პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ
6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნე­თი უკვე და­ი­თოვ­ლა. ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე სე­ზო­ნი თან­და­თან იხ­სნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად არის - ტუ­რის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს ელის გუ­და­უ­რი, გო­დერ­ძი, ბა­კუ­რი­ა­ნი, სვა­ნეთ­ში კი მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლი­სა და თეთ­ნულ­დის კუ­რორ­ტე­ბი.

თუმ­ცა, ზამ­თრის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ჯა­დოს­ნუ­რი ხდე­ბა და მათი ნახ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გთა­ვა­ზობთ 6 ად­გილს, რო­მე­ლიც ზამ­თრის სე­ზონ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ:

სო­ფე­ლი ჯუთა

ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი, ზა­ფხულ­ში დამ­სვე­ნებ­ლებს არ უჩი­ვის. ჯუთა ხე­ვის კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2200 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. შე­უ­და­რე­ბე­ლი სო­ფე­ლი ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია რო­გორც ზა­ფხულ­ში, ასე­ვე ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, და­თოვ­ლი­ლი ქე­დე­ბი, რო­მე­ლიც ზღაპ­რულ სამ­ყა­როს ქმნის, სამ­წუ­ხა­როდ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია. 2014 წლის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში 26 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი

მო­ნას­ტე­რი მდე­ბა­რე­ობს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მარ­ტყო­ფის მახ­ლობ­ლად, თბი­ლი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, 25-27 კი­ლო­მეტრზე. მოქ­ცე­უ­ლია ტყით და­ფა­რულ იალ­ნოს ქედ­ზე. ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი და­არ­სე­ბუ­ლია 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თის - მამა ან­ტონ მარ­ტყო­ფე­ლის მიერ VI სა­უ­კუ­ნე­ში.

მარ­ტყო­ფის ღვთა­ე­ბის მო­ნას­ტე­რი მოქ­მე­დებ­და 1934 წლამ­დე, შემ­დეგ ის კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს. XX ს. 50-60-იან წლებ­ში მო­ნას­ტერ­ში უპატ­რო­ნო ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რი გახ­სნეს, შემ­დეგ კი 31-ე ქარ­ხნის და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლად გა­და­აქ­ცი­ეს. მო­ნას­ტერ­ში სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით 1989 ელს აღ­დგა. მო­ნას­ტრის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლია 1918 წლის 26 აგ­ვის­ტოს ღამე, რო­დე­საც აქ თა­ვის სე­ნაკ­ში მოკ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კი­რი­ონ II.

შა­ო­რის წყალ­სა­ცა­ვი, ან შა­ო­რის ტბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ად­გი­ლას რაჭა-ლე­ჩხუ­მის და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შა­ო­რის ტბა მდე­ბა­რე­ობს. ის ხში­რად ექ­ცე­ვა ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით შა­ო­რის ტბის სა­ო­ცარ ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც წლის ყვე­ლა სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

შა­ო­რის წყალ­სა­ცა­ვის სიგ­რძე 7,1 კი­ლო­მეტ­რი, უდი­დე­სი სი­გა­ნე კი 2,7 კი­ლო­მეტ­რია. უდი­დე­სი სიღ­რმე 14,5 მეტ­რი, სა­შუ­ა­ლო სიღ­რმე 9,8 მეტ­რი, ფარ­თო­ბი 9,2 კმ². წყლის მო­ცუ­ლო­ბა 90,6 მლნ მ³. საზ­რდო­ობს შე­ნა­კა­დე­ბი­თა და ნა­ლე­ქე­ბით, რომ­ლე­ბიც მის ზე­და­პირ­ზე მო­დის (წე­ლი­წად­ში 1500 მმ).

ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი

აჭა­რას დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, ზღვის სე­ზონ­ზე სტუმ­რო­ბენ, თუმ­ცა აჭა­რა­ში ზამ­თარ­ში ჩა­სულ ტუ­რის­ტებს სხვა უამ­რა­ვი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლიც ელით. სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ "გო­დერ­ძის" გარ­და, აჭა­რა­ში ზამ­თარ­ში სა­ოც­რად ლა­მა­ზი ად­გი­ლია და­თოვ­ლი­ლი ხულო, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლოთ.

მდე­ბა­რე­ობს მდი­ნა­რე აჭა­რის­წყლის ხე­ო­ბა­ში, ახალ­ცი­ხე-ბა­თუ­მის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 923 მ, ბა­თუ­მი­დან 88 კმ. სა­ხელ­წო­დე­ბა "ხუ­ლოს" ძვე­ლი ფორ­მაა "ხულა", რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო სახ­ლს ნიშ­ნავს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აქ სა­ვაჭ­რო-სა­ქა­რავ­ნო გზა გა­დი­ო­და.

დაბა მეს­ტია

თუ სა­ქარ­თვე­ლოს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რი­სა და ბუ­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის ნახ­ვა გსურთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეს­ტუმ­როთ სვა­ნეთს, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით და­თოვ­ლი­ლი მეს­ტი­ის სა­ნა­ხა­ვად.

მეს­ტია ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის ერთ-ერთი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ძეგლია. აქ კარ­გა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ე­რო, სა­კულ­ტო და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი. სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა­თა­გან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: მა­ცხოვ­რის (მა­ცხვა­რიშ) ქვით ნა­გე­ბი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ეკ­ლე­სია (XIII-XIV სს.), რომ­ლის კედ­ლებ­საც მა­ღა­ლოს­ტა­ტუ­რად მო­ხა­ტუ­ლი ფრეს­კე­ბი ამ­კობს. ღვთის­მშობ­ლის (ლა­მა­რია) ეკ­ლე­სია და სხვა

თუ­შე­თი

თუ­შე­თი მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მისი ფარ­თო­ბია 896 კვ/კმ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად იგი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის და ზღვის დო­ნი­დან 1650-4493 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს; თუ­შეთ­ში იან­ვარ-თე­ბერ­ვლის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 3-8 გრა­დუ­სია, თოვ­ლის სა­ფა­რი კი აქ 5-6 თვემ­დე პე­რი­ოდს ძლებს.

ფოტო: სოსო მამ­ნი­აშ­ვი­ლი; რო­მან თო­ლორ­და­ვა; გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა; გოგა ჩა­ნა­დი­რი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

6 ზღაპრული ადგილი საქართველოში, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა ნახოთ

საქართველოს მაღალმთიანეთი უკვე დაითოვლა. ზამთრის კურორტებზე სეზონი თანდათან იხსნება და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის - ტურისტებსა და ადგილობრივებს ელის გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი, სვანეთში კი მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები.

თუმცა, ზამთრის ტრადიციული დასასვენებელი ადგილების გარდა, საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილია, რომელიც ზამთარში განსაკუთრებით ჯადოსნური ხდება და მათი ნახვა აუცილებელია. გთავაზობთ 6 ადგილს, რომელიც ზამთრის სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

სოფელი ჯუთა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში მდებარე სოფელი, ზაფხულში დამსვენებლებს არ უჩივის. ჯუთა ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. შეუდარებელი სოფელი ულამაზესი სანახავია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის პერიოდში, დათოვლილი ქედები, რომელიც ზღაპრულ სამყაროს ქმნის, სამწუხაროდ მაცხოვრებლებისგან თითქმის დაცლილია. 2014 წლის დემოგრაფიული აღწერის მონაცემებით სოფელში 26 ადამიანი ცხოვრობს.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მონასტერი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისის აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.

მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე, შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს. XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 ელს აღდგა. მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებით ტრაგიკულია 1918 წლის 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.

შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის ტბა მდებარეობს. ის ხშირად ექცევა ტურისტების ყურადღების ცენტრში, სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით შაორის ტბის საოცარ ფოტოებს, რომელიც წლის ყველა სეზონზე განსაკუთრებულად ლამაზი ბუნებით გამოირჩევა.

შაორის წყალსაცავის სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე კი 2,7 კილომეტრია. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის (წელიწადში 1500 მმ).

ხულოს მუნიციპალიტეტი

აჭარას დამსვენებლები ძირითადად ზაფხულის პერიოდში, ზღვის სეზონზე სტუმრობენ, თუმცა აჭარაში ზამთარში ჩასულ ტურისტებს სხვა უამრავი ულამაზესი ადგილიც ელით. სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძის" გარდა, აჭარაში ზამთარში საოცრად ლამაზი ადგილია დათოვლილი ხულო, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ. სახელწოდება "ხულოს" ძველი ფორმაა "ხულა", რომელიც სავაჭრო სახლს ნიშნავს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში აქ სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა.

დაბა მესტია

თუ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ბუნების განსხვავებული მშვენიერების ნახვა გსურთ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ სვანეთს, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით დათოვლილი მესტიის სანახავად.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს. ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია და სხვა

თუშეთი

თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მისი ფართობია 896 კვ/კმ. ადმინისტრაციულად იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, თოვლის საფარი კი აქ 5-6 თვემდე პერიოდს ძლებს.

ფოტო: სოსო მამნიაშვილი; რომან თოლორდავა; გიორგი ნიკოლავა; გოგა ჩანადირი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს