საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!

საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!

ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. ყველა კომპანია თუ მაღაზია ცდილობს საახალწლოდ განსაკუთრებული აქცია და ფასდაკლება შესთავაზოს მომხმარებელს, რაც ერთის მხრივ, ლოიალური კლიენტებისთვის მადლობის ნიშანია, მეორე მხრივ კი - ახალი მომხმარებლების მოზიდვის საუკეთესო შესაძლებლობა.

საახალწლო ფასდაკლება უკვე ტრადიციად არის ქცეული. თუმცა უჩვეულოა ფასდაკლება უძრავ ქონებაზე. "მაქრო ქონსთრაქშენი" ამ სტერეოტიპებს არღვევს და კლიენტებს საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასზე" უპრეცედენტო 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. კომპანია უკვე მეორე წელია, უძრავ ქონებაზე ასეთ დიდ ფასდაკლებას სთავაზობს კლიენტებს. გასულ ახალ წელს ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ შეთავაზებით და საკუთარ თავს და ახლობლებს საჩუქარი გაუკეთა. "მაქრო ქოსნთრაქშენი" განაგრძობს კლიენტების გაკვირვებას და წელსაც აძლევს მათ შანსს, დაიწყონ ახალი ცხოვრება ქალაქის საუკეთესო საცხოვრებელ კომპლექსში.

20% ფასდაკლება მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი საფასურს ერთჯერადად და მთლიანად იხდის. თუმა თუ მომხმარებელს თანხის სრულად დაფარვის შესაძლებელობა არ აქვს, კომპანია ფასდაკლების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.

კლიენტებმა უნდა იჩქარონ, რადგან შეთავაზება 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდეა ძალაში.

ამჟამინდელი ფასდაკლება ისევე, როგორც "მწვანე ალმასში" ბინების ღირებულება მართლაც ხელსაყრელია არაერთი მიზეზის გამო. ზოგადად, უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. ამიტომ უმჯობესია, თუ მომხმარებლები არსებული ფასდაკლებით ისარგებელებენ და მისაღებ ფასად შეიძენენ ბინებს. მაგალითად, "მწვანე ალმასის" პირველი ეტაპის ბინების გაყიდვა 1971 ლარიდან დაიწყო. გაყიდვები კი 3154 ლარად დასრულდა. 31 დეკემბრამდე კი მომხმარებლებს მშენებლობის პირველი ეტაპის საწყის ფასად შეეძლებათ უძრავი ქონების შეყიდვა. ეს შეთავაზება კი ნამდვილად არაა ხელიდან გასაშვები.

კომპლექსის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მდებარეობაა. ,,მწვანე ალმასის" მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში - დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად მიმდინარეობს. ტერიტორიის ფასი დღითიდღე იზრდება, რადგან ქალაქში იშვითია ისეთი ადგილი, სადაც სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ ჯანმრთელად, მოდუნდნენ, ჰქონდეთ მშვიდი ატმოსფერო და ისუნთქონ სუფთა ჰაერი.

"მწვანე ალმასში" ბინის შეძენა ხელსაყრელია როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო მიზნით. დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ უძრავი ქონება ინვესტირების საუკეთესო საშუალებაა. ამაზე მიუთითებს "მაქრო ქონსთრაქშენის" საცხოვრებელო კომპლექსის მზარდი ფასებიც. ხელსაყრელი პირობებით შეძენილი ქონება, შეიძლება მუდმივი შემოსვალის წყაროდ აქციოთ ან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაორმაგებულ ფასადაც კი გაყიდოთ.

მათთვის კი, ვინც უძრავ ქონებას საცხოვრებლად არჩევს," მწვანე ალმასი" მართლაც განსაკუთრებული პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ეტაპის ყველა ბინა მშენებლობის დასრულებამდე 9 თვით ადრე გაიყიდა. ამჟამად ბინები იყიდება მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც 244 საცხოვრებელ და 26 კომერციულ სივრცეს მოიცავს. მეორე ეტაპზე 31მ2-დან -250 მ2-მდე მოცულობის ფართების შეძენაა შესაძლებელი. მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდება.

აღნიშნული საცხოვრებელი და კომერციული სივრცეები 2 მაღალსართულიან ბლოკში განთავსდება. აქ იქნება ყველაფერი, რაც მობინადრეების ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, მათ შორის, მაღაზიები, ბაზრები, კაფე, რესტორანი, აფთიაქი, ბანკი, სილამაზის სალონი და სხვა დაწესებულებები. მობინადრეები გამწვანებული გარემოთი, საცურაო აუზით, სათამაშო და სპორტული მოედნებით ისიამოვნებენ.

კომპლექსში, რომლის მშენებლობასაც "მაქრო ქონსთრაქშენი" ახორციელებს, ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს ბინას დასრულებული რემონტით, რომელიც მოიცავს სამზარეულო ავეჯსაც ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. ბინაში დამონტაჟდება ინდივიდუალური გათბობის ქვაბი. სველი წერტილი იქნება გარნიტურით: ხელსაბანი ნიჟარა კარადით, აბაზანა ან საშხაპე. სააბაზანოს, შესასვლელისა და სამზარეულოს იატაკი დაიფარება კერამიკული ფილებით, ოთახებში კი დაიგება ლამინირებული იატაკი.

საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სამ ეტაპს მოიცავს, 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული. საერთო ფართიდან გამწვანებულ ტერიტორიას 23.143 კვ.მ. უკავია. საერთო ჯამში კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1772 ბინით.

ბინის შეძენის მსურველები უნდა მობრძანდნენ მწვანე ალმასის ახალ გაყიდვების ოფისში, რომელიც დიღომში მდებარეობს, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ 032 200 10 10 ან ესტუმრეთ ვებგვერდს www.greendiamond.ge

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი