პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო
თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

4 დე­კემ­ბრი­დან 10 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რე­ბი მეთ­ვრა­მე­ტე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალს მას­პინ­ძლო­ბენ.

ფეს­ტი­ვა­ლი 4 დე­კემ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე უნ­გრე­ლი რე­ჟი­სო­რის ილ­დი­კო ენი­ე­დის ფილ­მით "სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის შე­სა­ხებ" გა­იხ­სნა. ფილ­მი 2017 წლის ბერ­ლი­ნა­ლეს ოქ­როს დათ­ვის მფლო­ბე­ლია.

სწო­რედ უნ­გრე­თი გახ­ლავთ წლე­ვან­დე­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის "ქვე­ყა­ნა ფო­კუს­ში". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეს­ტი­ვალ­ზე, ბოლო წლებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი 14 სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი უნ­გრუ­ლი ფილ­მი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფეს­ტი­ვალს რა­მო­დე­ნი­მე სტუ­მა­რიც ეწ­ვე­ვა უნ­გრე­თი­დან, მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ჟი­სო­რე­ბი და პრო­დუ­სე­რე­ბი.

კი­დევ ერთი სექ­ცი­ის "რე­ჟი­სო­რი ფო­კუს­ში" პროგ­რა­მა­ში წელს ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რის დენი კო­ტეს ფილ­მე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ტეს ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის დღეს სა­პა­ტიო "ოქ­როს პრო­მე­თე" გა­და­ე­ცა.

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალს ყო­ველ­წლი­უ­რი ტრა­დი­ცია აქვს: მისი თი­თო­ე­უ­ლი გა­მოშ­ვე­ბა ახალ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა და ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი ლე­იტ­მო­ტი­ვი ხდე­ბა. წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის თემა "ხე­ლოვ­ნე­ბა" იქ­ნე­ბა. სექ­ცი­ა­ში "ხე­ლოვ­ნე­ბა" მა­ყუ­რე­ბელს კი­ნოს 8 გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რის ნახ­ვა შე­ეძ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფეს­ტი­ვალს, მთლი­ა­ნად მის ფარ­გლებ­ში 135 ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ფილ­მი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის დო­კუ­მენ­ტუ­რი და ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბიც. ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა სხვა­დას­ხვა ვორკშო­პე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ძი­რი­თა­დი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ახა­ლი თა­ო­ბის ევ­რო­პე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია. სა­კონ­კურ­სო ფილ­მებს 5 წევ­რის­გან შემ­დგა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი შე­ა­ფა­სებს და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ პრი­ზებს გა­დას­ცემს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ვან­დე­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი უბერ­ტო პა­ზო­ლი­ნი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ფეს­ტი­ვა­ლის მი­წუ­რულს, 9 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა, მა­ნამ­დე კი კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლებს რუს­თა­ვე­ლის და ამი­რა­ნის კი­ნო­დარ­ბა­ზე­ბი სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით გი­მას­პინ­ძლებთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც რომ სე­ან­სებ­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის ფასი 5 ლა­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

თბილისში მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო

4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოთეატრები მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობენ.

ფესტივალი 4 დეკემბერს 19:00 საათზე უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით "სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნა. ფილმი 2017 წლის ბერლინალეს ოქროს დათვის მფლობელია.

სწორედ უნგრეთი გახლავთ წლევანდელი კინოფესტივალის "ქვეყანა ფოკუსში". აქედან გამომდინარე, ფესტივალზე, ბოლო წლებში გადაღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს რამოდენიმე სტუმარიც ეწვევა უნგრეთიდან, მათ შორის იქნებიან თანამედროვე რეჟისორები და პროდუსერები.

კიდევ ერთი სექციის "რეჟისორი ფოკუსში" პროგრამაში წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კანადელი რეჟისორის დენი კოტეს ფილმები. აღსანიშნავია, რომ კოტეს ფესტივალის გახსნის დღეს საპატიო "ოქროს პრომეთე" გადაეცა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ყოველწლიური ტრადიცია აქვს: მისი თითოეული გამოშვება ახალ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას ეხმიანება და ფესტივალის მთავარი ლეიტმოტივი ხდება. წლევანდელი ფესტივალის თემა "ხელოვნება" იქნება. სექციაში "ხელოვნება" მაყურებელს კინოს 8 გამორჩეული ნამუშევრის ნახვა შეეძლება.

რაც შეეხება ფესტივალს, მთლიანად მის ფარგლებში 135 ქართული და უცხოური ფილმი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებიც. ასევე გაიმართება სხვადასხვა ვორკშოპები და შეხვედრები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსია. საკონკურსო ფილმებს 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის იტალიელი რეჟისორი და პროდიუსერი უბერტო პაზოლინი უხელმძღვანელებს. დაჯილდოების ცერემონიალი, ფესტივალის მიწურულს, 9 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი კინომოყვარულებს რუსთაველის და ამირანის კინოდარბაზები საუკეთესო ევროპული ფილმების ჩვენებებით გიმასპინძლებთ.

აღსანიშნავია ისიც რომ სეანსებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება