სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"

ფსო­რი­ა­ზი კა­ნის ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლი­თაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა. ზუს­ტი ცნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ 1998-2000 წლებ­ში კა­ნი­სა და ვენ­სნე­უ­ლე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზით, ფსო­რი­ა­ზის ხვდრი­თი წილი ასე­თი იყო - 3,0-3,5%. აშშ-ში მო­სახ­ლე­ო­ბის 2%-ს ეს და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს. იგი თა­ნაბ­რად გვხვდე­ბა კა­ცებ­ში და ქა­ლებ­ში და 10-დან 40 წლამ­დე ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა მისი სა­წყი­სი გა­მოვ­ლე­ნა შე­საძ­ლოა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში.

და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად ირაკ­ლი კუ­ტა­ლია, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი გვე­სა­უბ­რე­ბა:

"ფსო­რი­ა­ზის გა­მომ­წვე­ვი ზუს­ტი მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა, გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი და იმუ­ნუ­რი სის­ტე­მაა, აგ­რეთ­ვე ნერ­ვი­ულ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი და უმე­ტეს შემ­თხე­ვა­ში, ამ და­ა­ვა­დე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი სტრე­სია. ფსო­რი­ა­ზი ხა­სი­ათ­დე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით, პე­რი­ო­დუ­ლი გამ­წვა­ვე­ბე­ბით და რე­მი­სი­ე­ბით".

ექი­მის თქმით, ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბია: ბალ­თო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი მთელ სხე­ულ­ზე (გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ფსო­რი­ა­ზი), თუმ­ცა არ­სე­ბობს სხვა ფორ­მე­ბიც... მას უმე­ტე­სად ახა­სი­ა­ტებს: ქა­ვი­ლი, აქერ­ცვლა, ჰი­პე­რე­მია (სი­წით­ლე). და­ა­ვა­დე­ბა ბალ­თო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბი­სა და აქერცლი­ლი უბ­ნე­ბის სა­ხით ვლინ­დე­ბა.

"იმის გამო, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­დე­ბაა, ფსო­რი­ა­ზის სრუ­ლი გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა, თუმ­ცა სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხან­გრძილ­ვი რე­მი­სია მი­ი­ღე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი გაგ­რძელ­დეს, რაც ზოგი პა­ცი­ენ­ტის­თვის გან­კურ­ნე­ბის ტოლ­ფა­სია," - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი და გან­გვი­მარ­ტავს, თუ რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი. მისი თქმით, ერთ-ერთი მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მე­თოდ­თან ერ­თად, მკურ­ნა­ლო­ბი­სას წამ­ყვა­ნი როლი ფო­ტო­თე­რა­პი­ას უჭი­რავს, რო­მე­ლიც ბევ­რი წე­ლია, ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი. ფო­ტო­თე­რა­პია ეს არის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, აქვს ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი და ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის უნა­რი. ასე­ვე არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო მე­თო­დი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ ჰორ­მო­ნის მი­ღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ან სრუ­ლად გა­მოვ­რი­ცხოთ ჰორ­მო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის დროს".

- ფსო­რი­აზ­მა სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ზე შე­იძ­ლე­ბა იჩი­ნოს თავი?

- ამ და­ა­ვა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა თავი იჩი­ნოს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლო­კა­ცია არის იდაყ­ვი, მუხ­ლი, თა­ვის თმი­ა­ნი არე, წე­ლის მი­და­მო, ხე­ლის მტე­ვა­ნი და ფე­ხის ტერ­ფი.

- რა არის ამ და­ავ­დე­ბის პრე­ვენ­ცია?

- ფსო­რი­ა­ზის პრე­ვენ­ცია არის სტრე­სის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი სწო­რი კვე­ბა, ასე­ვე სწო­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი, ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა...

ამ და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ად შე­იძ­ლე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა რად­გა­ნაც ფსო­რი­ა­ზი ამო­უც­ნო­ბი გე­ნე­ზის და­ა­ვა­დე­ბაა, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს გა­უჩ­ნდეს, პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მის დროს სა­ჭი­როა, ექიმ­თან ვი­ზი­ტი და ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ფსო­რი­ა­ზი გა­ნა­ჩე­ნი არ არის!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"

რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"

ფსორიაზი კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელითაც ბევრი ადამიანი იტანჯება. ზუსტი ცნობები საქართველოში ამ დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 1998-2000 წლებში კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზით, ფსორიაზის ხვდრითი წილი ასეთი იყო - 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2%-ს ეს დაავადება აწუხებს. იგი თანაბრად გვხვდება კაცებში და ქალებში და 10-დან 40 წლამდე ვლინდება, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში.

დაავადების შესახებ უფრო ვრცლად ირაკლი კუტალია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი გვესაუბრება:

"ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ დაავადების განვითარების ფაქტორები გენეტიკური მიდრეკილება, გარემო ფაქტორები და იმუნური სისტემაა, აგრეთვე ნერვიულ ფსიქოლოგიური ფონი და უმეტეს შემთხევაში, ამ დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორი სტრესია. ფსორიაზი ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, პერიოდული გამწვავებებით და რემისიებით".

ექიმის თქმით, ამ დაავადების სიმპტომებია: ბალთოვანი გამონაყარი მთელ სხეულზე (გენერალიზებული ფსორიაზი), თუმცა არსებობს სხვა ფორმებიც... მას უმეტესად ახასიატებს: ქავილი, აქერცვლა, ჰიპერემია (სიწითლე). დაავადება ბალთოვანი ელემენტებისა და აქერცლილი უბნების სახით ვლინდება.

"იმის გამო, რომ ქრონიკული დაავდებაა, ფსორიაზის სრული განკურნება არ ხდება, თუმცა სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ხანგრძილვი რემისია მიიღება, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს, რაც ზოგი პაციენტისთვის განკურნების ტოლფასია," - გვეუბნება ექიმი და განგვიმარტავს, თუ როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობის პროცესი. მისი თქმით, ერთ-ერთი მედიკამენტოზურ მეთოდთან ერთად, მკურნალობისას წამყვანი როლი ფოტოთერაპიას უჭირავს, რომელიც ბევრი წელია, ამერიკისა და ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით არის აპრობირებული. ფოტოთერაპია ეს არის ულტრაიისფერი სხივების განსაზღვრული რაოდენობა, აქვს ადგილობრივი სამკურნალო ეფექტი და ხანგრძლივი რემისიის უნარი. ასევე არის სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ჰორმონის მიღების საჭიროება ან სრულად გამოვრიცხოთ ჰორმონის გამოყენება მკურნალობის დროს".

- ფსორიაზმა სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება იჩინოს თავი?

- ამ დაავადებამ შეიძლება თავი იჩინოს სხეულის ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ლოკაცია არის იდაყვი, მუხლი, თავის თმიანი არე, წელის მიდამო, ხელის მტევანი და ფეხის ტერფი.

- რა არის ამ დაავდების პრევენცია?

- ფსორიაზის პრევენცია არის სტრესის თავიდან აცილება, ინდივიდუალურად შერჩეული სწორი კვება, ასევე სწორი ცხოვრების რიტმი, ძილის მოწესრიგება...

ამ დაავადების პრევენციად შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩაითვალოს, თუმცა რადგანაც ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს, პირველივე სიმპტომის დროს საჭიროა, ექიმთან ვიზიტი და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ქრონიკული დაავადებაა, ფსორიაზი განაჩენი არ არის!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE