პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?
რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლეს.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, გარ­და სა­უ­კე­თე­სო დრო­ი­სა (19:00-24:00). რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ყო­ველ სა­ათ­ში 3 წუთს. გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლე­ბის და სხვა პროგ­რა­მე­ბის დროს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა - ნაც­ვლად 30 წუ­თი­სა, იგი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 60 წუთს, ხოლო ყო­ველ სა­ათ­ში, ნაც­ვლად 6 წუ­თი­სა 12 წუთს.

კა­ნო­ნის ირ­გვლივ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე "სამ­წუ­ხა­რო" უწო­და იმ ფაქტს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს წამ­ყვა­ნი კო­მი­ტე­ტის - დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის მხარ­და­ჭე­რა არა აქვს. რო­გორც კო­ბე­რი­ძემ სე­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ასე­თი კა­ნო­ნი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის პრინ­ცი­პით არ უნდა ხდე­ბო­დეს.

"გა­უ­გე­ბა­რია კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის და­მა­ტე­ბის თემა. თუკი ჩვენ გვჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის და­მა­ტე­ბა, კა­ნონ­ში არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მშპ-ს არა­ნაკ­ლებ 0.14%, რაც გვაძ­ლევს იმის უფ­ლე­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­სა­ბუ­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უფრო მეტი თან­ხა გა­მოვ­ყოთ, ვიდ­რე არის 0.14%. იმის და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ერ­ბი­ვი მა­უ­წყებ­ლის მხრი­დან მოხ­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან კო­ბე­რი­ძემ.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რივ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ რო­მან კა­კუ­ლი­ა­მაც კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცია გა­მო­ხა­ტა. კა­კუ­ლი­ას თქმით, პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რივ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი მხარს არ უჭერს და სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნევს ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს.

"რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­გე­ბით მო­ვე­კი­დეთ იმ მო­ტი­ვა­ცი­ას, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მიერ. ვი­ზი­ა­რებთ მო­საზ­რე­ბას, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი რეკ­ლა­მის მომ­წო­დებ­ლებ­თან. ასე­ვე გა­სა­გე­ბია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთი კარ­გი მე­თო­დი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს მათი ჩარ­თვა ხელ­ფა­სის ნა­წილ­ში, რეკ­ლა­მი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბით, თუმ­ცა ჩვენ­თვის, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტი­სათ­ვის, ამო­სა­ვა­ლია სა­კი­თხი­სათ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ის კუ­თხით შე­ხედ­ვა.

ჩვენ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტია ის, რომ ზი­ა­რად სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­შექ­მნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სათ­ვის სა­მარ­თლი­ა­ნი მიდ­გო­მა არ იქ­ნე­ბო­და. ჩვენ ასე­ვე გა­დავ­ხე­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას და იმე­დი გა­მოვ­თქვით, რომ რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დონე და კო­მერ­ცი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი თვი­სობ­რი­ვად მა­ღალ სტან­დარტზე იქ­ნე­ბა, ჩვენ სა­მო­მავ­ლოდ შეგ­ვიძ­ლია ასეთ მიდ­გო­მა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და რო­მან კა­კუ­ლი­ამ.

გარ­და კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის დაშ­ვე­ბი­სა, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს" უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უფარ­თოვ­დე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი დამ­წყე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის (სტარ­ტე­პე­ბი) წა­ხა­ლი­სე­ბის, (ტელე, რა­დიო და ონ­ლა­ინ პრო­დუქ­ცი­ის) ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მი­მარ­თოს.

დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტი ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს სტარ­ტა­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც. რო­მან კა­კუ­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ "გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის დაშ­ვე­ბა, ორ­მა­გი სტან­დარ­ტის წი­ნა­შე დად­გო­მის საფრ­თხეს შექ­მნის". კო­ბე­რი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის მსგავ­სი ფუნ­ქცი­ის და­მა­ტე­ბა აზრსმოკ­ლე­ბუ­ლია, როცა სა­ხელ­მწი­ფოს ასე­თი პროგ­რა­მა აქვს.

ბენდუქა
0

რატომ ეწინააღმდგება ნეტავი ჰა??

 

აბა მერე როგორ დაანთხევენ იმ თავისი პარტიული ტელევიზიებიდან ტყუილებს და ეწინააღმდგებეიან აბა რა ქნან )

რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

კანონის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობაში. უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "სამწუხარო" უწოდა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს წამყვანი კომიტეტის - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერა არა აქვს. როგორც კობერიძემ სესიაზე განაცხადა, ასეთი კანონი თანხმობის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.

"გაუგებარია კომერციული რეკლამის დამატების თემა. თუკი ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების დამატება, კანონში არის მითითებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეიძლება იყოს მშპ-ს არანაკლებ 0.14%, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთების შემთხვევაში, უფრო მეტი თანხა გამოვყოთ, ვიდრე არის 0.14%. იმის დაფიქსირება, რომ საზოგადოერბივი მაუწყებლის მხრიდან მოხდება ჟურნალისტების სტიმულირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია კომერციული რეკლამიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამაც კრიტიკული პოზიცია გამოხატა. კაკულიას თქმით, პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს და სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს ინიცირებულ კანონპროექტს.

"რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად გაგებით მოვეკიდეთ იმ მოტივაციას, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება პოტენციური რეკლამის მომწოდებლებთან. ასევე გასაგებია, რომ ჟურნალისტების სტიმულირებისათვის ერთ-ერთი კარგი მეთოდი შესაძლებელია იყოს მათი ჩართვა ხელფასის ნაწილში, რეკლამიდან მოპოვებული შემოსავლებით, თუმცა ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის, ამოსავალია საკითხისათვის კონკურენციის კუთხით შეხედვა.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ზიარად სარეკლამო ბაზარზე, განსაკუთრებით ახალშექმნილი ტელევიზიებისათვის სამართლიანი მიდგომა არ იქნებოდა. ჩვენ ასევე გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას და იმედი გამოვთქვით, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონე და კომერციული ტელევიზიები თვისობრივად მაღალ სტანდარტზე იქნება, ჩვენ სამომავლოდ შეგვიძლია ასეთ მიდგომაზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

გარდა კომერციული რეკლამის დაშვებისა, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ასევე უარყოფითად აფასებს სტარტაპებთან დაკავშირებულ ინიციატივასაც. რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ "გამონაკლისების დაშვება, ორმაგი სტანდარტის წინაშე დადგომის საფრთხეს შექმნის". კობერიძის თქმით, საზოგადოერივი მაუწყებლისთვის მსგავსი ფუნქციის დამატება აზრსმოკლებულია, როცა სახელმწიფოს ასეთი პროგრამა აქვს.