პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე
გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე

თუ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო გა­მო­ვა და ტენ­დერებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ პა­სუ­ხებს გამ­ცემს, მზად ვარ, ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დო და მუხ­ლებ­ზეც დავ­დგე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ (უც­ნობ­მა) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მან ტენ­დერებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ, გუ­შინ კი კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა.

"მე მივ­მარ­თე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­საც. თუ ნო­დარ ხა­დუ­რის უწყე­ბა გა­მო­ვა და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად ამიხ­სნის ტენ­დერე­ბის სა­კითხს, მზად ვარ, ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დო და მუხ­ლებ­ზეც დავ­დგე. არ ვიცი, ვინ აყე­ნებს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს საქ­მის კურ­სში, მაგ­რამ მე სა­სა­მარ­თლოს­თვის უკვე მი­მარ­თუ­ლი მაქვს. მან ესეც კი არ იცის. საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი მოს­მე­ნა უკვე იყო და მე­ო­რეს ვე­ლო­დე­ბი. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია მისი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია და სა­უბ­რის უფ­ლე­ბა აქვს".

"მე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ და სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ მაქვს?!", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გუ­შინ ტენ­დერებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტენ­დე­რი კომ­პა­ნია "სიტ­რო­ინ ჯორ­ჯი­ამ" უსა­ფუძ­ვლო მი­ზე­ზე­ბის გამო წა­ა­გო.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტენ­დერებ­ში სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც კარ­ტელს წარ­მო­ად­გენს და ამ კომ­პა­ნი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"სიტ­რო­ინ ჯორ­ჯია" ახა­ლი კომ­პა­ნი­აა. "სიტ­რო­ი­ნი"ფრან­გე­ბის მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბაც ფლობს გარ­კვე­ულ წილს ისე­ვე რო­გორც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა. ყვე­ლა­ზე კარ­გი და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფასი და­ა­ფიქ­სი­რა და ისე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში. ეს ტენ­დე­რი მო­ი­გო", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, "სიტ­რო­ი­ნის" მო­გე­ბის შემ­დეგ, ეს ტენ­დე­რი გა­უქ­მდა.

"მინ­და, რომ გა­სა­ჩივ­რდეს ახლა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნო­დარ ხა­დუ­რი და გა­მო­ი­ტა­ნოს ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნა", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

დღეს კი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლის­კენ მო­უ­წო­და. პრე­მი­ე­რის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ბრალ­დე­ბე­ბი და­დას­ტურ­დე­ბა ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის­გან ბო­დი­შის მოხ­და მო­ი­თხო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე

გია გაჩეჩილაძე - თუ კონკურენციის სააგენტო ტენდერებზე არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე

თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, მან ტენდერებთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული პერიოდის წინ, გუშინ კი კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

"მე მივმართე კონკურენციის სააგენტოსაც. თუ ნოდარ ხადურის უწყება გამოვა და არგუმენტირებულად ამიხსნის ტენდერების საკითხს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე. არ ვიცი, ვინ აყენებს გიორგი კვირიკაშვილს საქმის კურსში, მაგრამ მე სასამართლოსთვის უკვე მიმართული მაქვს. მან ესეც კი არ იცის. საქმეზე პირველი მოსმენა უკვე იყო და მეორეს ველოდები. ეს არის ჩემი პოზიცია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის შეურაცხყოფილია მისი მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, გია გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ "ის დაზარალებულია და საუბრის უფლება აქვს".

"მე დაზარალებული ვარ და საუბრის უფლება არ მაქვს?!", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დღეს კი გაჩეჩილაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და სასამართლოში ჩივილისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება ის თანამდებობიდან გადადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვირიკაშვილმა გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."