Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ სარეცხის მანქანას და რომელი სარეცხი საშუალება გამოვიყენოთ - რჩევები, რომლებიც პრობლემებს აგარიდებთ
როგორ მოვუაროთ სარეცხის მანქანას და რომელი სარეცხი საშუალება გამოვიყენოთ - რჩევები, რომლებიც პრობლემებს აგარიდებთ

ტექ­ნი­კა ცხოვ­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვი­მარ­ტი­ვებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი სწო­რად მოვ­ლა, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, გა­ზ­ქუ­რა თუ სხვა სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა დიდ­ხანს გვემ­სა­ხუ­როს. მსხვი­ლი სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად პრობ­ლე­მე­ბი სა­რე­ცხ მან­ქა­ნას ექ­მნე­ბა ხოლ­მე, რად­გან მის მუ­შა­ო­ბა­ში მე­ტია ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა და მეტი წე­სე­ბის დაც­ვა­საც მო­ი­თხოვს.

სა­რე­ცხი მან­ქა­ნის მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოც­დილ ხე­ლო­სანს გია გუ­ლი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

რა არის ის ძი­რი­თა­დი წე­სე­ბი, რო­მე­ლიც სა­რე­ცხი მან­ქა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უნდა და­ვიც­ვათ?

პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი წესი არის ის, რომ მან­ქა­ნა­ში არ უნდა შევ­ყა­როთ იმა­ზე მეტი და სა­სურ­ვე­ლია, არც იმა­ზე ნაკ­ლე­ბი სა­რე­ცხი, რაც კონ­კრე­ტუ­ლი რე­ცხვის რე­ჟიმ­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვი­დან­ვე იმ პა­რა­მეტ­რე­ბის ტექ­ნი­კა იყი­დოთ, რო­გო­რიც თქვენ და თქვენს ოჯახს სჭირ­დე­ბა. სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს ნეს­ტი, ამი­ტომ მას ნეს­ტი­ან ად­გი­ლას ნუ და­ა­მონ­ტა­ჟებთ. უნდა უზ­რუნ­ვე­ყოთ, რომ მან­ქა­ნას ელექტრო­ე­ნერ­გია სტა­ბი­ლუ­რად მი­ე­წო­დე­ბო­დეს, ძაბ­ვა არ უნდა მერ­ყე­ობ­დეს, გაყ­ვა­ნი­ლო­ბა უნდა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში თქვენს მან­ქა­ნას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მოხ­დეს სა­რე­ცხის მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბაც.

რა გავ­ლე­ნა აქვს სა­რე­ცხ სა­შუ­ა­ლებს სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ზე?

ზო­გა­დად, სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის ხა­რისხს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორც ვიცი, ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის ფხვნი­ლე­ბი დიდ პრობ­ლე­მებს უქ­მნის ჯან­მრთე­ლო­ბას. თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათი გავ­ლე­ნა სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ზე. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ი­ცავს, მან­ქა­ნის ნა­წი­ლებ­საც აზი­ა­ნებს. მე რე­კო­მენ­და­ცი­ას ვუ­წევ ხოლ­მე სა­რე­ცხ სი­თხე­ებს, რად­გან ის კარ­გად იხ­სნე­ბა რო­გორც ცივ, ისე ცხელ წყალ­ში და ნა­დებს არ ტო­ვებს სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არ ზი­ან­დე­ბა მისი სპი­რა­ლი. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად ჩი­ვი­ან, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა კარ­გად არ ავ­ლებს და ნა­დებს ტო­ვებს ტან­საც­მელ­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ეს სა­რე­ცხი ფხვნი­ლის ბრა­ლია და არა - მან­ქა­ნის. რო­გორც გი­თხა­რით, სა­რე­ცხი სი­თხე უკე­თე­სად იხ­სნე­ბა წყალ­ში და ის ტან­საც­მელ­ზეც არ და­გი­ტო­ვებთ ლა­ქებს.

სჭირ­დე­ბა თუ არა მან­ქა­ნას გაწ­მენ­და და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით?

არ­სე­ბობს სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, უმე­ტე­სად სი­თხე­ე­ბი, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბაც წყლის სი­ხის­ტეს ანე­იტ­რა­ლებს. თუ თქვენ აღ­ნიშ­ნულ სი­თხე­ებს იყე­ნებთ, მან­ქა­ნის ხში­რი გაწ­მენ­და სა­ჭი­რო აღარ არის. თუმ­ცა მან­ქა­ნა­ში მა­ინც გროვ­დე­ბა ტან­საც­მლის მცი­რე ნარ­ჩე­ნე­ბი და მათი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­მო­სუფ­თა­ვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. საწ­მენ­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­თხე­ე­ბი, ისე ლი­მონმჟა­ვა. მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ცა­რი­ე­ლი მან­ქა­ნა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე უნდა ამუ­შა­ოთ.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა მან­ქა­ნა­ში მყა­რი ნივ­თე­ბის გა­რე­ცხვა?

მა­გა­რი ნივ­თე­ბის, მათ შო­რის, ფეხ­საც­მლის გა­რე­ცხვა სა­რე­ცხ მან­ქა­ნა­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის. თუ ტან­საც­მელს დიდი ღი­ლე­ბი ან ელვა აქვს, ეცა­დეთ, ის შიგ­ნი­დან მო­აქ­ცი­ოთ, რომ ბა­რა­ბან­ზე ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა ჰქონ­დეს.

როგორ მოვუაროთ სარეცხის მანქანას და რომელი სარეცხი საშუალება გამოვიყენოთ - რჩევები, რომლებიც პრობლემებს აგარიდებთ

როგორ მოვუაროთ სარეცხის მანქანას და რომელი სარეცხი საშუალება გამოვიყენოთ - რჩევები, რომლებიც პრობლემებს აგარიდებთ

ტექნიკა ცხოვრებას მნიშვნელოვნად გვიმარტივებს. აუცილებელია მათი სწორად მოვლა, რომ სარეცხის მანქანა, გაზქურა თუ სხვა საოჯახო ტექნიკა დიდხანს გვემსახუროს. მსხვილი საოჯახო ტექნიკიდან ყველაზე ხშირად პრობლემები სარეცხ მანქანას ექმნება ხოლმე, რადგან მის მუშაობაში მეტია ადამიანის ჩართულობა და მეტი წესების დაცვასაც მოითხოვს.

სარეცხი მანქანის მოვლასთან დაკავშირებით გამოცდილ ხელოსანს გია გულიაშვილს ვესაუბრეთ.

რა არის ის ძირითადი წესები, რომელიც სარეცხი მანქანის გამოყენებისას უნდა დავიცვათ?

პირველი და უმთავრესი წესი არის ის, რომ მანქანაში არ უნდა შევყაროთ იმაზე მეტი და სასურველია, არც იმაზე ნაკლები სარეცხი, რაც კონკრეტული რეცხვის რეჟიმზეა მითითებული. ამიტომ უმჯობესია, თავიდანვე იმ პარამეტრების ტექნიკა იყიდოთ, როგორიც თქვენ და თქვენს ოჯახს სჭირდება. სარეცხის მანქანაზე ცუდად მოქმედებს ნესტი, ამიტომ მას ნესტიან ადგილას ნუ დაამონტაჟებთ. უნდა უზრუნვეყოთ, რომ მანქანას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდებოდეს, ძაბვა არ უნდა მერყეობდეს, გაყვანილობა უნდა იყოს ხარისხიანი. წინააღმდეგ შემთვევაში თქვენს მანქანას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას. საჭიროების შემთხვევაში, დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს სარეცხის მანქანის გადაადგილებაც.

რა გავლენა აქვს სარეცხ საშუალებს სარეცხის მანქანაზე?

ზოგადად, სარეცხი საშუალების ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ვიცი, ქიმიური შემადგენლობის ფხვნილები დიდ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. თუმცა არანაკლებ საყურადღებოა მათი გავლენა სარეცხის მანქანაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც სარეცხი საშუალება შეიცავს, მანქანის ნაწილებსაც აზიანებს. მე რეკომენდაციას ვუწევ ხოლმე სარეცხ სითხეებს, რადგან ის კარგად იხსნება როგორც ცივ, ისე ცხელ წყალში და ნადებს არ ტოვებს სარეცხის მანქანაში. შესაბამისად, არ ზიანდება მისი სპირალი. მომხმარებლები ხშირად ჩივიან, რომ სარეცხის მანქანა კარგად არ ავლებს და ნადებს ტოვებს ტანსაცმელზე. მინდა გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს სარეცხი ფხვნილის ბრალია და არა - მანქანის. როგორც გითხარით, სარეცხი სითხე უკეთესად იხსნება წყალში და ის ტანსაცმელზეც არ დაგიტოვებთ ლაქებს.

სჭირდება თუ არა მანქანას გაწმენდა და რა ინტენსივობით?

არსებობს სარეცხი საშუალებები, უმეტესად სითხეები, რომელთა შემადგენლობაც წყლის სიხისტეს ანეიტრალებს. თუ თქვენ აღნიშნულ სითხეებს იყენებთ, მანქანის ხშირი გაწმენდა საჭირო აღარ არის. თუმცა მანქანაში მაინც გროვდება ტანსაცმლის მცირე ნარჩენები და მათი გარკვეული პერიოდულობით გამოსუფთავება აუცილებელია. საწმენდად გამოიყენება როგორც სპეციალური სითხეები, ისე ლიმონმჟავა. მათი გამოყენებით ცარიელი მანქანა მაღალ ტემპერატურაზე უნდა ამუშაოთ.

შეიძლება თუ არა მანქანაში მყარი ნივთების გარეცხვა?

მაგარი ნივთების, მათ შორის, ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხ მანქანაში რეკომენდირებული არ არის. თუ ტანსაცმელს დიდი ღილები ან ელვა აქვს, ეცადეთ, ის შიგნიდან მოაქციოთ, რომ ბარაბანზე ნაკლები შეხება ჰქონდეს.

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

საერთაშორისო განათლების გამოფენა - " სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და საზაფხულო სკოლებში"

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა