მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"
ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"

სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი წა­სუ­ლა და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლა. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, რე­ჟი­სო­რი ლაშა ონი­ა­ნი უკვე 25 წე­ლი­წა­დია გერ­მა­ნი­ა­ში, (ზა­არბრი­უ­კე­ნი) ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და საქ­მი­ა­ნობს.

"25 წე­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ. აქ ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლიზ­მზეა აწყო­ბი­ლი - არ­სე­ბობს იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­ხმის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შრო­მა ფას­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. შრო­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, ხელ­ფა­სის გა­რან­ტი­აა. ეს ქვე­ყა­ნა ჩემი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, რო­მელ­მაც ყო­ველ­გვა­რი "პატ­რო­ნე­ბის"­ გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე და­მა­ყე­ნა მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში აღა­რაფ­რის შან­სი აღარ მქონ­და. მას­წავ­ლა ისიც, თუ რო­გორ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა სუფ­თა და მოვ­ლი­ლი, რაც სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ტოლ­ფა­სია!" - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი.

ლაშა ონი­ანს, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის აი­ვან­ზე იმ რა­ო­დე­ნო­ბის ყუ­რძე­ნი მოჰ­ყავს, რომ მის­გან მშე­ნი­ერ ღვი­ნო­საც აყე­ნებს.

"საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქვს, კოხ­ტა ეზო­თი და ტე­რა­სა ქოლ­გით, სა­დაც ქოთ­ნებ­ში ბევრ მცე­ნა­რეს ვა­ხა­რებ და ისი­ნიც იქა­უ­რო­ბას ალა­მა­ზე­ბენ. მათ­ზე ზრუ­ნავს მთე­ლი ოჯა­ხი...

სახ­ლი რომ ვი­ყი­დე, ეზო­ში ვაზი დამ­ხვდა - არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. დორნ­ფელ­დე­რის ჯი­შია. მო­ვუ­ა­რე - ვრწყავ­დი, ვსხლავ­დი, ტო­ტებს მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ვე­ცი, ჩვე­ნე­ბუ­რად ტა­ლა­ვე­რი გავ­მარ­თე და ტე­რა­სა­ზე ამო­ვიყ­ვა­ნე. გა­ი­ხა­რა და გა­ა­ლა­მა­ზა გა­რე­მო. 90-110 კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძე­ნი იკ­რი­ფე­ბა. მო­სა­ვა­ლი მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში, კობ­ლენცში მე­გო­ბარ­თან, ამი­რან უჯ­მა­ჯუ­რი­ძეს­თან მი­მაქვს და ვწუ­რავთ. სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლის, ზო­მი­ე­რად მათ­რო­ბე­ლი ღვი­ნო გა­მო­დის", - აღ­ნიშ­ნავს ლაშა ონი­ა­ნი.

- რო­გორც ჩანს, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა გიყ­ვართ...

- უდ­რო­ო­ბის გამო მხო­ლოდ ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლას ვა­ხერ­ხებ. მი­წას ხში­რად ვუვ­ლი - ეს მათ­თვის ჰა­ე­რი­ვით აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ საქ­მე­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩვენს მიერ გამ­წვა­ნე­ბულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა გვსი­ა­მოვ­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­სუ­ლი მე­გობ­რე­ბი მო­დი­ან. სტუმ­რებს ვე­რან­და­ზე ვმას­პინ­ძლობ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­მა გარ­შე­მო რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მწვა­ნე სა­ფა­რი შე­იქ­მნან, ბევ­რი ხე დარ­გონ, ბევ­რი ყვა­ვი­ლი გა­ა­ხა­რონ რო­გორც მი­წა­ზე, ასე­ვე შე­ნო­ბებ­ზე, ხი­დებ­ზე, მო­ა­ჯი­რებ­ზე. სი­ლა­მა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, დღეს, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პის მქო­ნე ყო­ფა­ში.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ეთერი ზოდელი
0

ეს რეჟისორი ის კაცია გრანდიოზულ სანახაობებს რომ დგავდა??..ოლიმპიადებს რომ აფორმებდა?...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"

ქართველი რეჟისორი, რომელიც გერმანიაში ვენახს უვლის - "ამ ქვეყანამ წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში არაფრის შანსი აღარ მქონდა"

საქართველოდან უცხოეთში უამრავი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი წასულა და დამკვიდრებულა. ჩვენი წარმატებული თანამემამულე, რეჟისორი ლაშა ონიანი უკვე 25 წელიწადია გერმანიაში, (ზაარბრიუკენი) ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საქმიანობს.

"25 წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. აქ ცხოვრება რეალიზმზეა აწყობილი - არსებობს იდეების ხორცშესხმის რეალური შესაძლებლობა, შრომა ფასდება, ადამიანის ღირსების პატივისცემა ჩვეულებრივი ამბავია. შრომა ეკონომიკური მდგომარეობის, ხელფასის გარანტიაა. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, რომელმაც ყოველგვარი "პატრონების"­ გარეშე წარმატების გზაზე დამაყენა მაშინ, როცა საქართველოში აღარაფრის შანსი აღარ მქონდა. მასწავლა ისიც, თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანა სუფთა და მოვლილი, რაც სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია!" - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ლაშა ონიანს, გერმანიაში, საკუთარი სახლის აივანზე იმ რაოდენობის ყურძენი მოჰყავს, რომ მისგან მშენიერ ღვინოსაც აყენებს.

"საკმაოდ მოზრდილი საკუთარი სახლი მაქვს, კოხტა ეზოთი და ტერასა ქოლგით, სადაც ქოთნებში ბევრ მცენარეს ვახარებ და ისინიც იქაურობას ალამაზებენ. მათზე ზრუნავს მთელი ოჯახი...

სახლი რომ ვიყიდე,  ეზოში ვაზი დამხვდა - არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. დორნფელდერის ჯიშია. მოვუარე - ვრწყავდი, ვსხლავდი, ტოტებს მიმართულება მივეცი, ჩვენებურად ტალავერი გავმართე და ტერასაზე ამოვიყვანე. გაიხარა და გაალამაზა გარემო. 90-110 კილოგრამი ყურძენი იკრიფება. მოსავალი მეზობელ ქალაქში, კობლენცში მეგობართან, ამირან უჯმაჯურიძესთან მიმაქვს და ვწურავთ. სასიამოვნო სურნელის, ზომიერად მათრობელი ღვინო გამოდის", - აღნიშნავს ლაშა ონიანი.

- როგორც ჩანს, მიწის დამუშავება გიყვართ...

- უდროობის გამო მხოლოდ ქოთნის მცენარეების მოვლას ვახერხებ. მიწას ხშირად ვუვლი - ეს მათთვის ჰაერივით აუცილებელია. ამ საქმეში ოჯახის წევრებიც მეხმარებიან. ჩვენს მიერ გამწვანებულ გარემოში ყოფნა გვსიამოვნებს. განსაკუთრებით ხშირად საქართველოდან ჩამოსული მეგობრები მოდიან. სტუმრებს ვერანდაზე ვმასპინძლობ.

კარგი იქნება, ადამიანებმა გარშემო რაც შეიძლება ბევრი მწვანე საფარი შეიქმნან, ბევრი ხე დარგონ, ბევრი ყვავილი გაახარონ როგორც მიწაზე, ასევე შენობებზე, ხიდებზე, მოაჯირებზე. სილამაზე დადებითად მოქმედებს თითოეულ ადამიანზე, განსაკუთრებით, დღეს, აჩქარებული ტემპის მქონე ყოფაში.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

გაიცანით კომაროვის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტმა სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო