პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან
ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან

მიკი 18 წლი­საა და მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის შვი­ლია. AUTO BILD-თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ტა­რა შუმი ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს.

სა­ჭეს­თან 2008 წლი­დან ზის. მა­შინ მიკი მხო­ლოდ 11 წლის იყო. ახლა კი, რო­გორც იქნა, მარ­თვის მოწ­მო­ბაც აიღო. თა­ვის დრო­ზე, ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა დე­დის წი­თელ "გოლფ­ზე" ის­წავ­ლა, რო­მელ­საც 54 ცხე­ნის ძალა ჰქონ­და. დღეს, მიკ შუ­მა­ხე­რი ჩვენ­თან Mercedes GLS 63 AMG-ით მო­ვი­და, რო­მელ­საც 585 ცხე­ნის ძალა აქვს. ეს მან­ქა­ნა იმ­დე­ნად დი­დია, რომ გამ­ხდა­რი, სიმ­პა­თი­უ­რი ახალ­გაზ­რდა კაცი მას­ში თით­ქმის და­კარ­გუ­ლი ჩანს, მაგ­რამ როცა გაზს აძ­ლევს და V8 ბი­ტურ­ბო თა­ვი­სი საქ­მის გა­კე­თე­ბას იწყებს, მიკ შუ­მა­ხერს სა­ხე­ზე კმა­ყო­ფი­ლე­ბა ეტყო­ბა. პა­ტა­რა შუმი "ოქ­როს სა­ჭის" ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლდათ და ჩვენ მას­თან ერ­თად, ბა­ლო­კო­ში მდე­ბა­რე "ფი­ა­ტის" ტრეკს ერთი წრე და­ვარ­ტყით.

- მარ­თვის მოწ­მო­ბა ახ­ლა­ხან აი­ღეთ. რო­მელ მან­ქა­ნა­ზე ჩა­ა­ბა­რეთ გა­მოც­და?

- "შკო­და" იყო. ოღონდ, არ მახ­სოვს რო­მე­ლი. მარ­ტში და­ვი­წყე და აპ­რილ­ში უკვე მარ­თვის მოწ­მო­ბა მქონ­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ა­რე სკო­ლა­ში - რო­გორც სხვე­ბი და­დი­ან.

- მას­წავ­ლე­ბელს მარ­თვის თქვე­ნი სტი­ლის არ ეში­ნო­და?

- მას­წავ­ლე­ბე­ლი მეც ისე მექ­ცე­ო­და, რო­გორც სხვებს. ცხა­დია, მე დამ­წყე­ბი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც. თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ზუს­ტად ისე გა­ვი­ა­რე, რო­გორც სხვე­ბი გა­დი­ან. ხომ იცით, შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვცხოვ­რობ და იქ თე­ო­რი­ის ჩა­ბა­რე­ბა 17 წლის ასა­კი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ­რი­გად, 18 წლი­დან უკვე მან­ქა­ნის მარ­თვა შე­მეძ­ლო, მაგ­რამ ჩემს მან­ქა­ნას L ეწე­რა, რაც ასე იშიფ­რე­ბა: Learner (მოს­წავ­ლე). მერე კი, როცა პრაქ­ტი­კა­საც ჩა­ა­ბა­რებ, L შე­გიძ­ლია მო­ა­შო­რო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან

ქართული AUTO BILD-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მიხაელ შუმახერის შვილთან

მიკი 18 წლისაა და მიხაელ შუმახერის შვილია. AUTO BILD-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პატარა შუმი ყველაფერზე გულახდილად საუბრობს.

საჭესთან 2008 წლიდან ზის. მაშინ მიკი მხოლოდ 11 წლის იყო. ახლა კი, როგორც იქნა, მართვის მოწმობაც აიღო. თავის დროზე, ავტომობილის მართვა დედის წითელ "გოლფზე" ისწავლა, რომელსაც 54 ცხენის ძალა ჰქონდა. დღეს, მიკ შუმახერი ჩვენთან Mercedes GLS 63 AMG-ით მოვიდა, რომელსაც 585 ცხენის ძალა აქვს. ეს მანქანა იმდენად დიდია, რომ გამხდარი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მასში თითქმის დაკარგული ჩანს, მაგრამ როცა გაზს აძლევს და V8 ბიტურბო თავისი საქმის გაკეთებას იწყებს, მიკ შუმახერს სახეზე კმაყოფილება ეტყობა. პატარა შუმი "ოქროს საჭის" ჟიურის წევრი გახლდათ და ჩვენ მასთან ერთად, ბალოკოში მდებარე "ფიატის" ტრეკს ერთი წრე დავარტყით.

- მართვის მოწმობა ახლახან აიღეთ. რომელ მანქანაზე ჩააბარეთ გამოცდა?

- "შკოდა" იყო. ოღონდ, არ მახსოვს რომელი. მარტში დავიწყე და აპრილში უკვე მართვის მოწმობა მქონდა. ჩვეულებრივად ვიარე სკოლაში - როგორც სხვები დადიან.

- მასწავლებელს მართვის თქვენი სტილის არ ეშინოდა?

- მასწავლებელი მეც ისე მექცეოდა, როგორც სხვებს. ცხადია, მე დამწყები არ ვიყავი, მაგრამ მაინც. თეორიისა და პრაქტიკის გაკვეთილებიც ზუსტად ისე გავიარე, როგორც სხვები გადიან. ხომ იცით, შვეიცარიაში ვცხოვრობ და იქ თეორიის ჩაბარება 17 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ამრიგად, 18 წლიდან უკვე მანქანის მართვა შემეძლო, მაგრამ ჩემს მანქანას L ეწერა, რაც ასე იშიფრება: Learner (მოსწავლე). მერე კი, როცა პრაქტიკასაც ჩააბარებ, L შეგიძლია მოაშორო განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი