პინცეტი 25 წელი პაციენტის მუცელში იყო და ქირურგმა გუშინ აღმოაჩინა, ამის შესახებ ჟურნალისტი ნათია ჭკუასელი "ფეისბუქზე" წერს.
"ეს პინცეტი 25 წელი იყო პაციენტის მუცელში. მარკერი ზომის შედარებისთვის დევს.
ქალს ამზადებდნენ სიმსივნის ოპერაციისთვის. გაუშვეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე. აპარატი კინაღამ აფეთქდა! იქვე იგრძნო პაციენტმა მწვავე ტკივილი. გაუშვეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სადაც გამოჩნდა კიდეც. ინსტრუმენტი ბადექონში იყო გახვეული. 25 წლის წინ ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს იმ ქალს.
დღეს იპოვა ლაპარასკოპიული ოპერაციისას ჩემმა მეგობარმა, ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ," - წერს ჭკუასელი და აქვეყნებს პინცეტის ფოტოებს, რომელიც, მისი მტკიცებით, თოდუამ პაციენტის მუცლის ღრუდან ამოიღო.