მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა," - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან
"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა," - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან

"ჩემი ქმა­რი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, ოც­ნე­ბა ამეს­რუ­ლე­ბი­ნა, ახლა კი ვცდი­ლობ, გა­მო­ვი­ყე­ნო შან­სი და სხვა ქა­ლე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თო," - ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძის ცოლ­მა, ანუ­კი არე­ში­ძემ ამე­რი­კულ ჟურ­ნალ­თან Forbes ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში არის დედა, შემ­დეგ ცოლი და სულ ბო­ლოს - დი­ზა­ი­ნე­რი. 

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არის ხალ­ხი, ვი­საც საკ­მა­რი­სი საჭ­მე­ლი არ აქვთ. მათ არ აინ­ტე­რე­სებთ მოდა, ან - დიდი პო­ლი­ტი­კა, მათ მხო­ლოდ საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბათ ოჯა­ხე­ბის­თვის. დამ­ნა­შა­ვედ ვიგ­რძნობ თავს, თუ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე და დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის, როცა მა­ღა­ზი­ა­ში შევ­დი­ვარ, ვგრძნობ ხალ­ხის სით­ბოს, მათი მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. რუსი სუ­პერ­მო­დე­ლი ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა ჩემ­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­სპი­რა­ცი­აა," - ამ­ბობს არე­ში­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლე აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ზა­ი­ნე­რო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი და რის­კი­ა­ნია, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქსო­ვი­ლე­ბის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ფაბ­რი­კე­ბი და ამი­ტომ, მათი ჩა­მო­ტა­ნა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან უხ­დე­ბათ. ეს კი, ანუ­კის თქმით, მათ პრო­დუქ­ცი­ას ბევ­რად აძ­ვი­რებს.

"ქარ­თვე­ლებს აქვთ საყ­ვა­რე­ლი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა და სტი­ლის შეგ­რძნე­ბა. ქარ­თვე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­ვა ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვად შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის ქა­ლა­ქე­ბის მო­ედ­ნებ­სა თუ აე­რო­პორ­ტებ­ში," - აღ­ნიშ­ნავს დი­ზა­ი­ნე­რი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, სურს თუ არა ანუ­კის, შექ­მნას ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის ფორ­მა, დი­ზა­ი­ნე­რი პა­სუ­ხობს, რომ ამის­თვის მზად არ არის.

"სპორ­ტულ ფორ­მებს ბევ­რი დიდი დი­ზა­ი­ნე­რი, მათ შო­რის ჯორ­ჯო არ­მა­ნი, რალფ ლო­რე­ნი ქმნი­ან. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო, რად­გან მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ხეა. ამი­ტომ, ამ ეტაპ­ზე ასე­თი საქ­მის­თვის მზად არ ვარ," - გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძის ცოლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვით არა­სო­დეს არის კმა­ყო­ფი­ლი.

"ყო­ველ­თვის, ყო­ველ­თვის ვე­კი­თხე­ბი სა­კუ­თარ თავს, "შე­მეძ­ლო უკეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა?" ახლა ვი­ტი­რებ... ბო­დი­ში, ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ. ყო­ველ­თვის ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი სა­კუ­თარ თავს და ვამ­ბობ : "ანუ­კი, შენ მეტი შე­გიძ­ლია!"

წყა­რო forbes.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა," - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან

"ჩემი ქმარი ოცნების ასრულებაში დამეხმარა," - ანუკი არეშიძის ინტერვიუ ამერიკულ Forbes-თან

"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა, ახლა კი ვცდილობ, გამოვიყენო შანსი და სხვა ქალებისთვის და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო," - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა, ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალთან Forbes ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი. 

"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საჭმელი არ აქვთ. მათ არ აინტერესებთ მოდა, ან - დიდი პოლიტიკა, მათ მხოლოდ საკვები სჭირდებათ ოჯახებისთვის. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ საკუთარ თავზე და დიზაინერობაზე. ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ვგრძნობ ხალხის სითბოს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა," - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.

თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ, მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი, ანუკის თქმით, მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს.

"ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ქართველების გამორჩევა ყოველთვის მარტივად შემიძლია ნებისმიერი სხვა ქვეყნის ქალაქების მოედნებსა თუ აეროპორტებში," - აღნიშნავს დიზაინერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ანუკის, შექმნას ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმა, დიზაინერი პასუხობს, რომ ამისთვის მზად არ არის.

"სპორტულ ფორმებს ბევრი დიდი დიზაინერი, მათ შორის ჯორჯო არმანი, რალფ ლორენი ქმნიან. ეს ძალიან რთული საქმეა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მთელი ქვეყნის სახეა. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთი საქმისთვის მზად არ ვარ," - განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, კახა კალაძის ცოლი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავით არასოდეს არის კმაყოფილი.

"ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, "შემეძლო უკეთ გამეკეთებინა?" ახლა ვიტირებ... ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ვამბობ : "ანუკი, შენ მეტი შეგიძლია!"

წყარო forbes.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი