სად და როდის შეიქმნა პირველი უნიტაზი - შოკისმომგვრელი ფაქტები უძველესი საპირფარეშოების ისტორიიდან

სად და როდის შეიქმნა პირველი უნიტაზი - შოკისმომგვრელი ფაქტები უძველესი საპირფარეშოების ისტორიიდან

19 ნოემბერს მსოფლიოში საპირფარეშოების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაგიკვირდებთ, მაგრამ თითქმის 7 000 წლის განმავლობაში საპირფარეშომ, რომელიც ადამიანის და ცივილიზაციის განუყოფელი ყოფითი ნაწილია, განვითარების ძალიან დიდი გზა გაიარა.

უძველესი საპირფარეშო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 4,5 წლით თარიღდება, თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. აგურის შენობა შიგნით არსებული სათანადო დასაჯდომებით, მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემასთან იყო დაკავშირებული. მსგავსი სისტემები არსებობდა ძველ მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და საბერძნეთში.

ჩვენი შორეული წინაპრები კანალიზაციის განვითარების და ზოგადად პირადი ჰიგიენის თემით ნაკლებად ინტერესდებოდნენ. მარტივი კონსტრუქციის მიუხედავად (ფაიფურის ფილებით მოპირკეთებული ღრმა ორმო) საპირფარეშოები დიდი იშვიათობა იყო. ხალხის უმეტესობა ღამის ქოთნებით სარგებლობდა ან "მინდორში" დადიოდა.

ანტიკურ ხანაში ტექნოლოგიები ნელი ტემპებით ვითარდებოდა. კუნძულ კრეტაზე მცხოვრებმა მინოელებმა, საპირფარეშოების გაუმჯობესებისთვის, ჩასარეცხი რეზერვუარების გამოყენება მოიფიქრეს. "ახალი თაობის" პირველი საპირფარეშო ქალაქ კნოსის (კუნძული კრეტა) სასახლეში "დაამონტაჟეს". ტუალეტში გამოყენებული წყალი, ნარჩენების ჩარეცხვის შემდეგ, სასახლის საკანალიზაციო სისტემას უერთდებოდა. გაუმჯობესებამ საპირფარეშოების პოპულარობა გაზარდა. ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში მისი მასიური გამოყენება ბერძნებმა დაიწყეს. იმავე დროს გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშოებიც.

თანამედროვე გადმოსახედიდან, ანტიკურ დროში ყველაზე სრულყოფილი საპირფარეშოები ძველ რომს ჰქონდა. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, აბანოების მსგავსად, საზოგადოებრივი საპირფარეშოები რომის ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ცნობილი გამოთქმა - "ფულს სუნი არ აქვს" ძველ რომიდან მოდის და საპირფარეშოებს უკავშირდება. საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე გადასახადი რომის იმპერატორმა ტიტო ვესპასიანე უფროსმა შემოიღო. ხაზინის შევსებისთვის, ბეგარა როგორც საპირფარეშოს შენახვაზე, ასევე მის მოხმარებაზე ვრცელდებოდა. არასასურველი გადასახადის შემოღებისთვის იმპერატორს მისმა ვაჟმა უსაყვედურა. მაშინ ვესპასიანემ ფული შვილს ცხვირთან მიუტანა და კითხა, ქონდა თუ არა მას სუნი.

რომში 144 საზოგადოებივი საპირფარეშო ფუნქციონირებდა. ფაიფურის მილებით ისინი კანალიზაციის ერთიან სისტემასთან (Cloaca Maxima) იყვნენ დაკავშირებული, საიდანაც გამდინარე წყალი ნარჩენებს მდინარე ტიბრში რეცხავდა.

ძველი რომის დაცემის შემდეგ საპირფარეშოების და კანალიზაციის განვითარებაც შეჩერდა. შუასაუკუნოვან ევროპაში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობა სუფევდა. ღამის ქოთნებში დაგროვილ ფიზიოლოგიურ ნარჩენებს საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან პირდაპირ ქუჩებში ღვრიდნენ.

ციხესიმაგრეებში ნარჩენებს დიდ ღია ორმოებში ყრიდნენ. ალბათ რთული მისახვედრი არ არის, რა გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარიული მდგომარეობა სუფევდა შუასაუკუნოვანი ევროპის ქალაქებში. საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობის პირობებში, ხშირად ხალხი პირდაპირ ქუჩაში ისაქმებდა.

კანალიზაციის შექმნის საკითხს ევროპაში მხოლოდ აღორძინების ხანაში დაუბრუნდნენ. 1596 წელს ჯონ ჰარინგტონმა დედოფალ ელისაბედ პირველისთვის თანამედროვე უნიტაზის პირველი პროტორიპი შექმნა. გამოგონებას ჩარეცხვის ფუნქციაც ჰქონდა. მოგვიანებით, 1777 წელს ჯოზეფ ფრეიზერმა საპირფრეშოს ჩამრეცხ მოწყობილობაზე პატენტი მიიღო.

1883 წელს ბრიტანელმა თომას ტრაიფორდმა ტომას კრეპერის კონსტრუქცია გააუმჯობესა. მისი უნიტაზი ქაშინაურისგან მზადდებოდა და ხის დასაჯდომი ჰქონდა. საკუთარ გამოგონებას ტრაიფორდმა Unitas ("ერთიანობა") უწოდა და პუბლიკას 1884 წელს ლონდონში ჯანდაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენაზე წარუდგინა. მოდელმა უმაღლესი შეფასება და ოქროს მედალი დაიმსახურა. Unitas-ი ფუნქციონალური და მარტივი მოსახმარი იყო - როგორც iPhone-ი, მხოლოდ ვიქტორიანული ეპოქის საპირფარეშოების სამყაროში.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით