პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"
რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­კორ­დუ­ლად იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საც სა­ო­ცა­რი გა­რე­მო და მა­ღა­ლი დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნა­პი­რო­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ოთხი­ვე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რი კუ­რორტზე (გუ­და­უ­რი, ბა­კუ­რი­ა­ნი, გო­დერ­ძი, სვა­ნე­თი (თეთ­ნულ­დი-ჰაწ­ვა­ლი) მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელით დამ­სვე­ნებ­ლებს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე - ამის შე­სა­ხებ "მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის" დი­რექ­ტო­რი სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელო­დე­ბათ წელს ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე ჩა­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს?

- 2017 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც რე­კორ­დულ დრო­ში დას­რულ­და და მას 23 დე­კემ­ბერს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­ხსნით. სა­ბა­გი­რო იქ­ნე­ბა ღია სა­ვარ­ძლის ტი­პის, 6-კა­ცი­ა­ნი, მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ებ­ლის Doppelmayr-ის ფირ­მის. მისი სიგ­რძე 1200 მეტ­რია. მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის სა­ბა­გი­როს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს, რად­გან ის მთას და ცენ­ტრს ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სვა­ნეთ­ში, კერ­ძოდ კი, მა­ზერ­ში, უშხვა­ნარ­ში, ეცერ­ში, უშ­გულ­ში და ლენ­ტეხ­ში, აშენ­და მცი­რე ზო­მის სა­ბა­გი­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას შე­უ­წყობს ხელს.

ამას­თან:

  • პირ­ვე­ლად ბა­კუ­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ა­ში გა­კეთ­და კოხ­ტა-მი­ტარ­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო გზა
  • კუ­რორტ მი­ტარბს და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო გზა
  • ბა­კუ­რი­ან­ში, კი­ნო­თე­ატრ "დიდ­ველ­ში" მო­ე­წყო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ი­გებს ყვე­ლა იმ სი­ახ­ლეს, რაც იმ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა სა­მი­ვე სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ალ­ში
  • სე­ზონ­ზე კუ­რორტ გო­დერ­ძის და­ე­მა­ტა ორი მცი­რე ზო­მის სა­ბა­გი­რო, მო­ე­წყო­ბა სა­ბავ­შვო არე­ა­ლი

- რამ­დენ ტუ­რისტს ელო­დე­ბით სე­ზონ­ზე და რამ­დე­ნი იყო გა­სულ წელს?

- ჩვენ აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს სას­ტუმ­რო­ებ­თან და მათ­გან მუდ­მი­ვად ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯავ­შნე­ბის შე­სა­ხებ. გუ­და­უ­რის მა­გა­ლით­ზე რომ გი­თხრათ, დე­კემ­ბრის ბოლო და იან­ვა­რი 100%-ით და­ჯავ­შნი­ლია. იან­ვრის ბო­ლოს კი ჯავ­შნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 60%-ს აჭარ­ბებს. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა კუ­რორტ ბა­კუ­რი­ან­ში და სვა­ნეთ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ წელს, 2016-2017 წლის სა­თხი­ლა­მუ­რო სე­ზო­ნი სა­უ­კე­თე­სო იყო. ამ პე­რი­ოდ­ში კუ­რორტ გუ­და­ურ­ში 276 634 ვი­ზი­ტო­რი და­ფიქ­სირ­და. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 37%-ით, ხოლო მრა­ვალ­ჯე­რა­დი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის რა­ო­დე­ნო­ბამ 59%-ით მო­ი­მა­ტა.

2016-2017 წლის სე­ზონ­ზე ბა­კუ­რი­ანს 115 317 ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია. ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 25%-ით, ხოლო გა­ყი­დუ­ლი მრა­ვალ­ჯე­რა­დი ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 58%-ით იყო მო­მა­ტე­ბუ­ლი. წელს გვინ­და, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ წინა წლის რე­კორ­დი. ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, და იმე­დია, თოვ­ლიც ხელს შეგ­ვი­წყობს.

- რით გან­სხვავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და რო­მე­ლი უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის?

- გუ­და­უ­რითბი­ლის­თან ახ­ლოს არის, შე­სა­ბა­მი­სად ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ბევ­რად მარ­ტი­ვია. აქ არის 70 კმ. სიგ­რძის 20 სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა. არის გა­უკ­ვა­ლა­ვი ტრა­სე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, კუ­რორ­ტი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მო­თხი­ლა­მუ­რის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლია.

სვა­ნეთს რაც შე­ე­ხე­ბა, იქ ორი სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ა­ლია - ჰაწ­ვა­ლი და თეთ­ნულ­დი. ვი­საც უყ­ვარს ბუ­ნე­ბა­ში სრი­ა­ლი, ვინც ექ­სტრე­მა­ლია და ვი­საც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თოვ­ლი მო­წონს, სვა­ნე­თი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გია.

ბა­კუ­რი­ან­ში სამი სა­თხი­ლა­მუ­რო არე­ა­ლია - დიდ­ვე­ლი, კოხ­ტა და მი­ტარ­ბი. არ­ჩე­ვა­ნი მო­თხი­ლა­მუ­რემ თა­ვად უნდა გა­ა­კე­თოს, რად­გან სა­მი­ვე არე­ა­ლი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის დამ­სვე­ნე­ბელ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე ადრე სე­ზონს გო­დერ­ძი­ზე ვხსნით. "ფა­უ­დე­რის" მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა. მიმ­ზიდ­ვე­ლია გატ­კეპ­ნი­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბიც.

- ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა რო­მელ კუ­რორტზე ფიქ­სირ­დე­ბა და რა გა­ნა­პი­რო­ბებს ამას?

- კერ­ძო სექ­ტო­რი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ოთხი­ვე სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­გორც სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ასე­ვე კაფე-ბა­რებ­ზე. გუ­და­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი "რედ­კო" , "მა­გის­ტი­ლი" და ბევ­რი სხვა, ბა­კუ­რი­ან­ში - "მგზავ­რე­ბი", "ორბი" და ასე შემ­დეგ. სვა­ნეთს ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი.

გო­დერ­ძი­ზე ამ ეტაპ­ზე 6 მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 80 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბით კუ­რორ­ტს 500 ახა­ლი სა­მუ­შაო და 435 გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი და­ე­მა­ტე­ბა. კუ­რორტზე და­მა­ტე­ბით 4 ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე 10 დე­კემ­ბერს აჭა­რის ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ოთხ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა.

ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბით ჯამ­ში 15 790 000 ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლი­თაც კუ­რორ­ტს 254 სას­ტუმ­რო ნო­მე­რი და­ე­მა­ტე­ბა, სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში 400, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი 75 ად­გი­ლობ­რი­ვი და­საქმდე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა. სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მთის კუ­რორ­ტებ­ზე დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - "გუდაურში დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია"

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეკორდულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რასაც საოცარი გარემო და მაღალი დონის ინფრასტრუქტურა განაპირობებს. შესაბამისად, იზრდება ინვესტორების დაინტერესებაც და საქართველოს მასშტაბით, ოთხივე სამთო-სათხილამური კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი (თეთნულდი-ჰაწვალი) მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

რა სიახლეები ელით დამსვენებლებს ზამთრის კურორტებზე - ამის შესახებ "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი გვესაუბრება.

- რა სიახლეები ელოდებათ წელს ზამთრის კურორტებზე ჩასულ დამსვენებლებს?

- 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა და მას 23 დეკემბერს ოფიციალურად გავხსნით. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის, 6-კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის ფირმის. მისი სიგრძე 1200 მეტრია. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სვანეთში, კერძოდ კი, მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულში და ლენტეხში, აშენდა მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ამასთან:

  • პირველად ბაკურიანის ისტორიაში გაკეთდა კოხტა-მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო გზა
  • კურორტ მიტარბს დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა
  • ბაკურიანში, კინოთეატრ "დიდველში" მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე, სადაც მომხმარებელი გაიგებს ყველა იმ სიახლეს, რაც იმ პერიოდში ხდება სამივე სათხილამურო არეალში
  • სეზონზე კურორტ გოდერძის დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, მოეწყობა საბავშვო არეალი

- რამდენ ტურისტს ელოდებით სეზონზე და რამდენი იყო გასულ წელს?

- ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და მათგან მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას ჯავშნების შესახებ. გუდაურის მაგალითზე რომ გითხრათ, დეკემბრის ბოლო და იანვარი 100%-ით დაჯავშნილია. იანვრის ბოლოს კი ჯავშნების რაოდენობა 60%-ს აჭარბებს. ანალოგიური ვითარებაა კურორტ ბაკურიანში და სვანეთში.

რაც შეეხება გასულ წელს, 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონი საუკეთესო იყო. ამ პერიოდში კურორტ გუდაურში 276 634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 37%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობამ 59%-ით მოიმატა.

2016-2017 წლის სეზონზე ბაკურიანს 115 317 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით, ხოლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა 58%-ით იყო მომატებული. წელს გვინდა, გავაუმჯობესოთ წინა წლის რეკორდი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, და იმედია, თოვლიც ხელს შეგვიწყობს.

- რით განსხვავდება საქართველოს სათხილამურო კურორტები ერთმანეთისგან და რომელი უფრო მიმზიდველია ვიზიტორებისთვის?

- გუდაური თბილისთან ახლოს არის, შესაბამისად ტრანსპორტირება ბევრად მარტივია. აქ არის 70 კმ. სიგრძის 20 სათხილამურო ტრასა. არის გაუკვალავი ტრასებიც. შესაბამისად, კურორტი ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის მიმზიდველია.

სვანეთს რაც შეეხება, იქ ორი სათხილამურო არეალია - ჰაწვალი და თეთნულდი. ვისაც უყვარს ბუნებაში სრიალი, ვინც ექსტრემალია და ვისაც მაღალი ხარისხის თოვლი მოწონს, სვანეთი ზედმიწევნით კარგია.

ბაკურიანში სამი სათხილამურო არეალია - დიდველი, კოხტა და მიტარბი. არჩევანი მოთხილამურემ თავად უნდა გააკეთოს, რადგან სამივე არეალი ყველა კატეგორიის დამსვენებელზეა მორგებული.

ყველაზე ადრე სეზონს გოდერძიზე ვხსნით. "ფაუდერის" მოყვარულებისთვის იდეალური გარემოა. მიმზიდველია გატკეპნილი სათხილამურო ტრასებიც.

- ინვესტორების მხრიდან ყველაზე დიდი დაინტერესება რომელ კურორტზე ფიქსირდება და რა განაპირობებს ამას?

- კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე. ინვესტიციები ხორციელდება, როგორც სასტუმროების მშენებლობაზე, ასევე კაფე-ბარებზე. გუდაურის შემთხვევაში აქტიურად არის ჩართული "რედკო" , "მაგისტილი" და ბევრი სხვა, ბაკურიანში - "მგზავრები", "ორბი" და ასე შემდეგ. სვანეთს ყოველდღიურად ემატება საოჯახო ტიპის სასტუმროები.

გოდერძიზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება. კურორტზე დამატებით 4 ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების თაობაზე 10 დეკემბერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.

ახალი პროექტებით ჯამში 15 790 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომლითაც კურორტს 254 სასტუმრო ნომერი დაემატება, სასტუმროების მშენებლობის პროცესში 400, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციაა. სწორედ ამის შედეგია, რომ ინვესტიციები მთის კურორტებზე დღითიდღე მატულობს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი