საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და
"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ბო­ბოყ­ვა­თის სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე, გოგი დო­ლი­ძე გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 7 დე­კემ­ბრის დი­ლას სახ­ლი­დან სკო­ლი­სა­კენ გა­ე­შუ­რა, თუმ­ცა, ამის ნაც­ვლად სო­ფელ ბო­ბოყ­ვა­თი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში მი­მა­ვალ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში ჩაჯ­და და ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­ვი­და. სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

გო­გის ძებ­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 7 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს­ვე და­ი­წყეს. ოჯა­ხი, თავ­და­პირ­ვე­ლად მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშს "ლურჯ ვე­შაპს" უკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა, დღე­ის­თვის ეს ვერ­სია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­რი­ცხეს, - გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის პი­რად კომ­პი­უ­ტერ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­თა­მა­შის კვა­ლი არ მო­ი­ძებ­ნა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვით ადრე, გოგი დო­ლი­ძის "ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე" გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რე­ბი სიკ­ვდი­ლის თა­ო­ბა­ზე. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 115-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ძებ­ნი­დან მე­ხუ­თე დღეს ოჯახს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი თბი­ლის­დან და­უ­კავ­შირ­დნენ და გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­ჩი­ნე­რე­ბუ­ლი ნა­პოვ­ნი­აო. ბი­ჭის მამა სას­წრა­ფოდ ქო­ბუ­ლე­თი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა. გა­უ­ჩი­ნა­რე­უ­ლი მოს­წავ­ლის მამა დე­და­ქა­ლა­ქი­დან შინ შვი­ლის გა­რე­შე დაბ­რუნ­და.

თე­ო­ნა დო­ლი­ძე, გო­გის და:

- ჩვენს ოჯახს ისე­თი მძი­მე დღე­ე­ბი უდ­გას, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი ტკი­ვი­ლის გად­მო­ცე­მა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მინ­და, ვთხო­ვო ყვე­ლას, ჩემი ძმის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­ზუს­ტე­ბელს ნუ­რა­ფერს და­წერს, - ყველ­გან და­ი­წე­რა, რომ თით­ქოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის წინ ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­გის ეკა­მათ­ნენ, არა­და არა­ნა­ი­რი კა­მა­თი არ ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, მა­მამ შე­ნიშ­ვნა ცოტა მკაც­რად მის­ცა, - გო­გის სო­ფელ­ში მე­გობ­რე­ბი ჰყავს, რო­მელ­თაც ერთ სა­ღა­მოს ქე­ი­ფი გა­და­წყვი­ტეს, გო­გიც მათ­თან იყო და რად­გან სმას არ არის მიჩ­ვე­უ­ლი, ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და. ამის გამო წა­იქ­ცა და სა­ხით და­ე­ცა. ცხა­დია, სახე და­ე­კაწ­რა, რის გა­მოც მა­მამ უსაყ­ვე­დუ­რა, - უკვე იმ ასაკ­ში ხარ, ზომა ყვე­ლა­ფერ­ში უნდა იცო­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ლე­ვი­სა­სო. მაგ­რამ რო­მე­ლი მამა არ ეტყვის ამას შვილს?! სკო­ლა­შიც მა­მამ გა­უშ­ვა, - გო­გის და­ჩხაპ­ნი­ლი სა­ხის გამო კომ­პლექ­სი ჰქონ­და, მაგ­რამ მამა არ მო­ეშ­ვა, ამის­თვის სკო­ლის გაც­დე­ნა არ ღირ­სო. ჩემ­მა ძმა­მაც აიღო ჩან­თა და წა­ვი­და, მაგ­რამ თურ­მე სკო­ლის ნაც­ვლად ქო­ბუ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ სა­მარ­შრუ­ტო­ში ჩაჯ­და.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და

"მისთვის ცხოვრება მხოლოდ სიკვდილი ვერაფრით იქნება... გოგი, გამოჩნდი!" - რას ჰყვება გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭზე მისი და

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე გაუჩინარდა. ის 7 დეკემბრის დილას სახლიდან სკოლისაკენ გაეშურა, თუმცა, ამის ნაცვლად სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ქობულეთში ჩავიდა. საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

გოგის ძებნა სამართალდამცავებმა 7 დეკემბრის საღამოსვე დაიწყეს. ოჯახი, თავდაპირველად მის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, დღეისთვის ეს ვერსია სამართალდამცველებმა გამორიცხეს, - გაუჩინარებული მოსწავლის პირად კომპიუტერში აღნიშნული ინტერნეტთამაშის კვალი არ მოიძებნა.

გაუჩინარებიდან რამდენიმე თვით ადრე, გოგი დოლიძის "ფეისბუკგვერდზე" გაჩნდა ჩანაწერები სიკვდილის თაობაზე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაუჩინარებული მოსწავლის ძებნიდან მეხუთე დღეს ოჯახს სამართალდამცავები თბილისდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ სავარაუდოდ, გაუჩინერებული ნაპოვნიაო. ბიჭის მამა სასწრაფოდ ქობულეთიდან დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. გაუჩინარეული მოსწავლის მამა დედაქალაქიდან შინ შვილის გარეშე დაბრუნდა.

თეონა დოლიძე, გოგის და:

- ჩვენს ოჯახს ისეთი მძიმე დღეები უდგას, შეუძლებელია, ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ამის მიუხედავად, მინდა, ვთხოვო ყველას, ჩემი ძმის დაკარგვასთან დაკავშირებით დაუზუსტებელს ნურაფერს დაწერს, - ყველგან დაიწერა, რომ თითქოს გაუჩინარების წინ ოჯახის წევრები გოგის ეკამათნენ, არადა არანაირი კამათი არ ყოფილა. უბრალოდ, მამამ შენიშვნა ცოტა მკაცრად მისცა, - გოგის სოფელში მეგობრები ჰყავს, რომელთაც ერთ საღამოს ქეიფი გადაწყვიტეს, გოგიც მათთან იყო და რადგან სმას არ არის მიჩვეული, ზედმეტი მოუვიდა. ამის გამო წაიქცა და სახით დაეცა. ცხადია, სახე დაეკაწრა, რის გამოც მამამ უსაყვედურა, - უკვე იმ ასაკში ხარ, ზომა ყველაფერში უნდა იცოდე, განსაკუთრებით დალევისასო. მაგრამ რომელი მამა არ ეტყვის ამას შვილს?! სკოლაშიც მამამ გაუშვა, - გოგის დაჩხაპნილი სახის გამო კომპლექსი ჰქონდა, მაგრამ მამა არ მოეშვა, ამისთვის სკოლის გაცდენა არ ღირსო. ჩემმა ძმამაც აიღო ჩანთა და წავიდა, მაგრამ თურმე სკოლის ნაცვლად ქობულეთისკენ მიმავალ სამარშრუტოში ჩაჯდა.... განაგრძეთ კითხვა

"სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე... ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს ვემშვიდობები დიდი ტკივილით" - რას წერს ლევან რატიანი

"ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი" - ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მომავალში ადამიანებს, რომლებმაც Covid 19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანეს

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?