პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები
"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები

თბი­ლის­ში, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში მეგ­რუ­ლი ოდა დგას. წლე­ბის წინ ეს სახ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ეზო­ში, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ტო­ფო­ში იდ­გა. იმ ეზო­ში ახ­ლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია და ორი საყ­ვა­რე­ლი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს: 90 წლის რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და მი­სი მე­უღ­ლე. ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იხ­სე­ნებს, სახ­ლი ლაზ­მა ოს­ტა­ტებ­მა ისე ააშე­ნეს, ლურ­ს­მა­ნი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ა­თო. ამ ჭერ­ქ­ვეშ თურ­მე ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და. ჩვენ კი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის, ბე­რი გრი­გოლ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მის ძმის­შ­ვილ­თან ვი­სა­უბ­რეთ.

- ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ხარ­შუ­ლი წაბ­ლის ხის­გან ულურ­ს­მ­ნოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი ოდა დგას. ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის ამ სახ­ლის ის­ტო­რია. ამ სახ­ლ­ში გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილ­მა და სო­ფიო ჭან­ტუ­რი­ამ 3 ვა­ჟი და 2 ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­დეს. უფ­რო­სი შვი­ლი ბე­რი გრი­გო­ლი გახ­ლ­დათ, ერის­კა­ცო­ბა­ში ვა­სი­ლი, ში­ნა­უ­რე­ბი ბა­ტას ეძახ­დ­ნენ. მე­ო­რე ვაჟს ვლა­დი­მე­რი ერ­ქ­ვა, მა­მა­ჩემს კი ნეს­ტო­რი. ჰყავ­დათ ორი და, ჩა­ტუ (პა­რას­კე­ვა) და პე­ლა­გია. დი­დე­ბუ­ლი მა­მი­დე­ბი მყავ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი. ბა­ბუ­ას მე­ექ­ვ­სე შვი­ლი ჰყო­ლია - ფი­ლი­პე, ჩვი­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც იმ ოდა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს სახ­ლი მე­რე მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა. ბა­ბუა სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხი იყო, რე­ფორ­მე­ბი რომ ჩა­ტარ­და და ბა­ტონ­ყ­მო­ბა გა­უქ­მ­და, სო­ხუმ­ში გა­და­სუ­ლა, იქ წა­იყ­ვა­ნა უფ­რო­სი შვი­ლი, ვა­სი­ლი და გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა ბი­ძია. ბა­ბუა შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფი­ლა, მა­მუ­ლე­ბის გარ­და სო­ხუ­მის ცენ­ტ­რ­ში სა­კუ­თა­რი დუ­ქა­ნი ჰქონ­და. აფხა­ზეთ­ში მდგარ რუ­სე­თის ჯარს ამა­რა­გებ­და, სა­მეგ­რე­ლო­დან მიჰ­ყავ­და ცო­ცხა­ლი სა­ქო­ნე­ლი. სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბიც ჰქო­ნია, ერ­თი სიტყ­ვით, კო­მერ­ცი­ას ეწე­ო­და და საკ­მა­ოდ მდი­და­რიც იყო. რო­გორც ვი­ცი, XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ააშე­ნეს ის ოდა. თურ­მე 3 წე­ლი აშე­ნებ­დ­ნენ, ერ­თი ლურ­ს­მა­ნიც კი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სახ­ლს უნი­კა­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, მუ­ზე­უ­მის ხალ­ხს გა­ვა­ტა­ნეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და­უ­კარ­გავთ.

ბა­ბუა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­დაც­ვ­ლი­ლა, ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი ბა­ტა, მა­შინ სრულ­წ­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ მე­ურ­ვედ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნეს. მან თურ­მე ბა­ბუ­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა სცა­და, მი­წის ნაკ­ვე­თის შე­მო­ღობ­ვაც კი და­იწყო. 14 წლის ბა­ტას ოჯა­ხის ღირ­სე­ბა და­უ­ცავს, გად­მო­უ­ღია მა­მის თო­ფი და სრო­ლა აუტე­ხია. ის კა­ცი გაქ­ცე­უ­ლა. ამის შემ­დეგ ბა­ტამ სოფ­ლის მა­მა­სახ­ლისს მოს­თხო­ვა, სოფ­ლის კრე­ბა მო­ეწ­ვია. მა­მა­სახ­ლი­სიც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხ­და­რა, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და­ე­ნიშ­ნა მა­მის ქო­ნე­ბის გან­მ­კარ­გა­ვად. სო­ხუ­მის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და. ბი­ძა­ჩე­მი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და იყო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მე­გობ­რობ­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ალექ­სან­დ­რე აბა­შელ­თან და იმ დრო­ის სხვა ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­და. არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და, კარ­გად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და. ერ­თი სიტყ­ვით, სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო იყო. თურ­მე თა­ვად მი­ქე­ლა­ძეს იმ­დე­ნად მოს­წო­ნე­ბია, მის­თ­ვის სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ბა­ტას ამ დროს იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­დი ვაჭ­რის მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი ქა­ლი იყო და თურ­მე ამ სიყ­ვა­რულს წინ აღუდ­გა.

- რა­ტომ?

- შვი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, კა­თო­ლი­კე გა­დამ­თი­ე­ლი რძა­ლი არ მინ­დაო. არა­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბი­ძა­ჩემს იტა­ლი­ე­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო, გვა­რად სპრინ­ქ­ვე­ლი. გო­გოს მა­მა ქსო­ვი­ლე­ბით ვაჭ­რობ­და, ონ­ტო­ფო­ში 1810 წელს ჩა­მო­სუ­ლა და აქ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მი 1886 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის გო­გო რომ გა­იც­ნო, 27 წლის იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ დე­დის უარს წინ ვერ აღუდ­გა, რე­ლი­გი­ამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი მათ ქორ­წი­ნე­ბას. და­შორ­დ­ნენ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ბა­ტას ცხოვ­რე­ბა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მე­გობ­რებ­მაც იმე­დი გა­უც­რუ­ეს. იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ერ­თო­ბის წევ­რი 1905-07 წლებ­ში. ამ ერ­თო­ბის წევ­რი ყო­ფი­ლა მა­შინ პო­ე­ტი ალექ­სან­დ­რე აბა­შე­ლი, რო­მელ­საც ბი­ძა­ჩემ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ჩვენს სახ­ლ­შიც და­დი­ო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი იხ­სე­ნებ­და, ხა­ჭა­პურს რომ გა­მო­ვუ­ცხობ­დი, ოთახ­შიც არ მიშ­ვებ­დ­ნენ, მარ­ტო­ნი ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნე­ნო. 1905 წლის მოვ­ლე­ნებ­მა და­არ­წ­მუ­ნა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის კა­ცი იყო ბი­ძა­ჩე­მი და მათ მა­ლე ჩა­მო­შორ­და. ეტყო­ბა პე­სი­მიზ­მ­ში ჩა­ვარ­და და წა­ვი­და სე­ნაკ­ში, ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ვა­ნე­ში. მას გა­ან­დო თა­ვი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და სწო­რედ მი­სი კურ­თხე­ვით წა­ვი­და ბე­რად. მორ­წ­მუ­ნე ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ­მა, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მი­სი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი ბე­რი ალექ­სი შუ­შა­ნია იყო, რო­მელ­საც ბა­ტას­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ლექ­სი, მიძღ­ვ­ნი­ლი ალექ­სი ბე­რის მი­ერ მის­და­მი და იქი­დან ჩანს, რო­გორ ამ­ხ­ნე­ვებ­და იგი მორ­ჩი­ლე­ბის გზა­ზე დამ­დ­გარ ბი­ძა­ჩემს. 27 წლის მოძღ­ვ­რის კურ­თხე­ვით წმინ­და ათო­ნის მთა­ზე წა­ვი­და, სა­დაც მსა­ხუ­რობ­და მა­მა გრი­გო­ლი. არა­ვის­თ­ვის არ უთ­ქ­ვამს, ბე­რად რომ მი­დი­ო­და. ფო­თი­დან წა­ვი­და, გე­მით უნ­და წა­სუ­ლი­ყო ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო სუ­რა­თი 1908 წელს გა­და­უ­ღია თეთრ ჩო­ხა­ში და ეს დე­და­ნი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები

"სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა..." - განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების საინტერესო დეტალები

თბი­ლის­ში, ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში მეგ­რუ­ლი ოდა დგას. წლე­ბის წინ ეს სახ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლე­ბის ეზო­ში, აბა­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ონ­ტო­ფო­ში იდ­გა. იმ ეზო­ში ახ­ლა ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია და ორი საყ­ვა­რე­ლი მო­ხუ­ცი ცხოვ­რობს: 90 წლის რე­ვაზ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და მი­სი მე­უღ­ლე. ბა­ტო­ნი რე­ვა­ზი იხ­სე­ნებს, სახ­ლი ლაზ­მა ოს­ტა­ტებ­მა ისე ააშე­ნეს, ლურ­ს­მა­ნი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ა­თო. ამ ჭერ­ქ­ვეშ თურ­მე ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­და. ჩვენ კი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის, ბე­რი გრი­გოლ ნა­და­რე­იშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მის ძმის­შ­ვილ­თან ვი­სა­უბ­რეთ.

- ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ხარ­შუ­ლი წაბ­ლის ხის­გან ულურ­ს­მ­ნოდ დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოლ­ხუ­რი ოდა დგას. ალ­ბათ ბევ­რ­მა არ იცის ამ სახ­ლის ის­ტო­რია. ამ სახ­ლ­ში გი­გო ნა­და­რე­იშ­ვილ­მა და სო­ფიო ჭან­ტუ­რი­ამ 3 ვა­ჟი და 2 ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ზარ­დეს. უფ­რო­სი შვი­ლი ბე­რი გრი­გო­ლი გახ­ლ­დათ, ერის­კა­ცო­ბა­ში ვა­სი­ლი, ში­ნა­უ­რე­ბი ბა­ტას ეძახ­დ­ნენ. მე­ო­რე ვაჟს ვლა­დი­მე­რი ერ­ქ­ვა, მა­მა­ჩემს კი ნეს­ტო­რი. ჰყავ­დათ ორი და, ჩა­ტუ (პა­რას­კე­ვა) და პე­ლა­გია. დი­დე­ბუ­ლი მა­მი­დე­ბი მყავ­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი. ბა­ბუ­ას მე­ექ­ვ­სე შვი­ლი ჰყო­ლია - ფი­ლი­პე, ჩვი­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლა. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც იმ ოდა­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვით ეს სახ­ლი მე­რე მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა. ბა­ბუა სა­ეკ­ლე­სიო გლე­ხი იყო, რე­ფორ­მე­ბი რომ ჩა­ტარ­და და ბა­ტონ­ყ­მო­ბა გა­უქ­მ­და, სო­ხუმ­ში გა­და­სუ­ლა, იქ წა­იყ­ვა­ნა უფ­რო­სი შვი­ლი, ვა­სი­ლი და გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა ბი­ძია. ბა­ბუა შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფი­ლა, მა­მუ­ლე­ბის გარ­და სო­ხუ­მის ცენ­ტ­რ­ში სა­კუ­თა­რი დუ­ქა­ნი ჰქონ­და. აფხა­ზეთ­ში მდგარ რუ­სე­თის ჯარს ამა­რა­გებ­და, სა­მეგ­რე­ლო­დან მიჰ­ყავ­და ცოცხა­ლი სა­ქო­ნე­ლი. სა­ვაჭ­რო სახ­ლე­ბიც ჰქო­ნია, ერ­თი სიტყ­ვით, კო­მერ­ცი­ას ეწე­ო­და და საკ­მა­ოდ მდი­და­რიც იყო. რო­გორც ვი­ცი, XIX სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ააშე­ნეს ის ოდა. თურ­მე 3 წე­ლი აშე­ნებ­დ­ნენ, ერ­თი ლურ­ს­მა­ნიც კი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. სახლს უნი­კა­ლუ­რი ორ­ნა­მენ­ტე­ბი ჰქონ­და, მუ­ზე­უ­მის ხალხს გა­ვა­ტა­ნეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ და­უ­კარ­გავთ.

ბა­ბუა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­დაც­ვ­ლი­ლა, ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი ბა­ტა, მა­შინ სრულ­წ­ლო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ მე­ურ­ვედ ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­ნიშ­ნეს. მან თურ­მე ბა­ბუ­ის ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა სცა­და, მი­წის ნაკ­ვე­თის შე­მო­ღობ­ვაც კი და­იწყო. 14 წლის ბა­ტას ოჯა­ხის ღირ­სე­ბა და­უ­ცავს, გად­მო­უ­ღია მა­მის თო­ფი და სრო­ლა აუტე­ხია. ის კა­ცი გაქ­ცე­უ­ლა. ამის შემ­დეგ ბა­ტამ სოფ­ლის მა­მა­სახ­ლისს მოს­თხო­ვა, სოფ­ლის კრე­ბა მო­ეწ­ვია. მა­მა­სახ­ლი­სიც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხ­და­რა, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და­ე­ნიშ­ნა მა­მის ქო­ნე­ბის გან­მ­კარ­გა­ვად. სო­ხუ­მის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და ბა­ტა და ამ მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო სწავ­ლის­თ­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მო­უხ­და. ბი­ძა­ჩე­მი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და იყო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მე­გობ­რობ­და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას­თან, ალექ­სან­დ­რე აბა­შელ­თან და იმ დრო­ის სხვა ცნო­ბილ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­თან. გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა ჰქონ­და. არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აწუ­ხებ­და, კარ­გად ჩაც­მუ­ლი და­დი­ო­და. ერ­თი სიტყ­ვით, სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო იყო. თურ­მე თა­ვად მი­ქე­ლა­ძეს იმ­დე­ნად მოს­წო­ნე­ბია, მის­თ­ვის სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ბა­ტას ამ დროს იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი დი­დი ვაჭ­რის მშვე­ნი­ე­რი ქა­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი კი ტრა­დი­ცი­ებ­ზე აღ­ზ­რ­დი­ლი ქა­ლი იყო და თურ­მე ამ სიყ­ვა­რულს წინ აღუდ­გა.

- რა­ტომ?

- შვი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, კა­თო­ლი­კე გა­დამ­თი­ე­ლი რძა­ლი არ მინ­დაო. არა­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბი­ძა­ჩემს იტა­ლი­ე­ლი ულა­მა­ზე­სი გო­გო, გვა­რად სპრინ­ქ­ვე­ლი. გო­გოს მა­მა ქსო­ვი­ლე­ბით ვაჭ­რობ­და, ონ­ტო­ფო­ში 1810 წელს ჩა­მო­სუ­ლა და აქ ცხოვ­რობ­დ­ნენ. ბი­ძა­ჩე­მი 1886 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის გო­გო რომ გა­იც­ნო, 27 წლის იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მაგ­რამ დე­დის უარს წინ ვერ აღუდ­გა, რე­ლი­გი­ამ შე­უ­შა­ლა ხე­ლი მათ ქორ­წი­ნე­ბას. და­შორ­დ­ნენ ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. სიყ­ვა­რულ­ზე უარ­მა მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ბა­ტას ცხოვ­რე­ბა. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­მა მე­გობ­რებ­მაც იმე­დი გა­უც­რუ­ეს. იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ერ­თო­ბის წევ­რი 1905-07 წლებ­ში. ამ ერ­თო­ბის წევ­რი ყო­ფი­ლა მა­შინ პო­ე­ტი ალექ­სან­დ­რე აბა­შე­ლი, რო­მელ­საც ბი­ძა­ჩემ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და ჩვენს სახ­ლ­შიც და­დი­ო­და. ბე­ბი­ა­ჩე­მი იხ­სე­ნებ­და, ხა­ჭა­პურს რომ გა­მო­ვუცხობ­დი, ოთახ­შიც არ მიშ­ვებ­დ­ნენ, მარ­ტო­ნი ის­ხ­დ­ნენ და სა­უბ­რობ­დ­ნე­ნო. 1905 წლის მოვ­ლე­ნებ­მა და­არ­წ­მუ­ნა, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი დიდ როლს ას­რუ­ლებ­დ­ნენ.

მა­ღა­ლი იდე­ა­ლე­ბის კა­ცი იყო ბი­ძა­ჩე­მი და მათ მა­ლე ჩა­მო­შორ­და. ეტყო­ბა პე­სი­მიზ­მ­ში ჩა­ვარ­და და წა­ვი­და სე­ნაკ­ში, ალექ­სი შუ­შა­ნი­ას სა­ვა­ნე­ში. მას გა­ან­დო თა­ვი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი და სწო­რედ მი­სი კურ­თხე­ვით წა­ვი­და ბე­რად. მორ­წ­მუ­ნე ოჯახ­ში აღ­ზ­რ­დილ­მა, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მი­სი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი ბე­რი ალექ­სი შუ­შა­ნია იყო, რო­მელ­საც ბა­ტას­თან მი­მო­წე­რა ჰქონ­და. დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლია ლექ­სი, მიძღ­ვ­ნი­ლი ალექ­სი ბე­რის მი­ერ მის­და­მი და იქი­დან ჩანს, რო­გორ ამ­ხ­ნე­ვებ­და იგი მორ­ჩი­ლე­ბის გზა­ზე დამ­დ­გარ ბი­ძა­ჩემს. 27 წლის მოძღ­ვ­რის კურ­თხე­ვით წმინ­და ათო­ნის მთა­ზე წა­ვი­და, სა­დაც მსა­ხუ­რობ­და მა­მა გრი­გო­ლი. არა­ვის­თ­ვის არ უთ­ქ­ვამს, ბე­რად რომ მი­დი­ო­და. ფო­თი­დან წა­ვი­და, გე­მით უნ­და წა­სუ­ლი­ყო ათო­ნის მო­ნას­ტერ­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო სუ­რა­თი 1908 წელს გა­და­უ­ღია თეთრ ჩო­ხა­ში და ეს დე­და­ნი შე­მორ­ჩე­ნი­ლია, მუ­ზე­უმს გა­და­ვე­ცით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი