სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ

როცა და­ე­ცა დაჭ­რი­ლი ამი­რან რო­ბა­ქი­ძე, მას­თან ავ­ტო­მა­ტი არ და­მი­ნა­ხავს. არ მახ­სოვს, რომ ვინ­მეს, ვინც იმ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იყო, ია­რა­ღი ჰქო­ნო­და, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ჭან­ტუ­რია მე­წყვი­ლე და­ვით აბუ­აშ­ვილ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი იყო, ვინც ის ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, რო­მელ­შიც რო­ბა­ქი­ძე იჯდა. რო­გორც მოწ­მემ და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და, მან­ქა­ნა და­კა­ვე­ბა­ზე სა­ღა­მოს მან და აბუ­აშ­ვილ­მა გა­დას­ცეს, ვი­ნა­ი­დან ის ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის ცე­მის ფაქ­ტში ფი­გუ­რი­რებ­და. ჭან­ტუ­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ და­კა­ვე­ბი­სას არც ერთი პი­რის­თვის ია­რა­ღი არ და­უ­ნა­ხავს.

იხი­ლეთ ვი­დეო:"როცა რო­ბა­ქი­ძე და­ვარ­და, იქ ია­რა­ღი არ და­მი­ნა­ხავს" - სკან­და­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­და­სა და გუ­რამ დო­ნა­ძეს შო­რის

"ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა პირი გად­მო­სუ­ლი იყო მან­ქა­ნი­დან. ჩვენ ვუ­თხა­რით, თუ რა­ტომ გა­ვა­ჩე­რეთ, რის შემ­დე­გაც ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა, ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა და­ი­წყო. მოვ­თხო­ვეთ ყვე­ლას, ხე­ლე­ბი და­ე­ლა­გე­ბი­ნათ სა­ბარ­გულ­ზე. კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი არ ჰქო­ნი­ათ. ამ­ხე­ლა ავ­ტო­მა­ტი თუ ვერ და­ვი­ნა­ხე, დავ­რბმა­ვე­ბულ­ვარ მა­შინ. გა­მო­ვი­ძა­ხეთ დახ­მა­რე­ბა. მო­ვიდ­ნენ ლობ­ჟა­ნი­ძე და ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი. მათი მოს­ვლის შემ­დეგ ცოტა ხან­ში გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, რად­გან არ იყო წი­ნა­პი­რო­ბა გას­რო­ლა მომ­ხდა­რი­ყო, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვე­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ და რა­საც ვე­უბ­ნე­ბო­დით, იმას აკე­თებ­დნენ. ვკი­თხე ბა­შა­ლე­იშ­ვილს, რა­ტომ გა­ის­რო­ლე-თქო. ია­რა­ღი გა­მი­ვარ­დაო - ბა­შა­ლე­იშ­ვილ­მა მი­თხრა.

როცა და­ე­ცა დაჭ­რი­ლი რო­ბა­ქი­ძე, მას­თან ავ­ტო­მა­ტი არ და­მი­ნა­ხავს. არ მახ­სოვს, რომ ვინ­მეს, ვინც იმ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იყო, ია­რა­ღი ჰქო­ნო­და. არა­ვის ჰქო­ნია ია­რა­ღი. ჩა­ვი­ხე­დე სა­ლონ­შიც. გა­ნა­თე­ბუ­ლი იყო ის ად­გი­ლი, სა­დაც გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა და ხილ­ვა­დო­ბა ნორ­მა­ლუ­რი იყო. ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მოს­ვლის შემ­დეგ ვნა­ხე, რომ რო­ბა­ქი­ძის გვერ­დით ჩნდე­ბა ავ­ტო­მა­ტი. ვინ დადო ვერ გე­ტყვით, არ და­მი­ნა­ხავს. ასე­ვე, მერე ვი­ღა­ცამ და­იყ­ვი­რა, რომ მან­ქა­ნა­ში ია­რა­ღი იყო. რომ მი­ვე­დი მან­ქა­ნას­თან, და­ვი­ნა­ხე რომ წინ, მძღო­ლის გვერ­დით სა­ვარ­ძელ­თან იდო ია­რა­ღი და ვუ­თხა­რი კა­მე­რას, რომ გა­და­ე­ღო", - გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ და­ა­წე­რი­ნეს პა­ტა­კი, სა­დაც არა­რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა აღ­წე­რა. მოწ­მემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვე­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­თხოვ­ნით კი­დევ შეც­ვა­ლა.

"და­მა­წე­რი­ნეს კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში პა­ტა­კი, რომ იყო ორ­მხრი­ვი სრო­ლა, რის შემ­დე­გაც გარ­და­იც­ვა­ლა ამი­რან რო­ბა­ქი­ძე. ამას ვწერ­დი ჩემ­თვის უც­ნო­ბი პი­რის კარ­ნა­ხით. მერე შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნეს ჩვე­ნე­ბის მხო­ლოდ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ორ­მხრივ სრო­ლას ეხე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა მოწ­მემ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და რო­ბა­ქი­ძის დე­დას, ია მეტ­რე­ველს შო­რის მცი­რე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მეტ­რე­ვე­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ბრალ­დე­ბულ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას კი­თხვას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც მოწ­მე გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას­გან და­ინ­ტე­რეს­და, მის­ცა თუ არა ცრუ ჩვე­ნე­ბა 2006 წელს სა­სა­მარ­თლო­ში. აღ­ნიშ­ნულ კი­თხვას მეტ­რე­ვე­ლის მიერ დარ­ბა­ზი­დან რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა, რომ "მა­შინ რე­ჟი­მი იყო და მო­უ­წია ამის გა­კე­თე­ბა".

მეტ­რე­ვე­ლის სა­პა­სუ­ხოდ ბრალ­დე­ბულ­მა გუ­რამ დო­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა უა­რე­სი რე­ჟი­მია, რა­საც სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა მოჰ­ყვა.

"ახლა რომ რე­ჟი­მი იყოს, ცი­ხე­ში იჯ­დე­ბო­დი დიდი ხნის წინ", - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა. ბრალ­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ არ მი­მარ­თა მოწ­მემ ვინ­მეს 2007-2012 წლამ­დე, ვი­ნა­ი­დან ცრუ ჩვე­ნე­ბით და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რა­ზეც მოწ­მემ აღ­ნიშ­ნა, რომ 2012 წლის შემ­დეგ აპი­რებ­და ოჯახ­თან მის­ვლას.

"2012 ის მერე ვა­პი­რებ­დი მი­მარ­თვას ოჯახ­თან. მინ­დო­და მარ­თა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი", - აღ­ნიშ­ნა ჭან­ტუ­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ

ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ

როცა დაეცა დაჭრილი ამირან რობაქიძე, მასთან ავტომატი არ დამინახავს. არ მახსოვს, რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ჭანტურიამ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.

ჭანტურია მეწყვილე დავით აბუაშვილთან ერთად პირველი იყო, ვინც ის ავტომანქანა გააჩერა, რომელშიც რობაქიძე იჯდა. როგორც მოწმემ დაკითხვისას განაცხადა, მანქანა დაკავებაზე საღამოს მან და აბუაშვილმა გადასცეს, ვინაიდან ის ერთ-ერთი მოქალაქის ცემის ფაქტში ფიგურირებდა. ჭანტურიამ აღნიშნა, რომ დაკავებისას არც ერთი პირისთვის იარაღი არ დაუნახავს.

იხილეთ ვიდეო:"როცა რობაქიძე დავარდა, იქ იარაღი არ დამინახავს" - სკანდალური ჩვენება და დაპირისპირება ბუტა რობაქიძის დედასა და გურამ დონაძეს შორის

"ავტომანქანის გაჩერების შემდეგ ყველა პირი გადმოსული იყო მანქანიდან. ჩვენ ვუთხარით, თუ რატომ გავაჩერეთ, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა, ხმამაღალი საუბარი და შეხლა-შემოხლა დაიწყო. მოვთხოვეთ ყველას, ხელები დაელაგებინათ საბარგულზე. კანონსაწინააღმდეგო იარაღი არ ჰქონიათ. ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, დავრბმავებულვარ მაშინ. გამოვიძახეთ დახმარება. მოვიდნენ ლობჟანიძე და ბაშალეიშვილი. მათი მოსვლის შემდეგ ცოტა ხანში გავიგონე გასროლის ხმა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, რადგან არ იყო წინაპირობა გასროლა მომხდარიყო, რადგან ეს ადამიანები მაქსიმალურად გვემორჩილებოდნენ და რასაც ვეუბნებოდით, იმას აკეთებდნენ. ვკითხე ბაშალეიშვილს, რატომ გაისროლე-თქო. იარაღი გამივარდაო - ბაშალეიშვილმა მითხრა.

როცა დაეცა დაჭრილი რობაქიძე, მასთან ავტომატი არ დამინახავს. არ მახსოვს, რომ ვინმეს, ვინც იმ ავტომანქანაში იყო, იარაღი ჰქონოდა. არავის ჰქონია იარაღი. ჩავიხედე სალონშიც. განათებული იყო ის ადგილი, სადაც გავაჩერეთ მანქანა და ხილვადობა ნორმალური იყო. ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოსვლის შემდეგ ვნახე, რომ რობაქიძის გვერდით ჩნდება ავტომატი. ვინ დადო ვერ გეტყვით, არ დამინახავს. ასევე, მერე ვიღაცამ დაიყვირა, რომ მანქანაში იარაღი იყო. რომ მივედი მანქანასთან, დავინახე რომ წინ, მძღოლის გვერდით სავარძელთან იდო იარაღი და ვუთხარი კამერას, რომ გადაეღო", - განაცხადა მოწმემ.

მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში გადასვლის შემდეგ დააწერინეს პატაკი, სადაც არარეალური ვითარება აღწერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მოგვიანებით ჩვენების გარკვეული ნაწილი ხელმძღვანელობის მოთხოვნით კიდევ შეცვალა.

"დამაწერინეს კრიმინალურ პოლიციაში პატაკი, რომ იყო ორმხრივი სროლა, რის შემდეგაც გარდაიცვალა ამირან რობაქიძე. ამას ვწერდი ჩემთვის უცნობი პირის კარნახით. მერე შეგვაცვლევინეს ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ორმხრივ სროლას ეხებოდა", - აღნიშნა მოწმემ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულებსა და რობაქიძის დედას, ია მეტრეველს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა, რომელიც მოწმე გიორგი ჭანტურიასგან დაინტერესდა, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება 2006 წელს სასამართლოში. აღნიშნულ კითხვას მეტრეველის მიერ დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა, რომ "მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება".

მეტრეველის საპასუხოდ ბრალდებულმა გურამ დონაძემ განაცხადა, რომ ახლა უარესი რეჟიმია, რასაც სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა.

"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ", - განაცხადა ია მეტრეველმა. ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ასევე დაინტერესდა, რატომ არ მიმართა მოწმემ ვინმეს 2007-2012 წლამდე, ვინაიდან ცრუ ჩვენებით დანაშაული ჩაიდინა, რაზეც მოწმემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ აპირებდა ოჯახთან მისვლას.

"2012 ის მერე ვაპირებდი მიმართვას ოჯახთან. მინდოდა მართალი ვყოფილიყავი", - აღნიშნა ჭანტურიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ