საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები
სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები

როცა ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა სა­კუ­თა­რი აივ­ნის გამ­წვა­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვა და­ი­წყო, მიხ­ვდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ფერს შე­ი­ძენ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ გა­უჩ­ნდათ იდეა, შე­ექ­მნათ სივ­რცე სახ­ლთან ახ­ლოს, სა­დაც იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­რე­მოს მცე­ნა­რე­ე­ბით გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

ასე შექ­მნეს სო­ცი­ო­ლოგ­მა ანი არ­ვე­ლა­ძემ და ექიმ­მა-რა­დი­ო­ლოგ­მა გი­ორ­გი უბი­რი­ამ სტარ­ტა­პი "ანე­მო­ნე", რომ­ლის მარ­თვა თა­ვად სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ, მომ­ხმა­რებ­ლებს კი გა­რე­მო­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ცხოვ­რე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

"გვიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვნა­ხეთ არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც გამ­წვა­ნე­ბუ­ლი აივ­ნე­ბი ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და გვსურს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენს ქა­ლაქ­შიც ვი­ხი­ლოთ ბევ­რი გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი აი­ვა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­წყო­ბი­ლი სა­მუ­შაო გა­რე­მო.

გვინ­და, რომ მცე­ნა­რე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ყვე­ლამ გა­ვი­აზ­როთ, ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გავ­ხა­დოთ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ეს­თე­ტი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღოთ," - გან­მარ­ტავს სტარ­ტა­პე­რი ანი არ­ვე­ლა­ძე.

ანის და გი­ორ­გის მცე­ნა­რე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ევ­რო­პი­დან ჩა­მო­აქვთ, ნა­წი­ლი კი ად­გი­ლობ­რი­ვი სათ­ბუ­რე­ბი­დან მო­აქვთ. რო­გორც სტარ­ტა­პე­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა დიდ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს. მორ­წყვა, სწო­რი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა, პე­რი­ო­დუ­ლად ფოთ­ლე­ბის გაწ­მენ­და და სწორ დროს გა­დარ­გვა - მცე­ნა­რის მოვ­ლის­თვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია.

"ანე­მო­ნე" ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში - "შენი სახ­ლი ჯი­ქი­ა­ზე" მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ბევ­რი ახა­ლი მო­სახ­ლეა.

"გვა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ახა­ლი სახ­ლის­თვის მცე­ნა­რის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი დი­დია, ხში­რად ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბავ­შვია, რო­მელ­საც სურს თა­ვად გა­ზარ­დოს და მო­უ­ა­როს მცე­ნა­რეს, რაც ჩვენ­თვის დიდი სტი­მუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჩვენ­თან მცე­ნა­რე ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მისი ფასი 5 ლა­რი­დან იწყე­ბა," - აღ­ნიშ­ნავს ანი არ­ვე­ლა­ძე.

ანიმ და გი­ორ­გიმ სტარ­ტა­პი ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რი­თა და თა­ნად­გო­მით შექ­მნეს. საქ­მი­ა­ნო­ბი­სას დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ შეხ­ვედ­რი­ათ, რად­გან რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, სტი­მულ­სა და მხარ­და­ჭე­რას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გრძნო­ბენ, ვი­საც მათი წარ­მა­ტე­ბის სჯე­რა.

"როცა რა­ი­მეს სიყ­ვა­რუ­ლით ქმნი, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­და­ლა­ხავ. ჩვე­ნი სტარ­ტა­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა "თი­ბი­სი სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც. კარ­გად გა­ვი­აზ­რეთ, თუ რა დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ სტარ­ტა­პე­რებს. სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­ში კი ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა "სტარ­ტაპ ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც," - ამ­ბობს ანი.

ანის და გი­ორ­გი სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ და სა­მო­მავ­ლოდ არა­ერ­თი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ. რად­გან მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სტარ­ტა­პე­რებს სურთ, მომ­ხმა­რებ­ლებს მცე­ნა­რე­ე­ბის "და­ტო­ვე­ბის სერ­ვი­სი" შეს­თა­ვა­ზონ - მცე­ნა­რე­ებ­ზე "ანე­მო­ნეს" გუნ­დი იზ­რუ­ნებს, მომ­ხმა­რე­ბე­ლი კი დას­ვე­ნე­ბას მშვი­დად შეძ­ლებს.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები

სტარტაპი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა, საკუთარი სახლის აივნის გამწვანებით დაიწყო - "ანემონეს" ექსკლუზიური მცენარეები

როცა ახალგაზრდა წყვილმა საკუთარი აივნის გამწვანებაზე ზრუნვა დაიწყო, მიხვდა, რომ საქართველოში არ არსებობდა ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ყველაფერს შეიძენდნენ. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სივრცე სახლთან ახლოს, სადაც იქნებოდა ყველაფერი, რაც გარემოს მცენარეებით გალამაზებისთვის არის საჭირო.

ასე შექმნეს სოციოლოგმა ანი არველაძემ და ექიმმა-რადიოლოგმა გიორგი უბირიამ სტარტაპი "ანემონე", რომლის მართვა თავად სიამოვნებას ანიჭებთ, მომხმარებლებს კი გარემოსა და შესაბამისად, ცხოვრების გალამაზებაში ეხმარებიან.

"გვიყვარს მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ არაერთი ქვეყანა, სადაც გამწვანებული აივნები ჩვენს ყურადღებას იქცევდა. დიდ სიამოვნებას გვანიჭებს საქართველოში მოგზაურობა და გვსურს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქშიც ვიხილოთ ბევრი გალამაზებული აივანი და სასიამოვნოდ მოწყობილი სამუშაო გარემო.

გვინდა, რომ მცენარეების მნიშვნელობა ყველამ გავიაზროთ, ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხადოთ და მათთან ურთიერთობით ესთეტიური სიამოვნება მივიღოთ," - განმარტავს სტარტაპერი ანი არველაძე.

ანის და გიორგის მცენარეების ძირითადი ნაწილი ევროპიდან ჩამოაქვთ, ნაწილი კი ადგილობრივი სათბურებიდან მოაქვთ. როგორც სტარტაპერები განმარტავენ, ოთახის მცენარეების მოვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მორწყვა, სწორი ადგილის შერჩევა, პერიოდულად ფოთლების გაწმენდა და სწორ დროს გადარგვა - მცენარის მოვლისთვის სრულიად საკმარისია.

"ანემონე" ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსში - "შენი სახლი ჯიქიაზე" მდებარეობს, სადაც ბევრი ახალი მოსახლეა.

"გვახარებს ის ფაქტი, რომ ახალი სახლისთვის მცენარის შეძენის სურვილი დიდია, ხშირად ჩვენი მომხმარებელი ბავშვია, რომელსაც სურს თავად გაზარდოს და მოუაროს მცენარეს, რაც ჩვენთვის დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა. ჩვენთან მცენარე ყველასთვის ხელმისაწვდომია და მისი ფასი 5 ლარიდან იწყება," - აღნიშნავს ანი არველაძე.

ანიმ და გიორგიმ სტარტაპი ერთმანეთის მხარდაჭერითა და თანადგომით შექმნეს. საქმიანობისას დიდი სირთულეები არ შეხვედრიათ, რადგან როგორც თვითონ ამბობენ, სტიმულსა და მხარდაჭერას იმ ადამიანებისგან გრძნობენ, ვისაც მათი წარმატების სჯერა.

"როცა რაიმეს სიყვარულით ქმნი, ყველა სირთულეს გადალახავ. ჩვენი სტარტაპის განვითარებაში ძალიან დაგვეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობაც. კარგად გავიაზრეთ, თუ რა დიდი შესაძლებლობები აქვთ სტარტაპერებს. სამომავლო მიზნების დასახვაში კი ძალიან დაგვეხმარა "სტარტაპ ტრენინგებში მონაწილეობაც," - ამბობს ანი.

ანის და გიორგი საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ და სამომავლოდ არაერთი იდეის განხორციელებას გეგმავენ. რადგან მცენარეებზე ზრუნვა მოგზაურობის მოყვარულებისთვის საკმაოდ რთულია, სტარტაპერებს სურთ, მომხმარებლებს მცენარეების "დატოვების სერვისი" შესთავაზონ - მცენარეებზე "ანემონეს" გუნდი იზრუნებს, მომხმარებელი კი დასვენებას მშვიდად შეძლებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი