პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა
ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა

ლე­ვან ბა­შა­რუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში 2008 წელს გა­ემ­გზავ­რა. რთუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მისი, რო­გორც კომ­პო­ზი­ტო­რის წინსვლა და­ი­წყო და 2015 წელს გერ­მა­ნი­ა­ში "წლის სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ტო­რად" აღი­ა­რეს. ლე­ვა­ნი დღეს უკვე არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი თუ უცხო­უ­რი ფილ­მი­სა თუ სპექ­ტაკ­ლის მუ­სი­კის ავ­ტო­რია. გარ­და მუ­სი­კის შექ­მნი­სა, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. მის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და თვალ­წარმ­ტა­ცი შოუ პა­რიზ­ში, ეი­ფე­ლის კოშ­კის წინ, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს 11 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აო­ცებ­და. ლე­ვან­მა ახ­ლა­ხან მუ­სი­კა ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის­თვის შექ­მნა, რო­მე­ლიც სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ფორ­მა­ტით გერ­მა­ნი­ის ტე­ლე­არ­ხებს შო­რის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ არხზე იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი. ლე­ვანს სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ გერ­მა­ნი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით...

- სა­ერ­თოდ, ბოლო დროს კი­ნო­ინ­დუსტრია აქ­ტი­უ­რა­დაა მი­მარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლის ჟან­რის­კენ. სე­რი­ა­ლის­თვის მუ­სი­კის შექ­მნის სურ­ვი­ლი ყო­ველ­თვის მქონ­და და როცა მას­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. სე­რი­ა­ლი სა­ხე­ლად "Mარიე ფანგტ Fეუერ" სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ფორ­მა­ტით წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­არხზე გა­დის, რო­მე­ლიც რე­ი­ტინ­გით სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა. მას­ში არა­ერ­თი გერ­მა­ნე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს. მო­მა­ვა­ლი სე­რი­ე­ბის მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე შე­მომ­თა­ვა­ზეს.

- ფილმთან შე­და­რე­ბით, სე­რია­ლზე მუ­შა­ო­ბას სხვა სპე­ცი­ფი­კა აქვს?

- დიახ, ის უფრო გან­სხვა­ვე­ბულ ნი­უ­ან­სებ­ზეა აგე­ბუ­ლი, ვიდ­რე ფილ­მის მუ­სი­კა. მე ორი­ვე ელე­მენ­ტის სინ­თე­ზი გა­მო­მი­ვი­და. სხვა­თა შო­რის, ვი­ო­ლი­ნოს პარ­ტია ქარ­თველ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ, ია და­ვი­თაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლა. მან და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის წინ, თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე ჩემ მიერ და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ას­რუ­ლა.

- რო­დის და რა მიზ­ნით წახ­ვე­დით გერ­მა­ნი­ა­ში?

- გერ­მა­ნი­ა­ში 2008 წლის ივ­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვისი მიწ­ვე­ვი­თაც წა­ვე­დი, ჩემი დახ­მა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­და. გა­მო­სა­ვა­ლი თა­ვად­ვე მო­ი­ფიქ­რა - მის შვი­ლებს ფორ­ტე­პი­ა­ნოს გაკ­ვე­თი­ლებს ვუ­ტა­რებ­დი, დე­დას კი ბა­ღის საქ­მე­ებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­ლდათ და ხში­რად, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კონ­ტრაქ­ტის შე­წყვე­ტა აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, რად­გან ეს ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს შე­ა­ფერ­ხებ­და. ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რა­ტომ­ღაც, გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობ­და ჩემ­ში ენ­თუ­ზი­აზ­მი ჩა­ეკ­ლა. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ვე­რა­სო­დეს ჩა­ვა­ბა­რებ­დი მი­უნ­ხე­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის წლის მთა­ვარ კი­ნო­მუ­სი­კის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე "გერ­მა­ნი­ის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა კი­ნო­კომ­პო­ზი­ტო­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­მად­გი­ნეს და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლა­დაც გა­მო­მა­ცხა­დეს...

- ეს ცე­რე­მო­ნია 2015 წელს გა­ი­მარ­თა... კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ მიერ შექ­მნი­ლი რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით ხომ არ გა­მო­გარ­ჩი­ეს სხვა კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის­გან?

- ჟი­უ­რის რამ­დე­ნი­მე წევ­რს მოს­მე­ნი­ლი ჰქონ­და ჩემი სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა - "ომის შემ­დეგ" მი­უნ­ხე­ნის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის შეს­რუ­ლე­ბით. ასე­ვე, მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბი, რო­მელ­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით Luis Trenker-ს გა­უს­ვეს ხაზი. ამ ფილ­მის მუ­სი­კა 2015 წელს დავ­წე­რე. ეს გახ­ლდათ წლის ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, გერ­მა­ნი­ის, ავ­სტრი­ი­სა და იტა­ლი­ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი. ლუის ტრენ­კე­რი მე-20 სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი გერ­მა­ნელ-იტა­ლი­ე­ლი მთამ­სვლე­ლი რე­ჟი­სო­რი გახ­ლდათ, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე სა­ავ­ტო­რო შოუ მიჰ­ყავ­და. შექ­მნა მრა­ვა­ლი სა­კულ­ტო ფილ­მი. მის სა­ხელს ჰიტ­ლე­რის ცო­ლის, ევა ბრა­უ­ნის დღი­უ­რე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ამე­რი­კელ პრო­დი­უ­სე­რებ­ზე მი­ყიდ­ვა უკავ­შირ­დე­ბა. ფილმში სწო­რედ ეს ფაქ­ტე­ბია ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი. ფილ­მის პრე­მი­ე­რამ, ისე­ვე რო­გორც შემ­დგომ­მა პე­რი­ოდ­მა, დიდი სკან­და­ლით ჩა­ი­ა­რა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა

ქართველი მუსიკოსი, რომელმაც ყველაზე რეიტინგული გერმანული სერიალისთვის მუსიკა შექმნა

ლევან ბაშარული გერმანიაში 2008 წელს გაემგზავრა. რთული პერიოდის შემდეგ მისი, როგორც კომპოზიტორის წინსვლა დაიწყო და 2015 წელს გერმანიაში "წლის საუკეთესო კომპოზიტორად" აღიარეს. ლევანი დღეს უკვე არაერთი ქართული თუ უცხოური ფილმისა თუ სპექტაკლის მუსიკის ავტორია. გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებს ახორციელებს. მის მიერ განხორციელდა თვალწარმტაცი შოუ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, რომელიც მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ლევანმა ახლახან მუსიკა ცნობილი გერმანული სერიალისთვის შექმნა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ტელეარხებს შორის ყველაზე რეიტინგულ არხზე იქნება ნაჩვენები. ლევანს სიახლეებისა და მიღწეული წარმატების შესახებ სასაუბროდ გერმანიაში დავუკავშირდით...

- საერთოდ, ბოლო დროს კინოინდუსტრია აქტიურადაა მიმართული სერიალის ჟანრისკენ. სერიალისთვის მუსიკის შექმნის სურვილი ყოველთვის მქონდა და როცა მასზე მუშაობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი. სერიალი სახელად "Mარიე ფანგტ Fეუერ" სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით წელიწადში ორჯერ, გერმანიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სახელმწიფო ტელეარხზე გადის, რომელიც რეიტინგით სატელევიზიო არხებს შორის პირველ ადგილზეა. მასში არაერთი გერმანელი კინოვარსკვლავი მონაწილეობს. მომავალი სერიების მუსიკაზე მუშაობა უკვე შემომთავაზეს.

- ფილმთან შედარებით, სერიალზე მუშაობას სხვა სპეციფიკა აქვს?

- დიახ, ის უფრო განსხვავებულ ნიუანსებზეა აგებული, ვიდრე ფილმის მუსიკა. მე ორივე ელემენტის სინთეზი გამომივიდა. სხვათა შორის, ვიოლინოს პარტია ქართველმა წარმატებულმა მევიოლინემ, ია დავითაშვილმა შეასრულა. მან დაახლოებით 14 წლის წინ, თბილისის კონსერვატორიის მისაღებ გამოცდაზე ჩემ მიერ დაწერილი ნაწარმოები შეასრულა.

- როდის და რა მიზნით წახვედით გერმანიაში?

- გერმანიაში 2008 წლის ივლისში ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ ვისი მიწვევითაც წავედი, ჩემი დახმარება აღარ დასჭირდა. გამოსავალი თავადვე მოიფიქრა - მის შვილებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს ვუტარებდი, დედას კი ბაღის საქმეებში ვეხმარებოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ეს ქალბატონი ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ და ხშირად, არაადეკვატური ქცევა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კონტრაქტის შეწყვეტა აზრადაც არ მომსვლია, რადგან ეს ჩემს სამომავლო გეგმებს შეაფერხებდა. ეს ქალბატონი, რატომღაც, გამუდმებით ცდილობდა ჩემში ენთუზიაზმი ჩაეკლა. მეუბნებოდა, რომ ვერასოდეს ჩავაბარებდი მიუნხენის კონსერვატორიაში. რამდენიმე წლის შემდეგ, გერმანიის წლის მთავარ კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე "გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის" ნომინაციაზე წარმადგინეს და გამარჯვებულადაც გამომაცხადეს...

- ეს ცერემონია 2015 წელს გაიმართა... კონკრეტულად თქვენ მიერ შექმნილი რომელიმე ნაწარმოების მიხედვით ხომ არ გამოგარჩიეს სხვა კომპოზიტორებისგან?

- ჟიურის რამდენიმე წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა - "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე, მხატვრული ფილმები, რომელთა შორის განსაკუთრებით Luis Trenker-ს გაუსვეს ხაზი. ამ ფილმის მუსიკა 2015 წელს დავწერე. ეს გახლდათ წლის ერთ-ერთი გახმაურებული, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ერთობლივი პროექტი. ლუის ტრენკერი მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელ-იტალიელი მთამსვლელი რეჟისორი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საავტორო შოუ მიჰყავდა. შექმნა მრავალი საკულტო ფილმი. მის სახელს ჰიტლერის ცოლის, ევა ბრაუნის დღიურების გაყალბება და ამერიკელ პროდიუსერებზე მიყიდვა უკავშირდება. ფილმში სწორედ ეს ფაქტებია ინსცენირებული. ფილმის პრემიერამ, ისევე როგორც შემდგომმა პერიოდმა, დიდი სკანდალით ჩაიარა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი