საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს უძლებს ადამიანი შიმშილს და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში - თერაპევტის რეკომენდაციები
რამდენ ხანს უძლებს ადამიანი შიმშილს და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში - თერაპევტის რეკომენდაციები

შიმ­ში­ლი რო­გორც პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რე­სი ფორ­მა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის­თვის უცხო ფე­ნო­მე­ნი არ არის. გარ­კვე­უ­ლი მო­თხოვ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მსგავ­სი სა­ხის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, საკ­ვებ­ზე უარს ამ­ბო­ბენ და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თა­დერთ საზ­რდოს, რა­საც ორ­გა­ნიზმს აწ­ვდი­ან, წყა­ლია.

Allnews.ge და­ინ­ტე­რეს­და ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ რა კონ­კრე­ტულ სირ­თუ­ლე­ებს იწ­ვევს შიმ­ში­ლი და შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი დღის შემ­დეგ და­ი­წყებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მოვ­ლი­ნე­ბას? აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე თე­რა­პევ­ტი ხა­თუ­ნა ლეჟა­ვა გვე­სა­უბ­რა.

"ის თუ რამ­დე­ნი ხანი შეძ­ლებს ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბას, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რამ­დე­ნად ჯან­მრთე­ლია ორ­გა­ნიზ­მი. თუ რამე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, ადა­მი­ანს შიმ­ში­ლო­ბის

დროს ეს ყვე­ლა­ფე­რი გამ­წვავ­დე­ბა, და მდგო­მა­რე­ო­ბა მალე დამ­ძიმ­დე­ბა. თუ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლია, არა­ნა­ი­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და არა­ნა­ი­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პე­რი­ო­დი გაძ­ლოს ორ­გა­ნიზ­მმა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა 5 დღე ან ერთი კვი­რა არ და­ი­წყოს ის პრო­ცე­სე­ბი, რაც, რო­გორც წესი, შიმ­ში­ლო­ბას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე", - გან­მარ­ტა თე­რა­პევტმა.

ხა­თუ­ნა ლეჟა­ვას თქმით, ერთი კვი­რის შემ­დეგ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა მო­იშ­ლე­ბა და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა. ადა­მი­ა­ნი იგ­რძნობს და­უძ­ლუ­რე­ბას და თა­ვის ტკი­ვილს.

"შე­საძ­ლოა წნე­ვა და­უ­ვარ­დეს, შე­საძ­ლოა, პი­რი­ქით, არ­ტე­რი­ულ­მა წნე­ვამ მაღ­ლა აი­წი­ოს, თირკმე­ლებს გა­უ­ჭირ­დე­ბა და, შე­საძ­ლოა, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა გან­ვი­თარ­დეს. კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, ნაღ­ვლის ბუშტს, პანკრე­ასს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა, ჰი­პოგ­ლი­კე­მი­ა­ში ჩა­ვარ­დეს, ანუ სის­ხლში შაქ­რის დო­ნემ და­ი­წი­ოს"- აღ­ნიშ­ნა მე­დი­კოს­მა.

"ეს სტრე­სია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ამი­ტომ შე­საძ­ლოა აღ­გზნე­ბა წა­მო­ვი­დეს, მერე ტვი­ნის­თვი­საც შიმ­ში­ლია, ამი­ტომ თუ ადა­მი­ანს რამე ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია აქვს და წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბაც და­ე­მა­ტა, შე­საძ­ლოა პრო­ცე­სე­ბი კი­დევ უფრო გარ­თულ­დეს და თა­ვის ტვი­ნის იშე­მია გან­ვი­თარ­დეს, ანუ ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თოს. გარ­და ამი­სა, ის გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს, ყვე­ლა ორ­გა­ნოს მო­აკ­ლდე­ბა საკ­ვე­ბი და ამ ფონ­ზე პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა შე­საძ­ლოა წა­ვი­დეს და ყვე­ლა ორ­გა­ნოს სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ას შე­ე­ხოს", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ლეჟა­ვამ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ალინა ბაღიშვილი
1

ეს რანაირი ჯდომაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რამდენ ხანს უძლებს ადამიანი შიმშილს და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში - თერაპევტის რეკომენდაციები

რამდენ ხანს უძლებს ადამიანი შიმშილს და რა პროცესები ვითარდება ამ დროს ორგანიზმში - თერაპევტის რეკომენდაციები

შიმშილი როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა ჩვენი პოლიტიკური რეალობისთვის უცხო ფენომენი არ არის. გარკვეული მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები მსგავსი სახის მანიპულაციას ხშირად მიმართავენ, საკვებზე უარს ამბობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთ საზრდოს, რასაც ორგანიზმს აწვდიან, წყალია.

Allnews.ge დაინტერესდა ჯანმრთელობის მხრივ რა კონკრეტულ სირთულეებს იწვევს შიმშილი და შიმშილობის დაწყებიდან რამდენი დღის შემდეგ დაიწყებს აღნიშნული პრობლემები გამოვლინებას? აღნიშნულ საკითხზე თერაპევტი ხათუნა ლეჟავა გვესაუბრა.

"ის თუ რამდენი ხანი შეძლებს ადამიანი შიმშილობას, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჯანმრთელია ორგანიზმი. თუ რამე ქრონიკული დაავადება აქვს, ადამიანს შიმშილობის

დროს ეს ყველაფერი გამწვავდება, და მდგომარეობა მალე დამძიმდება. თუ აბსოლუტურად ჯანმრთელია, არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა და არანაირი ქრონიკული დაავადება არ აქვს, შეიძლება რაღაც პერიოდი გაძლოს ორგანიზმმა. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა 5 დღე ან ერთი კვირა არ დაიწყოს ის პროცესები, რაც, როგორც წესი, შიმშილობას მოჰყვება ხოლმე", - განმარტა თერაპევტმა.

ხათუნა ლეჟავას თქმით, ერთი კვირის შემდეგ ნივთიერებათა ცვლა მოიშლება და ინტოქსიკაციის პროცესი დაიწყება. ადამიანი იგრძნობს დაუძლურებას და თავის ტკივილს.

"შესაძლოა წნევა დაუვარდეს, შესაძლოა, პირიქით, არტერიულმა წნევამ მაღლა აიწიოს, თირკმელებს გაუჭირდება და, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობა განვითარდეს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან გაუჭირდება, ნაღვლის ბუშტს, პანკრეასს, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული. ამასთანავე ადამიანი შესაძლოა, ჰიპოგლიკემიაში ჩავარდეს, ანუ სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს"- აღნიშნა მედიკოსმა.

"ეს სტრესია ორგანიზმისთვის, ამიტომ შესაძლოა აღგზნება წამოვიდეს, მერე ტვინისთვისაც შიმშილია, ამიტომ თუ ადამიანს რამე ქრონიკული პათოლოგია აქვს და წნევის ცვალებადობაც დაემატა, შესაძლოა პროცესები კიდევ უფრო გართულდეს და თავის ტვინის იშემია განვითარდეს, ანუ ინსულტი დაემართოს. გარდა ამისა, ის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს, ყველა ორგანოს მოაკლდება საკვები და ამ ფონზე პოლიორგანული უკმარისობა შესაძლოა წავიდეს და ყველა ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციას შეეხოს", - აღნიშნა ხათუნა ლეჟავამ.

განაგრძეთ კითხვა