სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტალები ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელსაც რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა
დეტალები ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელსაც რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა

დღეს, 14 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, სა­კუ­თა­რი მე­სა­მე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ფარ­გლებ­ში ბოლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად აკ­რე­დი­ტა­ცია რე­კორ­დუ­ლად ბევ­რმა - 1640-ზე მეტ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ი­ა­რა.

რუ­სეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ახა­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­საც ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ხელი უკვე მო­ა­წე­რა, შეხ­ვედ­რა­ზე დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა" და "ამე­რი­კის ხმის" ჟურ­ნა­ლის­ტებს.

კრემ­ლის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­ზღუდ­ვა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს შე­ე­ხოთ, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი ახა­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, "ამე­რი­კის ხმა" და "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად" გა­მო­ა­ცხა­და.

ერთი სი­ტყვით, რო­გორც რუ­სულ და და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ამ­ბო­ბენ, პეს­კო­ვი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და, პუ­ტი­ნის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ექ­მნა... ამ შეხ­ვედ­რა­ზე პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს და­მო­უ­კი­დებ­ლად, პარ­ტი­უ­ლი წარ­დგე­ნის გა­რე­შე იყ­რის.

კი­თხვა­ზე, თუ რო­მე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა, პუ­ტინ­მა მოკ­ლედ უპა­სუ­ხა:

"ეს იქ­ნე­ბა თვი­თწარ­დგე­ნა და მე წარ­მო­ვად­გენ ჩემს თავს..." - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზერი­გით მე­ო­თხედ იყ­რის კენ­ჭს.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას პრაქ­ტი­კუ­ლად მზად აქვს სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა და პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნევს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, ჯან­დაც­ვას, გა­ნათ­ლე­ბა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას. კი­თხვა­ზე, "ამ არ­ჩევ­ნებ­ში მას რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტი არ ჰყავს და ეს მო­სა­წყე­ნი ხომ არ არის მის­თვის", მან ნა­ხევ­რად იუ­მო­რით უპა­სუ­ხა.

"კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ჯო­ბია, თუმ­ცა, რა ვქნა, კონ­კუ­რენტს მე ხომ ვერ აღვზრდი?!".

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის კან­დი­დატ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი­ზეც და­უს­ვეს კი­თხვა, თუ რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ მას კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბას.

"ნა­ვალ­ნი არის რუ­სე­თის სა­ა­კაშ­ვი­ლი და რუ­სეთ­ში მა­ი­და­ნი მა­ი­დანს ენაც­ვლე­ბო­დეს და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი გვქონ­დეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ სურს..." - უპა­სუ­ხა კი­თხვა­ზე პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­ხე­ილ სა­აშკვილ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს, არის ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ში შე­ფურ­თხე­ბა".

პუ­ტინ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას შეძ­ლებს.

"მე და ტრამ­პი ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ლე­ბით მივ­მარ­თავთ. მარ­თა­ლია, ჩვენ კარ­გად არ ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა შეხ­ვედ­რა და ორი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გვქონ­და, მაგ­რამ სა­მუ­შაო კონ­ტაქ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ ადა­მი­ანს შო­რის, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან იმ საქ­მით, რაც მათ ამომ­რჩე­ველ­მა და­ა­კის­რა.

იმე­დი მაქვს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ტრამპს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც და­ი­წყებს," - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

ლალი პა­პას­კირი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

დეტალები ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელსაც რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა

დეტალები ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციიდან, რომელსაც რეკორდულად ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა

დღეს, 14 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საკუთარი მესამე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში ბოლო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის გასაშუქებლად აკრედიტაცია რეკორდულად ბევრმა - 1640-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა.

რუსეთში მიღებული ახალი კანონის საფუძველზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა, შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ჟურნალისტებს.

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტ პუტინის პრესკონფერენციაზე შეზღუდვა იმ მედიასაშუალებებს შეეხოთ, რომელთა საქმიანობა რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 2017 წლის ნოემბერში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონის საფუძველზე, "ამერიკის ხმა" და "რადიო თავისუფლება" "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა.

ერთი სიტყვით, როგორც რუსულ და დასავლურ მედიაში ამბობენ, პესკოვი მაქსიმალურად შეეცადა, პუტინისთვის კომფორტული გარემო შეექმნა... ამ შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის.

კითხვაზე, თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი და კანდიდატი იქნება, პუტინმა მოკლედ უპასუხა:

"ეს იქნება თვითწარდგენა და მე წარმოვადგენ ჩემს თავს..." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე რიგით მეოთხედ იყრის კენჭს.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მას პრაქტიკულად მზად აქვს საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტად მიიჩნევს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვას, განათლებასა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. კითხვაზე, "ამ არჩევნებში მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს და ეს მოსაწყენი ხომ არ არის მისთვის", მან ნახევრად იუმორით უპასუხა.

"კონკურენტული გარემო, რა საკვირველია, ჯობია, თუმცა, რა ვქნა, კონკურენტს მე ხომ ვერ აღვზრდი?!".

რუსეთის პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატ ალექსეი ნავალნიზეც დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ აძლევენ მას კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას.

"ნავალნი არის რუსეთის სააკაშვილი და რუსეთში მაიდანი მაიდანს ენაცვლებოდეს და სახელმწიფო გადატრიალების დაუსრულებელი მცდელობები გვქონდეს, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს..." - უპასუხა კითხვაზე პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე მიხეილ სააშკვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ქართველი და უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხება".

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებს.

"მე და ტრამპი ერთმანეთს სახელებით მივმართავთ. მართალია, ჩვენ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე პატარა შეხვედრა და ორი სატელეფონო საუბარი გვქონდა, მაგრამ სამუშაო კონტაქტი აუცილებელია ორ ადამიანს შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან იმ საქმით, რაც მათ ამომრჩეველმა დააკისრა.

იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების შესაძლებლობა ექნება და შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასაც დაიწყებს," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"