პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში სამი სამარშრუტო ხაზი ემატება - კალაძე ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას აანონსებს
თბილისში სამი სამარშრუტო ხაზი ემატება - კალაძე ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას აანონსებს

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მგზავ­რთა კომ­ფორ­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მიზ­ნით, დე­და­ქა­ლაქს სამი სა­მარ­შრუ­ტო ხაზი ემა­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია გვქონ­და, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი გვხვდე­ბო­და. ეს იყოს ის, რომ კონ­კრე­ტულ უბ­ნებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი სა­ერ­თოდ არ მოძ­რა­ობ­და ან თუ მოძ­რა­ობ­და, იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან დიდი ლო­დი­ნი უწევ­დათ. მე მეს­მის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ტრან­სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს ახა­ლი, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. გვინ­და სრუ­ლად ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: 3 ახა­ლი სა­მარ­შუ­ტო ხაზი და სრუ­ლად ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი - კა­ლა­ძის მო­რი­გი გეგ­მა დე­და­ქა­ლაქ­ში მგზავ­რე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის

ერთი, რომ დის­კომ­ფორ­ტს ქმნის მგზავ­რე­ბის­თვის და მე­ო­რე ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია. სა­ნამ ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­დე­ბა, ვცდი­ლობთ, რომ კონ­კრე­ტულ უბ­ნებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ იმ ტრან­სპორ­ტით, რო­მე­ლიც დღეს გაგ­ვაჩ­ნია.

ახა­ლი მარ­შრუ­ტი #54 და­ე­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც მგზავ­რებს დიდი დიღ­მის მე-4 მიკ­რო­რა­ი­ო­ნი­დან მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის, მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის გავ­ლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შრუ­ტი დიდი დიღ­მის მო­სახ­ლე­ო­ბას და მარ­შრუ­ტის გზა­სა­ვალ­ზე მომ­ლო­დი­ნე მგზავ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სა­ბურ­თა­ლო-ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუსს მოკ­ლე დრო­ში და­უ­კავ­შირ­დნენ.

სო­ფელ ახალ­და­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით მოხ­დე­ბა კი­დევ ერთი ავ­ტო­ბუ­სის და­მა­ტე­ბა. ეს არის # 82. იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი უწევ­დათ ხოლ­მე ლი­დი­ნი, სა­ნამ ავ­ტო­ბუ­სი გა­მო­უვ­ლი­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს მგზავ­რო­ბას.

ასე­ვე იხ­სნე­ბა ახა­ლი მარ­შრუ­ტი # 64, რო­მე­ლიც სი­მონ ჩი­ქო­ვან­სა და ხი­ლი­ა­ნის და­სახ­ლე­ბას და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­ლით, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით," - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისში სამი სამარშრუტო ხაზი ემატება - კალაძე ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას აანონსებს

თბილისში სამი სამარშრუტო ხაზი ემატება - კალაძე ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას აანონსებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მგზავრთა კომფორტული მომსახურების მიზნით, დედაქალაქს სამი სამარშრუტო ხაზი ემატება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ როდესაც წინასაარჩევნო კამპანია გვქონდა, ყველა რაიონში ვიმყოფებოდი და ერთი და იგივე პრობლემები გვხვდებოდა. ეს იყოს ის, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა ან თუ მოძრაობდა, იქ მცხოვრებ ადამიანებს ძალიან დიდი ლოდინი უწევდათ. მე მესმის, რომ სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტის თვალსაზრისით - მხედველობაში მაქვს ყვითელი ავტობუსების არსებული ავტოპარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები.

იხილეთ ვიდეო: 3 ახალი სამარშუტო ხაზი და სრულად ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები - კალაძის მორიგი გეგმა დედაქალაქში მგზავრების კომფორტისთვის

ერთი, რომ დისკომფორტს ქმნის მგზავრებისთვის და მეორე ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სანამ ჩანაცვლება მოხდება, ვცდილობთ, რომ კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნათ იმ ტრანსპორტით, რომელიც დღეს გაგვაჩნია.

ახალი მარშრუტი #54 დაემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობას და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ.

სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოხდება კიდევ ერთი ავტობუსის დამატება. ეს არის # 82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლიდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას.

ასევე იხსნება ახალი მარშრუტი # 64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით," - განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ