პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები
ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები

ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა 2011 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც გურ­ჯა­ა­ნი-თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე ბე­ბი­ი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, დღემ­დე იხ­დის სას­ჯელს, თუმ­ცა 6 წლის ნა­თი­ას და მის ბე­ბი­ას, რომ­ლე­ბიც ნას­ვა­მი მძღო­ლის არას­წორ მა­ნევ­რს ემსხვერ­პლნენ, ვე­რა­ფე­რი და­აბ­რუ­ნებს...

ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მცხოვ­რე­ბი ნანა არა­ბუ­ლი­სა და მისი 6 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის - ნა­თია ჩო­ფი­კაშ­ვი­ლის ტრა­გი­კულ სიკ­ვდილ­ზე, წლე­ბის წინ გა­ზეთ "ქი­ზიყ­ში" ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:

"...ჟი­გუ­ლის მარ­კის ტაქ­სის მძღო­ლი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლია. ის გა­ჩე­რე­ბა­ზე 2011 წლის 28 ივ­ნისს დი­ლი­დან იდგა, რის გა­მოც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა თა­ვი­დან­ვე დე­ტა­ლუ­რად და­ი­ნა­ხა. სკან­და­ლურ დე­ტა­ლებს ის გა­ზეთ "ქი­ზიყ­თან" სა­უ­ბარ­ში ასე იხ­სე­ნებს:

"კაჭ­რე­თის რეს­ტო­რან­ში 4-5 მე­სა­ზღვრე ქე­ი­ფობ­და. რო­გორც მათი სა­უბ­რი­დან ჩან­და ისი­ნი სა­სა­ზღვრო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­წი­ნა­უ­რე­ბას აღ­ნიშ­ნავ­დნენ. სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბიც ეც­ვათ. მა­ლე­ვე, როცა შე­ზარ­ხოშ­დნენ "პა­გო­ნებ­ზე" ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­იხ­სნეს ჭი­ქა­ში ჩა­ყა­რეს და ღვი­ნოს ასე სვამ­დნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი და­ლი­ეს, რის გა­მოც მაგ­რად გა­მოთ­ვრნენ. მა­ლე­ვე ერ­თმა­ნეთს და­ე­რივ­ნენ. ერთ-ერთს ეუბ­ნე­ბობ­ნენ - უნდა მოგ­კლა­თო!... რო­გორც ჩანს ამ ბიჭს შე­ე­შინ­და და სუფ­რი­დან გა­მო­ი­პა­რა. ტაქ­სებ­თან მო­ვი­და, სი­ტუ­ა­ცია აგ­ვიხ­სნა - მე­მუქ­რე­ბი­ა­ნო თქვა და ერთ-ერთი ტაქ­სით დე­დოფ­ლის­წყა­როს­კენ გა­ე­შუ­რა.

უტაქ­ტოდ და უხამ­სად იქ­ცე­ოდ­ნენ, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ასე მოქ­ცე­ვა ნამ­დვი­ლად არ შე­ე­ფე­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, როცა ფორ­მა გაც­ვია და "პა­გო­ნებს" ატა­რებ... მა­ლე­ვე თა­ნა­მე­სუფ­რე­ე­ბიც გა­მო­ვიდ­ნენ და რომ გა­ი­გეს ის ბიჭი წა­სუ­ლი იყო, ისი­ნიც მან­ქა­ნით მთვრა­ლე­ბი დიდი სის­წრა­ფით გა­ე­კიდ­ნენ. ისევ იმუქ­რე­ბოდ­ნენ და ამა­სო­ბა­ში ეს ავა­რი­აც მოხ­და. 4 მან­ქა­ნა ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. მერე გა­ვი­გეთ, რომ ად­გილ­ზე ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და მისი ბე­ბია მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ფაქ­ტი­უ­რად, ისი­ნი რომ და­ი­რივ­ნენ და მთვრა­ლე­ბი გა­ე­კიდ­ნენ ავა­რია ამან გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბავ­შვს ბაღი და­უმ­თავ­რე­ბია, სკო­ლა­ში მი­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ბე­ბი­ას ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მიჰ­ყავ­და. შე­ჯა­ხე­ბაც ამ დროს მოხ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ერთ-ერთი მე­სა­ზღვრე დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში იმა­ვე კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ბე­ბია-შვი­ლიშ­ვი­ლი. ანუ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი იყო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები

ნასვამი მესაზღვრეების დაპირისპირებას შეწირული სამი ადამიანის სიცოცხლე - საზარელი შემთხვევის დეტალები

ეს ტრაგიკული შემთხვევა 2011 წლის ზაფხულში მოხდა. მამაკაცი, რომელმაც გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ბებიისა და შვილიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღემდე იხდის სასჯელს, თუმცა 6 წლის ნათიას და მის ბებიას, რომლებიც ნასვამი მძღოლის არასწორ მანევრს ემსხვერპლნენ, ვერაფერი დააბრუნებს...

ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის - ნათია ჩოფიკაშვილის ტრაგიკულ სიკვდილზე, წლების წინ გაზეთ "ქიზიყში" ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"...ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 2011 წლის 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. სკანდალურ დეტალებს ის გაზეთ "ქიზიყთან" საუბარში ასე იხსენებს:

"კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ "პაგონებზე" ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა და სუფრიდან გამოიპარა. ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა.

უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და "პაგონებს" ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია.

როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ