პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი
 პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი

დად­გინ­და, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2014 წელს უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ხოლო 2017 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მი­ით­ვი­სა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე იყო და­ახ­ლო­ე­ბით 400-მდე სა­წარ­მო. ესე­ნი იყ­ვნენ სა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მდე­ბა­რე­ობ­და კი­ევ­ში, მოს­კოვ­ში და ხარ­კოვ­ში, სხვა­დას­ხვა ქუ­ჩებ­ზე, ასე­ვე არის სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკუთ­ვნო­და აღ­ნიშ­ნულ დაჯ­გუ­ფე­ბას. მათ ჩა­ი­დი­ნეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს მი­ად­გა და­ახ­ლო­ე­ბით 10 მლრდ-ის ზა­რა­ლი. მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლი. იმა­ლე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გად­მოკ­ვე­თეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რია და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მრა­ვა­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლი. 2014 წლის და­სა­წყის­ში ჯგუ­ფის შე­სა­ხებ გა­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ რუ­სე­თი აფი­ნან­სებ­და აღ­ნიშ­ნულ ჯგუფს. სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მიზ­ნით გა­ტარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და 2017 წლის გა­ზა­ფხულ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ კონ­ტროლს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე და სხვა პი­რებ­ზე, და­ა­ად­გი­ნეს, რომ მათ შექ­მნეს ჯგუ­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით. მათ უნ­დო­დათ კონ­ტრო­ლის ქვეშ აეყ­ვა­ნათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი და სხვა უწყე­ბე­ბი. დად­გინ­და, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ რუ­სე­თის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვი­ლი. რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან გა­მო­ჟო­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ­ლის თა­ნახ­მად, კურ­ჩენ­კოს, დონ­გა­ძეს და სა­ა­კაშ­ვილს ხელი უნდა შე­ე­წყოთ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ამის­თვის შე­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში. არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვილს ყო­ველ­თვი­უ­რად ერი­ცხე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამ წუ­თებ­ში უკ­რა­ი­ნა­ში სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მსჯე­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი

 პროკურორი - დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი

დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი, - ამის შესახებ უკრაინაში გამართულ სასამართლო პროცესზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წელს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ხოლო 2017 წელს მიხეილ სააკაშვილმა.

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, იანუკოვიჩმა ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელმაც მიითვისა სახელმწიფო საკუთრება. დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილე იყო დაახლოებით 400-მდე საწარმო. ესენი იყვნენ საწარმოები, რომლებიც ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს. ორგანიზაციები მდებარეობდა კიევში, მოსკოვში და ხარკოვში, სხვადასხვა ქუჩებზე, ასევე არის სხვადასხვა შენობები, რომლებიც ეკუთვნოდა აღნიშნულ დაჯგუფებას. მათ ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, რითაც სახელმწიფოს მიადგა დაახლოებით 10 მლრდ-ის ზარალი. მათ განახორციელეს არაერთი დანაშაული. იმალებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, გადმოკვეთეს უკრაინის ტერიტორია და განახორციელეს მრავალი სხვა დანაშაული. 2014 წლის დასაწყისში ჯგუფის შესახებ გაჟონა ინფორმაციამ, რომ რუსეთი აფინანსებდა აღნიშნულ ჯგუფს. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენების და დანაშაულის ჩადენის მიზნით გატარდა სპეციალური ზომები უკრაინაში და 2017 წლის გაზაფხულზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს მიხეილ სააკაშვილზე და სხვა პირებზე, დააადგინეს, რომ მათ შექმნეს ჯგუფი ხელისუფლების დამხობის მიზნით. მათ უნდოდათ კონტროლის ქვეშ აეყვანათ სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები. დადგინდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებებში ჩართული იყვნენ რუსეთის სპეცდანიშნულების სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილი. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმად, კურჩენკოს, დონგაძეს და სააკაშვილს ხელი უნდა შეეწყოთ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და ამისთვის შემოვიდა სააკაშვილი უკრაინაში. არის მტკიცებულება, რომ სააკაშვილს ყოველთვიურად ერიცხებოდა გარკვეული თანხა", - განაცხადა პროკურორმა.

ამ წუთებში უკრაინაში სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"