პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!
შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!

სა­ქარ­თვე­ლო­ში გათ­ბო­ბის ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვა ინერ­გე­ბა, ქარ­თულ­მა კომ­პა­ნია "კე­რამ" ე.წ ევრო-შე­შის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს საქ­მე დრო­უ­ლი და სა­ჭი­როა. რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი წარ­მო­ე­ბის შექ­მნა, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა ბრი­კე­ტი ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის და რა­ტომ უნდა ვი­ყოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მისი შე­ძე­ნით, გვე­სა­უბ­რე­ბა კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი ნინა წე­რე­თე­ლი.

ქალ­ბა­ტო­ნო ნინა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­კე­ტის წარ­მო­ე­ბა და­გე­წყოთ?

სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის 67% საწ­ვა­ვად მხო­ლოდ შე­შას მო­იხ­მარს, რაც მძი­მე ტვირ­თად აწ­ვე­ბა ქვეყ­ნის ტყე­ებს. ოჯა­ხე­ბის მიერ შე­შის მოხ­მა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მე­ტია იმ ოდე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რომ­ლის გა­ცე­მაც ჩვენს ტყე­ებს შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ დი­დია საფრ­თხე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის არ­სე­ბო­ბის, რაც თა­ვის მხრივ სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ით. 1987-88 წლე­ბი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყო ხე­ე­ბის ჩეხ­ვა, რა­მაც ქვე­ყა­ნა ეკო­კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნა. შე­შის რე­სურ­სი თით­ქმის იწუ­რე­ბა. მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ტყის ჭრა აიკ­რძა­ლე­ბა. გარ­და­უ­ვა­ლია ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის პრო­ცე­სის და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის საფრ­თხის შე­ჩე­რე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

რო­გორ გა­და­ვარ­ჩენთ ქვე­ყა­ნას და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის არ­სე­ბო­ბის­გან და რითი შე­ვა­ჩე­რებთ ეკო­კა­ტას­ტრო­ფას?

ბუ­ნებ­რივ აირ­ზე გათ­ბო­ბას ჰა­ერ­ში სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სია მოჰ­ყვე­ბა, რაც ორ­გა­ნისზ­მის­თვის მავ­ნე­ბე­ლია. უნდა ვი­ფიქ­როთ სახ­ლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნაკ­ლებ ხარ­ჯვა­ზე. სა­შე­შე მერ­ქნის ჭრით ბუ­ნე­ბა ნად­გურ­დე­ბა. რაც ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ში­ნელ შე­დეგს მოგ­ვცემს. სა­ჭი­როა ვე­ძე­ბოთ ალ­ტე­რა­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო. ეს წყა­რო უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და მას კომ­პა­ნია "კერა" გთა­ვა­ზობთ. ბი­ო­მა­სის ბრი­კე­ტი - შე­შის სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა.

რა არის ბრი­კე­ტი?

ბრი­კე­ტი დაპ­რე­სი­ლი, აგუ­რი­სე­ბუ­რი ან ცი­ლინ­დრუ­ლი ფორ­მის მყა­რი ბი­ო­საწ­ვა­ვია. იგი მზად­დე­ბა გა­მომშრა­ლი ხის ნა­ფო­ტე­ბის, ნა­ხერ­ხის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ხე-ტყის ნარ­ჩე­ნებს აქუც­მა­ცე­ბენ. და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ბი­ო­მა­სა იწ­ნე­ხე­ბა მა­ღა­ლი წნე­ვის ქვეშ წე­ბოს და ყო­ველ­გვა­რი სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე და მი­ი­ღე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ბიო-საწ­ვა­ვი. ის ცვლის შე­შას, ბუ­ნებ­რივ აირს. იძ­ლე­ვა შე­სამ­ჩნევ ეკო­ნო­მი­ას ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, სხვა საწ­ვავ­თან შე­და­რე­ბით.

რითი ჯო­ბია ბრი­კე­ტი შე­შას?

ტე­ნი­ა­ნო­ბის შემ­ცვე­ლო­ბა ბრი­კეტ­ში 8-12 პრო­ცენ­ტია, რის გა­მოც ის ეფექ­ტუ­რია. ნაკ­ლე­ბია კვამ­ლი და ფერ­ფლი. მა­ღა­ლი ენერ­გო­სიმ­ჭიდ­რო­ვის გამო მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უფრო იაფი და მარ­ტი­ვია. ბრი­კე­ტე­ბის წვი­სას გა­მო­ი­ყო­ფა ზუს­ტად იმ­დე­ნი­ვე ნახ­ში­რო­ჟან­გი, რამ­დე­ნის შთან­თქვის უნა­რიც ზრდის პრო­ცეს­ში ხე­ებს შეს­წევთ. არ არის გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა.

რო­გორ გავ­თბეთ ბრი­კე­ტით?

ბრი­კეტ­ზე გათ­ბო­ბა სის­ტე­მუ­რად ასე ეწყო­ბა: შე­ვი­ძენთ სპე­ცი­ფი­ურ ღუ­მელს, ღუ­მე­ლი­დან მი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წყა­ლი ოთა­ხებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ რა­დი­ა­ტო­რებ­ში ნა­წილ­დე­ბა და თბე­ბა. იქ სა­დაც უკვე არის ბუ­ნებ­რივ აირ­ზე მო­წყო­ბი­ლი ე.წ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოხ­დეს მისი ბრი­კე­ტის წვა­ზე გა­დარ­თვა.

ბრი­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი, პი­რო­ლი­ზუ­რი ღუ­მე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. პი­რო­ლი­ზურ ღუ­მე­ლებს სპე­ცი­ფი­უ­რად მო­წყო­ბი­ლი წვის კა­მე­რე­ბი აქვთ, რი­თაც ავი­რი­დებთ ჰა­ე­რის მა­სე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბას.მომ­სა­ხუ­რე­ბის მთლი­ან კომ­პლექტს, ღუ­მე­ლებს, მონ­ტაჟს, ბრი­კე­ტით მო­მა­რა­გე­ბას კომ­პა­ნია "კერა" უზ­რუნ­ველ­ყოს. კომ­პა­ნი­ის სა­გა­რან­ტიო ვადა 2 წე­ლია.

ბრი­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ო­ხა­ჯო ტი­პის ღუ­მე­ლებ­შიც. იდე­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია აგა­რა­კე­ბის გათ­ბო­ბის­თვის.

რო­გო­რია მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა, ბრი­კეტს რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი იყე­ნე­ბენ ?

მსოფ­ლი­ო­ში ბრი­კე­ტის წარ­მო­ე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლე­ბი­დან და­ი­წყო და დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია აშშ, ევ­რო­პა და პოსტსაბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნე­ბიც. ევ­რო­კავ­შირს 2030 წლამ­დე ამ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ნერგვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აღე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე თუ სარ­გებ­ლო­ბენ თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბით?

წარ­მო­ე­ბის დღი­დან გვყავს მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სკო­ლებს, ბა­ღებს. მა­გა­ლი­თის­თვის შე­მიძ­ლია და­გი­სა­ხე­ლოთ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თე­ლე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა. იქ ჩვე­ნი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა გვქონ­და და უსას­ყიდ­ლოდ და­ვა­მონ­ტა­ჟეთ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც პი­რო­ლი­ზურ ღუ­მე­ლებ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და კომ­პა­ნია "კე­რას" მიერ წა­მო­ე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბი­ო­საწ­ვა­ვით - ბრი­კე­ტით მუ­შა­ობს.

ცივი ზამ­თა­რი -თბი­ლი კერა, კომ­პა­ნია "კე­რას" ინო­ვა­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯი. დაგ­ვი­კავ­შირ­დით და მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!

შეშის ნაცვლად ბრიკეტი - ინოვაცია, რომელსაც მსოფლიო დიდი ხანია ესწრაფვის!

საქართველოში გათბობის ახლებური ხედვა ინერგება, ქართულმა კომპანია "კერამ" ე.წ ევრო-შეშის წარმოება დაიწყო. საქართველოსთვის ეს საქმე დროული და საჭიროა. რამ განაპირობა საქართველოში მსგავსი წარმოების შექმნა, რამდენად საინტერესოა ბრიკეტი ქართველი მომხმარებლისთვის და რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული მისი შეძენით, გვესაუბრება კომპანიის მენეჯერი ნინა წერეთელი.

ქალბატონო ნინა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ბრიკეტის წარმოება დაგეწყოთ?

საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 67% საწვავად მხოლოდ შეშას მოიხმარს, რაც მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ტყეებს. ოჯახების მიერ შეშის მოხმარება მნიშვნელოვნად მეტია იმ ოდენობასთან შედარებით, რომლის გაცემაც ჩვენს ტყეებს შეუძლია. გარდა ამისა, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ დიდია საფრთხე დაბინძურებული ჰაერის არსებობის, რაც თავის მხრივ სხვა ფაქტორებთან ერთად განპირობებულია სათბური გაზების ემისიით. 1987-88 წლებიდან ინტენსიურად დაიწყო ხეების ჩეხვა, რამაც ქვეყანა ეკოკატასტროფამდე მიიყვანა. შეშის რესურსი თითქმის იწურება. მალე საქართველოში ტყის ჭრა აიკრძალება. გარდაუვალია ეკოლოგიური კატასტროფის პროცესის და დაბინძურებული ჰაერის საფრთხის შეჩერება, რაც საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა.

როგორ გადავარჩენთ ქვეყანას დაბინძურებული ჰაერის არსებობისგან და რითი შევაჩერებთ ეკოკატასტროფას?

ბუნებრივ აირზე გათბობას ჰაერში სათბური გაზების ემისია მოჰყვება, რაც ორგანისზმისთვის მავნებელია. უნდა ვიფიქროთ სახლებში ბუნებრივი აირის ნაკლებ ხარჯვაზე. საშეშე მერქნის ჭრით ბუნება ნადგურდება. რაც ახლო მომავალში საშინელ შედეგს მოგვცემს. საჭიროა ვეძებოთ ალტერანატიული წყარო. ეს წყარო უკვე საქართველოშია და მას კომპანია "კერა" გთავაზობთ. ბიომასის ბრიკეტი - შეშის საუკეთესო ალტერნატივაა.

რა არის ბრიკეტი?

ბრიკეტი დაპრესილი, აგურისებური ან ცილინდრული ფორმის მყარი ბიოსაწვავია. იგი მზადდება გამომშრალი ხის ნაფოტების, ნახერხის და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან. ბუნებაში არსებული ხე-ტყის ნარჩენებს აქუცმაცებენ. დაქუცმაცებული ბიომასა იწნეხება მაღალი წნევის ქვეშ წებოს და ყოველგვარი სხვა ხელოვნური დანამატების გარეშე და მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ბიო-საწვავი. ის ცვლის შეშას, ბუნებრივ აირს. იძლევა შესამჩნევ ეკონომიას ფინანსური თვალსაზრისით, სხვა საწვავთან შედარებით.

რითი ჯობია ბრიკეტი შეშას?

ტენიანობის შემცველობა ბრიკეტში 8-12 პროცენტია, რის გამოც ის ეფექტურია. ნაკლებია კვამლი და ფერფლი. მაღალი ენერგოსიმჭიდროვის გამო მისი ტრანსპორტირება უფრო იაფი და მარტივია. ბრიკეტების წვისას გამოიყოფა ზუსტად იმდენივე ნახშიროჟანგი, რამდენის შთანთქვის უნარიც ზრდის პროცესში ხეებს შესწევთ. არ არის გარემოსთვის ზიანის მომტანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

როგორ გავთბეთ ბრიკეტით?

ბრიკეტზე გათბობა სისტემურად ასე ეწყობა: შევიძენთ სპეციფიურ ღუმელს, ღუმელიდან მილების საშუალებით წყალი ოთახებში დამონტაჟებულ რადიატორებში ნაწილდება და თბება. იქ სადაც უკვე არის ბუნებრივ აირზე მოწყობილი ე.წ ცენტრალური გათბობა, შესაძლებელია, მოხდეს მისი ბრიკეტის წვაზე გადართვა.

ბრიკეტი გამოიყენება სპეციალური ენერგოეფექტური, პიროლიზური ღუმელების საშუალებით ხდება. პიროლიზურ ღუმელებს სპეციფიურად მოწყობილი წვის კამერები აქვთ, რითაც ავირიდებთ ჰაერის მასების დაბინძურებას.მომსახურების მთლიან კომპლექტს, ღუმელებს, მონტაჟს, ბრიკეტით მომარაგებას კომპანია "კერა" უზრუნველყოს. კომპანიის საგარანტიო ვადა 2 წელია.

ბრიკეტის გამოყენება შესაძლებელია საოხაჯო ტიპის ღუმელებშიც. იდელური ვარიანტია აგარაკების გათბობისთვის.

როგორია მსოფლიო გამოცდილება, ბრიკეტს რომელი ქვეყნები იყენებენ ?

მსოფლიოში ბრიკეტის წარმოება და გამოყენება გასული საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი აქტიური მომხმარებელია აშშ, ევროპა და პოსტსაბჭოური ქვეყნებიც. ევროკავშირს 2030 წლამდე ამ განახლებადი ენერგიის მაქსიმალურად დანერგვის ვალდებულება აქვს აღებული.

საქართველოში უკვე თუ სარგებლობენ თქვენი კომპანიის მომსახურებით?

წარმოების დღიდან გვყავს მომხმარებელი. ჩვენ ვემსახურებით საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბაღებს. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლა. იქ ჩვენი საპილოტე პროგრამა გვქონდა და უსასყიდლოდ დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც პიროლიზურ ღუმელებზე ფუნქციონირებს და კომპანია "კერას" მიერ წამოებული ქართული ბიოსაწვავით - ბრიკეტით მუშაობს.

ცივი ზამთარი -თბილი კერა, კომპანია "კერას" ინოვაციური ნაბიჯი. დაგვიკავშირდით და მოგემსახურებათ ჩვენი კომპანიის პროფესიონალთა გუნდი.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი