სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა
ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა

ექი­მებ­მა ვე­ნე­ლო­უპ ჰოუპ ვილ­კინ­სის მკერ­დზე უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­ნა­ზარ­დი ჯერ კი­დევ ორ­სუ­ლო­ბის დროს ნა­ხეს. ნა­ყო­ფი მხო­ლოდ 9 კვი­რის იყო. ექი­მე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ადევ­ნებ­დნენ თვალ­ყურს გა­მო­ნა­ზარ­დის მუდ­მივ ზრდას, სა­ბო­ლო­ოდ კი მიხ­ვდნენ, რომ ეს გო­გო­ნას გული იყო.

ვე­ნე­ლო­უ­პის მკერ­დის ძვა­ლი ნორ­მა­ლუ­რად არ გან­ვი­თარ­და და გული და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ნა­წი­ლი სხე­უ­ლის გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა. შემ­თხვე­ვა იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თი იყო, ექი­მე­ბი "გუ­გლის" სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ.

"მსგავ­სი შემ­თხვე­ვა 20 წლის წინ ვნა­ხე, თუმ­ცა მა­შინ ორ­სუ­ლო­ბა ნა­ად­რე­ვად დას­რულ­და, ნა­ყო­ფის გა­დარ­ჩე­ნა არ მო­ხერ­ხდა. ამ­ჯე­რად, რო­გორც კი კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გული სხე­უ­ლის გა­რეთ იზ­რდე­ბო­და, "გუ­გლით" ვცა­დე მო­მე­ძებ­ნა ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და. ლი­ტე­რა­ტუ­რა საკ­მა­ოდ მწი­რი აღ­მოჩ­ნდა," - ამ­ბობს ბავ­შვე­ბის კარ­დი­ო­ლო­გი ფრან­სის ბა­ლო­კი.

თავ­და­პირ­ვე­ლად, დე­დას, ნა­ო­მი ფა­ინდლის შეს­თა­ვა­ზეს, შე­ე­წყვი­ტა ორ­სუ­ლო­ბა, რად­გან ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო, თუმ­ცა 31 წლის ქალ­მა აბორტზე სას­ტი­კი უარი თქვა.

"რო­დე­საც ვხე­დავ­დით, რო­გორ ამოძ­რა­ვებ­და ბავ­შვი ხე­ლებს, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, აბორტზე გვე­ფიქ­რა," - ამ­ბობს ვე­ნე­ლო­უ­პის მამა, დინი.

გო­გო­ნა და­გეგ­მილ­ზე 5 კვი­რით ადრე, სა­კე­ის­რო კვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­ბა­და. ის 2 კგ-ს იწო­ნი­და.

ნა­ო­მის მშო­ბი­ა­რო­ბას 50 ექი­მი ეს­წრე­ბო­და. დინი ამ­ბობს, რომ ახალ­შო­ბი­ლი 20 წუ­თის მან­ძილ­ზე გა­უ­ჩე­რებ­ლად ტი­რო­და, რა­მაც მშობ­ლებს ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი მის­ცა.

და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წამ­ში ვე­ნე­ლო­უ­პი სტე­რი­ლურ სახ­ვე­ვებ­ში შე­ფუ­თეს, ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან რომ და­ეც­ვათ. 50 წუ­თის შემ­დეგ კი მკერ­დში გუ­ლის ჩა­სას­მე­ლად ოპე­რა­ცია და­ი­წყო.

ამის შემ­დეგ გო­გო­ნას კი­დევ ორი ოპე­რა­ცია გუ­კე­თეს. ჩვი­ლი ჯერ ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზეა, თუმ­ცა ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ვე­ნე­ლო­უპს ნორ­მა­ლუ­რი, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბა.

წყა­რო mirror.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა

ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბავშვი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა

ექიმებმა ვენელოუპ ჰოუპ ვილკინსის მკერდზე უჩვეულო გამონაზარდი ჯერ კიდევ ორსულობის დროს ნახეს. ნაყოფი მხოლოდ 9 კვირის იყო. ექიმები გაოგნებული ადევნებდნენ თვალყურს გამონაზარდის მუდმივ ზრდას, საბოლოოდ კი მიხვდნენ, რომ ეს გოგონას გული იყო.

ვენელოუპის მკერდის ძვალი ნორმალურად არ განვითარდა და გული და სხვა ორგანოების ნაწილი სხეულის გარეთ აღმოჩნდა. შემთხვევა იმდენად იშვიათი იყო, ექიმები „გუგლის“ საშუალებით ცდილობდნენ, ინფორმაცია მოეპოვებინათ.

„მსგავსი შემთხვევა 20 წლის წინ ვნახე, თუმცა მაშინ ორსულობა ნაადრევად დასრულდა, ნაყოფის გადარჩენა არ მოხერხდა. ამჯერად, როგორც კი კვლევებმა აჩვენა, რომ გული სხეულის გარეთ იზრდებოდა, „გუგლით“ ვცადე მომეძებნა ლიტერატურა, რომელიც ბავშვის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა. ლიტერატურა საკმაოდ მწირი აღმოჩნდა,“ - ამბობს ბავშვების კარდიოლოგი ფრანსის ბალოკი.

თავდაპირველად, დედას, ნაომი ფაინდლის შესთავაზეს, შეეწყვიტა ორსულობა, რადგან ბავშვის გადარჩენის შანსი არ იყო, თუმცა 31 წლის ქალმა აბორტზე სასტიკი უარი თქვა.

„როდესაც ვხედავდით, როგორ ამოძრავებდა ბავშვი ხელებს, შეუძლებელი იყო, აბორტზე გვეფიქრა,“ - ამბობს ვენელოუპის მამა, დინი.

გოგონა დაგეგმილზე 5 კვირით ადრე, საკეისრო კვეთის საშუალებით დაიბადა. ის 2 კგ-ს იწონიდა.

ნაომის მშობიარობას 50 ექიმი ესწრებოდა. დინი ამბობს, რომ ახალშობილი 20 წუთის მანძილზე გაუჩერებლად ტიროდა, რამაც მშობლებს ბავშვის გადარჩენის იმედი მისცა.

დაბადებიდან რამდენიმე წამში ვენელოუპი სტერილურ სახვევებში შეფუთეს, ინფექციებისგან რომ დაეცვათ. 50 წუთის შემდეგ კი მკერდში გულის ჩასასმელად ოპერაცია დაიწყო.

ამის შემდეგ გოგონას კიდევ ორი ოპერაცია გუკეთეს. ჩვილი ჯერ ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ ვენელოუპს ნორმალური, ჯანმრთელი ცხოვრება ექნება.

წყარო mirror.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს