მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხალ­ხი უმალ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ეხო კავ­კა­ზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩუ­მად მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც გა­უჩ­ნდე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი. ხალ­ხი მე უმალ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებ­და და მე პო­რო­შენ­კოს­თვის ათ­ჯერ უფრო დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი რისკ-ფაქ­ტო­რი გავ­ხდე­ბო­დი. მე არ მაქვს ია­რა­ღი, არ მყავს "ბო­ე­ვი­კე­ბი", ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმას არ ვა­პი­რებ. პო­რო­შენ­კოს­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, რომ ის ვერ გა­უმკლავ­და ერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ აქვს ია­რა­ღი, თა­ნამ­დე­ბო­ბა ან ფული. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული სა­ერ­თოდ აღარ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­ზე ად­ვო­კა­ტე­ბი აი­ცი­ლა.

ამის სა­ფუძ­ვე­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გახ­და.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე დაც­ვის მხა­რეს დღეს დას­კვნი­თი სი­ტყვა უნდა ეთ­ქვა, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია გა­აჟ­ღე­რეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა და­ვით კა­კო­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე იკ­ვე­თე­ბა ქარ­თუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რათა მოხ­დეს მისი ექ­სტრა­დი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტის თქმით, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­შიც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ცაა ჩარ­თუ­ლი.

ამის გამო სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს ამ­ბობს, შე­თან­ხმე­ბით აყ­ვა­ნი­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და მისი დაც­ვა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ მის­მა ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ტო­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს "ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა.

ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას.

ამასთან, როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე იკვეთება ქართული და უკრაინული სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა, რათა მოხდეს მისი ექსტრადირება საქართველოში.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაშიც სასამართლო სისტემაცაა ჩართული.

ამის გამო სააკაშვილი უარს ამბობს, შეთანხმებით აყვანილი ადვოკატების მომსახურებაზე და მისი დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე მოხდება.

სააკაშვილის პოზიციის გაჟღერების შემდეგ მისმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესი დატოვეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."