პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?
რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?

"თქვენ ალ­ბათ გსმე­ნი­ათ, რომ ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლის გარ­და რა­მო­დე­ნი­მე ნა­ტი­ფი სხე­უ­ლიც გა­აჩ­ნია. შე­გახ­სე­ნებთ, ესე­ნია: 1. ეთე­რუ­ლი, 2.ას­ტრა­ლუ­რი, 3.მენ­ტა­ლუ­რი, 4. კა­ზუ­ა­ლუ­რი ანუ კარ­მუ­ლი, 5. ზე­ცი­უ­რი ანუ ბუდ­ჰუ­რი და 6. ატ­მა­ნუ­რი ანუ ღვთი­უ­რი.

რო­გორც ხე­დავთ, ფი­ზი­კურ­თან ერ­თად სულ 7 სხე­უ­ლი გა­მო­დის.

ჩვე­ნი 7 სხე­უ­ლი ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ე.წ. "სეპ­ტე­ნა­რის" 7 პლა­ნე­ტას.

რა კავ­ში­რია ამ სხე­უ­ლებ­სა და პლა­ნე­ტებს შო­რის?

თქვენ უკვე იცით, რომ მატ­რი­ცა­ში მოვ­ლი­ნე­ბამ­დე ყვე­ლა სული ერ­თი­ან ჰარ­მო­ნი­ა­ში სუ­ფევს ღვთი­ურ გარსში. მას არც სხე­უ­ლი გა­აჩ­ნია, არც სქე­სი... ასე ვთქვათ, შიშ­ვე­ლია.

რო­დე­საც აქ, მზის სის­ტე­მა­ში ჩვე­ნი პრო­ექ­ცია შე­მო­დის, ის სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვად გა­ივ­ლის ამ შვიდ პლა­ნე­ტას და სა­თი­თა­ოდ იმო­სე­ბა თითო ნა­ტი­ფი სხე­უ­ლით.

ვინც ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად გარ­კვე­უ­ლი ხართ იცით, სეპ­ტე­ნა­რის პლა­ნე­ტე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბე­ბი. ვინც არა და მო­გახ­სე­ნებთ:

ყვე­ლა­ზე გა­ნა­პი­რა აქე­დან, სა­ტურ­ნი იძ­ლე­ვა არა მხო­ლოდ შე­ზღუდ­ვებს და აკ­რძალ­ვებს, არა­მედ ფორ­მას აძ­ლევს ყვე­ლა­ფერს. სა­ტურ­ნის გავ­ლი­სას ჩვე­ნი სული, უფ­რო­მო ენერ­გია, იძენს ფორ­მას, ანუ სხე­ულს.

იუ­პი­ტე­რი შე­მეც­ნე­ბის პლა­ნე­ტაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - თვით­გან­ჭვრე­ტის. ის გუ­რუა, დიდი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მარ­სი - ეს არის აქ­ტი­ვო­ბა. ის გან­სა­ზღვრავს, თუ რო­გორ ვმოქ­მე­დებთ. იუ­პი­ტე­რის გავ­ლი­სას ჩვე­ნი სული იძენს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ფი­ლო­სო­ფი­ას, მსოფმ­ხედ­ვე­ლო­ბას.

ვე­ნე­რა - ჩვე­ნი ეს­თე­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნია; ვე­ნე­რას გავ­ლი­სას სული იძენს ეს­თე­ტუ­რო­ბას, სიყ­ვა­რუ­ლის უნარს.

მერ­კუ­რი - ჩვე­ნი მენ­ტა­ლო­ბა, გო­ნე­ბა, აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, სწო­რედ ამ უნა­რებს ვი­ძენთ მერ­კუ­რის გავ­ლი­სას.

მთვა­რე - გა­რე­მოს­თან გვა­გუ­ებს, ის ზრუ­ნავს ჩვენ­ზე, ამავდრო­უ­ლად მთვა­რე წარ­მო­ად­გენს ჩვენს ქვეც­ნო­ბი­ერს და გვიმ­ყა­რებს კავ­შირს ჩვენს ზედა "მე"-სთან.

და მზე - რომ­ლის გავ­ლი­სას უკვე ჩვენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბას ვი­ძენთ.

ანუ ამ შრე­ე­ბის გავ­ლით სული კრეფს კონ­კრე­ტულ თვი­სე­ბებს, რო­მე­ლიც შემ­დგომ მისი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზე პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბით ფიქ­სირ­დე­ბა.

ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს კვდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა. ის "ზე­ვით" სა­ჭი­რო აღარ არის. თუმ­ცა მას ჯერ კი­დევ არა აქვს პირ­ველ­ყო­ფი­ლი სი­შიშ­ვლე. ის ჯერ კი­დევ შე­მო­სი­ლია ნა­ტი­ფი სხე­უ­ლე­ბით. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმას წა­ა­გავს, ადა­მი­ან­მა რომ კაბა - შე­სა­მო­სე­ლი გა­ი­ხა­დოს, მაგ­რამ ტან­ზე დარ­ჩეს შიდა სა­მო­სი.

ამის შემ­დგომ ღვთი­უ­რი სა­წყი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი სუ­ლის პრო­ექ­ცია კვლავ გა­ივ­ლის პლა­ნე­ტა­რულ შრე­ებს, რომ­ლე­ბიც უკვე რო­გორც ფილტრე­ბი, ისე მუ­შა­ო­ბენ, აცი­ლი­ან რა მას ყო­ვე­ლი შრის გავ­ლი­სას თითო ნა­ტიფ სხე­ულს, რათა სული ისე­თი­ვე გამ­ჭირ­ვა­ლე და მსუ­ბუ­ქი და­უბ­რუნ­დეს უფალს, რო­გო­რიც მის­გან წა­მო­ვი­და.

ფაქ­ტობ­რი­ვად, უკუს­ვლი­სას პლა­ნე­ტე­ბი ხდე­ბი­ან ჩვე­ნი "გან­საწ­მენ­დელ­ნი". ასე და­ა­წე­სა სამ­ყა­როს უმაღ­ლეს­მა კოს­მი­ურ­მა გონ­მა, იმან, რო­მელ­საც ჩვენ ღმერ­თს ვუ­წო­დებთ. ამა­შია მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა".

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?

რა წარმოადგენს ადამიანის 7 ნატიფი სხეული და რა კავშირი აქვთ მათ პლანეტებთან?

"თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანს ფიზიკური სხეულის გარდა რამოდენიმე ნატიფი სხეულიც გააჩნია. შეგახსენებთ, ესენია: 1. ეთერული, 2.ასტრალური, 3.მენტალური, 4. კაზუალური ანუ კარმული, 5. ზეციური ანუ ბუდჰური და 6. ატმანური ანუ ღვთიური.

როგორც ხედავთ, ფიზიკურთან ერთად სულ 7 სხეული გამოდის.

ჩვენი 7 სხეული ზუსტად შეესაბამება ე.წ. ''სეპტენარის'' 7 პლანეტას.

რა კავშირია ამ სხეულებსა და პლანეტებს შორის?

თქვენ უკვე იცით, რომ მატრიცაში მოვლინებამდე ყველა სული ერთიან ჰარმონიაში სუფევს ღვთიურ გარსში. მას არც სხეული გააჩნია, არც სქესი... ასე ვთქვათ, შიშველია.

როდესაც აქ, მზის სისტემაში ჩვენი პროექცია შემოდის, ის საფეხურებრივად გაივლის ამ შვიდ პლანეტას და სათითაოდ იმოსება თითო ნატიფი სხეულით.

ვინც ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ხართ იცით, სეპტენარის პლანეტების დანიშნულებები. ვინც არა და მოგახსენებთ:

ყველაზე განაპირა აქედან, სატურნი იძლევა არა მხოლოდ შეზღუდვებს და აკრძალვებს, არამედ ფორმას აძლევს ყველაფერს. სატურნის გავლისას ჩვენი სული, უფრომო ენერგია, იძენს ფორმას, ანუ სხეულს.

იუპიტერი შემეცნების პლანეტაა, შეიძლება ითქვას - თვითგანჭვრეტის. ის გურუა, დიდი მასწავლებელი.

მარსი - ეს არის აქტივობა. ის განსაზღვრავს, თუ როგორ ვმოქმედებთ. იუპიტერის გავლისას ჩვენი სული იძენს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, მსოფმხედველობას.

ვენერა - ჩვენი ესთეტიური არჩევანია; ვენერას გავლისას სული იძენს ესთეტურობას, სიყვარულის უნარს.

მერკური - ჩვენი მენტალობა, გონება, აზროვნების უნარი, სწორედ ამ უნარებს ვიძენთ მერკურის გავლისას.

მთვარე - გარემოსთან გვაგუებს, ის ზრუნავს ჩვენზე, ამავდროულად მთვარე წარმოადგენს ჩვენს ქვეცნობიერს და გვიმყარებს კავშირს ჩვენს ზედა ''მე''-სთან.

და მზე - რომლის გავლისას უკვე ჩვენს ინდივიდუალურობას ვიძენთ.

ანუ ამ შრეების გავლით სული კრეფს კონკრეტულ თვისებებს, რომელიც შემდგომ მისი დაბადების მომენტში პირად ასტროლოგიურ რუკაზე პლანეტების განლაგებით ფიქსირდება.

ფიზიკური სხეულის გარდაცვალების დროს კვდება ინდივიდუალურობა. ის ''ზევით'' საჭირო აღარ არის. თუმცა მას ჯერ კიდევ არა აქვს პირველყოფილი სიშიშვლე. ის ჯერ კიდევ შემოსილია ნატიფი სხეულებით. ეს დაახლოებით იმას წააგავს, ადამიანმა რომ კაბა - შესამოსელი გაიხადოს, მაგრამ ტანზე დარჩეს შიდა სამოსი.

ამის შემდგომ ღვთიური საწყისისკენ მიმავალი სულის პროექცია კვლავ გაივლის პლანეტარულ შრეებს, რომლებიც უკვე როგორც ფილტრები, ისე მუშაობენ, აცილიან რა მას ყოველი შრის გავლისას თითო ნატიფ სხეულს, რათა სული ისეთივე გამჭირვალე და მსუბუქი დაუბრუნდეს უფალს, როგორიც მისგან წამოვიდა.

ფაქტობრივად, უკუსვლისას პლანეტები ხდებიან ჩვენი ''განსაწმენდელნი''. ასე დააწესა სამყაროს უმაღლესმა კოსმიურმა გონმა, იმან, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ. ამაშია მათი დანიშნულება".

ასტროლოგი ხათუნა ნოელი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს