მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან
რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

კი­ბერ-სივ­რცე­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი და­უც­ვე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ბუ­ლინ­გი­სა თუ ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბი­ან ხოლ­მე.

ამ საფრ­თხის­გან ბავ­შვე­ბის დაც­ვა, რო­გორც წესი რთუ­ლია, რად­გან ოჯა­ხის წევ­რებს უჭირთ მუდ­მი­ვად კონ­ტრო­ლი თუ რას საქ­მი­ა­ნო­ბენ მათი შვი­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში.

UNICEF-მა ბავ­შვე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყუ­რა­დღე­ბა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის მიერ ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის ცვლი­ლე­ბებ­ზეა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაია ქურ­ცი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ ინ­ტერ­ნე­ტით სულ უფრო და უფრო მეტი ბავ­შვი სარ­გებ­ლობს, რა­საც კვლე­ვაც ადას­ტუ­რებს:

მსოფ­ლი­ო­ში სამი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლი­დან ერთი 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვია, ხოლო მომ­ხმა­რე­ბელ­თა 71%-ს 15-24 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ტერ­ნე­ტი მო­ზარ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებ­საც შე­ი­ცავს. სწო­რედ ამ საფრ­თხე­ებ­ზე მაია ქურ­ცი­კი­ძე Allnews.ge-ს ესა­უბ­რა.

- ძი­რი­თა­დად, რა პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს ბავ­შვე­ბის მიერ ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს ბავ­შვებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა, რათა გა­ვი­გოთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბი ინ­ტერ­ნეტს რო­გორ მო­იხ­მა­რენ. ეს მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქვე­ყა­ნამ ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა და სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ოს, თუ რო­გორ უნდა იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი და­ცუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში და არა­მარ­ტო და­ცუ­ლი, არა­მედ რო­გორ მი­უწ­ვდე­ბო­დეს ყვე­ლა ბავ­შვს ხელი ინ­ტერ­ნეტ­თან.

ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელი ყვე­ლა ბავ­შვს თა­ნაბ­რად უნდა მი­უწ­ვდე­ბო­დეს, რამ­დე­ნა­დაც ეს გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამის გა­რე­შე ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სა­დაც ბავ­შვს ინ­ტერ­ნეტ­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მო­ახ­დი­ნოს.

ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ სა­კუ­თარ ინ­ტერ­ნეტ მი­სა­მარ­თებ­ზე შექ­მნას ისე­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი­სა­გან და­ი­ცავს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, ისე უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, რაც მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა მშობ­ლებს უნდა შეს­თა­ვა­ზონ სხვადსხვა ტი­პის ისნტრუ­მენ­ტი, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის პა­რო­ლის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი, კონ­ტაქ­ტე­ბის ბლო­კი­რე­ბა, ასა­კის გარ­კვე­ვა და ფილტრა­ცია და სხვა. ეს მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, თა­ვი­ანთ შვი­ლებს უფრო უსაფრ­თხო ონ­ლა­ინ გა­რე­მო შე­უქ­მნან  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

კიბერ-სივრცეში გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი დაუცველია, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები, რომლებიც არცთუ იშვიათად, ბულინგისა თუ ინტერნეტთამაშების მსხვერპლი ხდებიან ხოლმე.

ამ საფრთხისგან ბავშვების დაცვა, როგორც წესი რთულია, რადგან ოჯახის წევრებს უჭირთ მუდმივად კონტროლი თუ რას საქმიანობენ მათი შვილები ინტერნეტ სივრცეში.

UNICEF-მა ბავშვებისა და ციფრული სამყაროს შესახებ ცოტა ხნის წინ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება ინტერნეტსივრცის მიერ ბავშვის ცხოვრების ცვლილებებზეა გამახვილებული. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერნეტით სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს, რასაც კვლევაც ადასტურებს:

მსოფლიოში სამი ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო მომხმარებელთა 71%-ს 15-24 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანია, ის გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. სწორედ ამ საფრთხეებზე მაია ქურციკიძე Allnews.ge-ს ესაუბრა.

- ძირითადად, რა პრობლემები არსებობს ბავშვების მიერ ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით საქართველოში?

- უპირველეს ყოვლისა კარგი იქნება, რომ საქართველოში ჩატარდეს ბავშვებსა და ინტერნეტთან დაკავშირებით კვლევა, რათა გავიგოთ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ინტერნეტს როგორ მოიხმარენ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ერთიანი ხედვა და სტრატეგია შეიმუშაოს, თუ როგორ უნდა იყვნენ ბავშვები დაცული ინტერნეტში და არამარტო დაცული, არამედ როგორ მიუწვდებოდეს ყველა ბავშვს ხელი ინტერნეტთან.

ინტერნეტზე ხელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს, რამდენადაც ეს განვითარებისათვის აუცილებელია და ამის გარეშე ბავშვების განათლება და განვითარება წარმოუდგენელია. სადაც ბავშვს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აღნიშნულით უზრუნველყოფა მოახდინოს.

ასევე კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარ ინტერნეტ მისამართებზე შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს გარკვეული საფრთხეებისაგან დაიცავს, ეს შეიძლება იყოს როგორც ეთიკური სტანდარტების შემუშავება, ისე უსაფრთხოების სხვა მექანიზმების შემუშავება, რაც მაგალითად, სოციალური ქსელების მომხმარებლების, მათ შორის არასრულწლოვნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე კერძო კომპანიებმა მშობლებს უნდა შესთავაზონ სხვადსხვა ტიპის ისნტრუმენტი, მაგალითად, როგორიც არის პაროლის დაცვის მექანიზმი, კონტაქტების ბლოკირება, ასაკის გარკვევა და ფილტრაცია და სხვა. ეს მშობლებს საშუალებას მისცემს, თავიანთ შვილებს უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემო შეუქმნან  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი