პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და თუ და­დას­ტურ­დე­ბა მთავ­რო­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მზად ვარ დავ­ტო­ვო თა­ნამ­დე­ბო­ბა, ხოლო თუ და­დას­ტურ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყო კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, გა­მობ­რძან­დეს და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს ყვე­ლას, მათ შო­რის მეც და ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­საც, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) ბრალ­დე­ბებს.

მი­სი­ვე თქმით, ტენ­დე­რის ჩა­ტა­რე­ბი­სას, რო­მელ­ზეც გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­უბ­რობს, კა­ნო­ნი ზედ­მი­წევ­ნით იყო და­ცუ­ლი.

"დაწ­ვრი­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნი მის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იყო იმის ნახ­ვა, რაც ვნა­ხე და მო­ვის­მი­ნე. მან აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა იმ ადა­მი­ა­ნებს და გუნ­დის წევ­რებს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც მე ვარ. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძო­დით, მათ შო­რის გიაც, მეც და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა დაგ­ვეც­ვა და სამ­წუ­ხა­როდ, მის­გან ასეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბელ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი და არ შე­ვე­გუ­ე­ბი. არ შე­მიძ­ლია მო­ვის­მი­ნო ქე­ბაც ამ ადა­მი­ა­ნის­გან და ეს ქება ჩემ­თვის კი­დევ უფრო შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყო, რო­დე­საც ის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლად იხ­სე­ნი­ებს ჩემი გუნ­დის წევ­რებს", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მისი თქმით, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი არის ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და "მას არას­დროს შე­უ­რე­ვია თა­ვი­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა".

"ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ა­კე­თა. და­ას­რუ­ლა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებ­ში. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა წა­მო­ი­წყო ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის. ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც ჩემი გუნ­დის წევ­რს ლან­ძღა­ვენ და მე მა­ქე­ბენ. არ მჭირ­დე­ბა ასე­თი ქება, თა­ვი­სი სი­ტყვე­ბი წა­ი­ღოს უკან", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მან პი­რა­დად გას­ცა და­ვა­ლე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ ტენ­დერ­ში ყვე­ლას­თვის თა­ნა­ბა­რი სა­კონ­კუ­რენ­ციო პი­რო­ბე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

"მე დაწ­ვრი­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნი იმ სა­კითხს, რო­დე­საც მან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტენ­დერ­ზე ისა­უბ­რა. რო­დე­საც და­მი­კავ­შირ­და, მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ არ და­ჩაგ­რუ­ლი­ყო ბიზ­ნეს­მე­ნი და ყო­ფი­ლი­ყო თა­ნა­ბა­რი სა­კონ­კუ­რენ­ციო პი­რო­ბე­ბი ყვე­ლას­თვის. გა­ვე­ცა­ნი ამ საქ­მეს და ჯერ ერთი, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი და ბიზ­ნესჯ­გუ­ფი, რო­მელ­შიც მას წილი გა­აჩ­ნდა თუ გა­აჩ­ნია, არა­ფერ შუ­ა­ში იყო ამ ტენ­დერ­თან. სრუ­ლი­ად სხვა კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. კა­ნო­ნი იყო ზედ­მი­წევ­ნით და­ცუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გუ­შინ ტენ­დერებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ვე­ზებ­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტენ­დე­რი კომ­პა­ნია "სიტ­რო­ინ ჯორ­ჯი­ამ" უსა­ფუძ­ვლო მი­ზე­ზე­ბის გამო წა­ა­გო.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტენ­დერებ­ში სულ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს, რო­მე­ლიც კარ­ტელს წარ­მო­ად­გენს და ამ კომ­პა­ნი­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

"სიტ­რო­ინ ჯორ­ჯია" ახა­ლი კომ­პა­ნი­აა. "სიტ­რო­ი­ნი"ფრან­გე­ბის მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა, საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბაც ფლობს გარ­კვე­ულ წილს ისე­ვე რო­გორც კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა. ყვე­ლა­ზე კარ­გი და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფასი და­ა­ფიქ­სი­რა და ისე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში. ეს ტენ­დე­რი მო­ი­გო", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, "სიტ­რო­ი­ნის" მო­გე­ბის შემ­დეგ, ეს ტენ­დე­რი გა­უქ­მდა.

"მინ­და, რომ გა­სა­ჩივ­რდეს ახლა კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნო­დარ ხა­დუ­რი და გა­მო­ი­ტა­ნოს ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნა", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს

პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს

გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.

მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.

"დაწვრილებით გავეცანი მის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია მოვისმინო ქებაც ამ ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და "მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა".

"ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში. ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო.

"მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო.

მისივე თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა.

"მინდა, რომ გასაჩივრდეს ახლა კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

"სხვა ტესტები შემოვა ქვეყანაში... თუმცა PCR ტესტების, ოქროს ტესტების მარაგი გვაქვს" - კახა კალაძე

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებები მკაცრდება - გუბერნატორი