ანჯელინა ჯოლის წონა მედიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე მისი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება. 16 წლის განმავლობაში მსახიობმა მასის თითქმის ნახევარი დაკარგა. ფილმის "ლარა კროფტი" გადაღებისას ჯოლი 65 კგ იყო, ბოლო წლებში კი მისი წონა 45 კგ-მდე შემცირდა, რაც მისი სიმაღლისთვის (170 სმ.) საკმაოდ საშიში მაჩვენებელია.
ანჯელინა კლებას კვლავ განაგრძობს. გამოცემა Star საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯოლი ახლა სულ 35 კგ-ს იწონის, საკუთარი 11 წლის შვილზე, შაილოზე 2 კგ-ით ნაკლებს.
ინსაიდერების თქმით, ანჯელინას წონა მეგობრებს ძალიან ადარდებთ, მათთან ერთად - ბრედ პიტსაც, რომელმაც არაერთხელ სთხოვა ჯოლის, ექიმებისთვის მიემართა.
თუმცა, ტაბლოიდი Gossip Cop წერს, რომ ანჯელინა 35 კგ-ზე ბევრად მეტს იწონის და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.