ნიშნავს, რომ "ისლამური სახელმწიფო" დასრულდა, ჩვენ ამის ილუზია არასდროს გვქონია." - განაცხადა ამერიკის სპეციალურ ოპერაციებში თავდაცვის მინისტრის თანაშემწე მარ მიტჩელმა და დასძინა, რომ ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ისინი გააქტიურდებიან ვირტუალურ სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმასა და იერიშის მიტანაზე გადაერთვებიან.

"ჩვენ ახლა "ახალი ხალიფატის" წინაშე ვდგავართ, - ეს არის კიბერსივრცე, რომლის გამოყენება მათ თავიანთ გეგმებისთვის შეუძლიათ და ამას აკეთებენ კიდეც. ყველამ ვიცოდით, რომ ისინი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდნენ... საჭიროა, ფრთხილი და დროული მოქმედება", - აღნიშნა სენატორმა რონ ჯონსონმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე