პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" კიდევ 2 ფილიალი შეემატა!
წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" კიდევ 2 ფილიალი შეემატა!

"ბიბ­ლუ­სი" - ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა­ფე­რი 9 წლის წინ ერთი პა­ტა­რა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ით და­ი­წყო თბი­ლის­ში, იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე. ალ­ბათ მა­შინ ვერც ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ეს პა­ტა­რა მა­ღა­ზია წიგ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ ქსე­ლად იქ­ცე­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­შინ წიგ­ნი ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო, არც მას­შტა­ბუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბი არ­სე­ბობ­და, არც "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი სივ­რცით, მაგ­რამ იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ­მა პა­ტა­რა, მყუდ­რო მა­ღა­ზი­ამ იმ­დე­ნად ბევ­რი მკი­თხვე­ლი შე­მო­იკ­რი­ბა გარ­შე­მო და ისე­თი მო­თხოვ­ნა გა­ა­ჩი­ნა წიგ­ნებ­ზე, რომ მალე ქა­ლაქ­ში "ბიბ­ლუ­სის" მე­ო­რე მა­ღა­ზი­აც გაჩ­ნდა, მას მოჰ­ყვა მე­სა­მე, მე­ო­თხე და ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ამ არ­სე­ბო­ბის 9 წლის მან­ძილ­ზე შეძ­ლო შე­ექ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო სა­ვაჭ­რო ქსე­ლი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს და სარ­გებ­ლობს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით. "ბიბ­ლუ­სი" წიგ­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნით ანე­ბივ­რებს არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ მკი­თხველს, არა­მედ არა­ერთ რე­გი­ონ­საც: ბორ­ჯო­მი, ბოლ­ნი­სი, სე­ნა­კი, სა­ჩხე­რე - ეს იმ ლო­კა­ცი­ე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ეს არის წიგ­ნის მა­ღა­ზია, რომ­ლის სხვა­დას­ხვა ფი­ლი­ალ­შიც არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის რი­გე­ბი მათი თა­ო­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის ახ­ლად­გა­მო­სუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად და საყ­ვა­რელ მწერ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად.

9 წლის შემ­დე­გაც "ბიბ­ლუ­სი" კვლავ აგ­რძე­ლებს ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბას, ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­თა გა­ნე­ბივ­რე­ბას და კვლავ აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ სურ­ვი­ლი იკი­თხონ მეტი. ამ მიზ­ნით "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს ახ­ლა­ხანს კი­დევ 2 ფი­ლი­ა­ლი შე­ე­მა­ტა.

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, კოს­ტა­ვას 8 ნო­მერ­ში ბიბ­ლუ­სის კი­დევ ერთი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფი­ლი­ა­ლი უკვე ელო­დე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს. ლო­კა­ცია სა­ინ­ტე­რე­სოა არა­მარ­ტო ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, არა­მედ ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც ინ­ტენ­სი­უ­რად მოძ­რა­ობს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვდე­ბით რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვან, ასე­ვე უცხო­უ­რე­ნო­ვან წიგ­ნებს. გარ­და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, აქ მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თი და სუ­ვე­ნი­რიც დახ­ვდე­ბა.

გარ­და თბი­ლი­სი­სა, ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი სულ ახ­ლა­ხანს გა­იხ­სნა ბა­თუმ­შიც, ინა­სა­რი­ძის 5 ნო­მერ­ში. ეს ბა­თუმ­ში ბიბ­ლუ­სის რი­გით მე­ხუ­თე მა­ღა­ზი­აა, რაც მოწ­მობს იმას, რომ ამ ქა­ლაქ­ში წიგნ­ზე ნამ­დვი­ლად დიდი მო­თხოვ­ნაა. ინა­სა­რი­ძის 5 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზია უკვე ელო­დე­ბა პირ­ველ ვი­ზი­ტო­რებს და მათ წიგ­ნე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს.

57 ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერთი მიზ­ნით: წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში და კი­დევ უფრო მე­ტად შე­აყ­ვა­როს ადა­მი­ა­ნებს კი­თხვა - სწო­რედ ეს არის "ბიბ­ლუ­სი", ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს მკი­თხვე­ლის სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნით გა­ნე­ბივ­რე­ბას.

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" კიდევ 2 ფილიალი შეემატა!

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს" კიდევ 2 ფილიალი შეემატა!

"ბიბლუსი" - ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელია საქართველოში. ყველაფერი 9 წლის წინ ერთი პატარა წიგნის მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. მაშინ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არც მასშტაბური მაღაზიები არსებობდა, არც "ბიბლუსი გალერეა" თავისი ულამაზესი სივრცით, მაგრამ იოსებიძის ქუჩაზე არსებულმა პატარა, მყუდრო მაღაზიამ იმდენად ბევრი მკითხველი შემოიკრიბა გარშემო და ისეთი მოთხოვნა გააჩინა წიგნებზე, რომ მალე ქალაქში "ბიბლუსის" მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

კომპანიამ არსებობის 9 წლის მანძილზე შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. "ბიბლუსი" წიგნის მრავალფეროვანი არჩევანით ანებივრებს არამარტო საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებ მკითხველს, არამედ არაერთ რეგიონსაც: ბორჯომი, ბოლნისი, სენაკი, საჩხერე - ეს იმ ლოკაციების მცირე ჩამონათვალია, სადაც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ფუნქციონირებს. ეს არის წიგნის მაღაზია, რომლის სხვადასხვა ფილიალშიც არაერთხელ გვინახავს თინეიჯერების რიგები მათი თაობისთვის საყვარელი მწერლების ახლადგამოსული წიგნების შესაძენად და საყვარელ მწერლებთან შესახვედრად.

9 წლის შემდეგაც "ბიბლუსი" კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას, ლიტერატურის მოყვარულთა განებივრებას და კვლავ აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სურვილი იკითხონ მეტი. ამ მიზნით "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელს ახლახანს კიდევ 2 ფილიალი შეემატა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კოსტავას 8 ნომერში ბიბლუსის კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი ფილიალი უკვე ელოდება მომხმარებელს. ლოკაცია საინტერესოა არამარტო ქართველი მომხმარებლისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, რომელთა დიდი ნაწილიც ინტენსიურად მოძრაობს ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მაღაზიაში შეხვდებით როგორც ქართულენოვან, ასევე უცხოურენოვან წიგნებს. გარდა საინტერესო ლიტერატურისა, აქ მოსულ მომხმარებელს უამრავი განსხვავებული სასაჩუქრე ნივთი და სუვენირიც დახვდება.

გარდა თბილისისა, ახალი ფილიალი სულ ახლახანს გაიხსნა ბათუმშიც, ინასარიძის 5 ნომერში. ეს ბათუმში ბიბლუსის რიგით მეხუთე მაღაზიაა, რაც მოწმობს იმას, რომ ამ ქალაქში წიგნზე ნამდვილად დიდი მოთხოვნაა. ინასარიძის 5 ნომერში მდებარე მაღაზია უკვე ელოდება პირველ ვიზიტორებს და მათ წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს.

57 ფილიალი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი გაერთიანებული ერთი მიზნით: წიგნი ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა - სწორედ ეს არის "ბიბლუსი", ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს მკითხველის სხვადასხვა საინტერესო წიგნით განებივრებას.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს