პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შა­ბა­თი, მთვა­რის მე­ხუ­თე დღე და­ი­წყე­ბა 08:56-ზე, მთვა­რე ლომ­შია – ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ კრე­ა­ტი­უ­ლი ხართ და მიზ­ნის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ. უნდა და­იც­ვათ თქვე­ნი პრინ­ცი­პე­ბი და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რაც და­ი­წყეთ. გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა – ავე­ჯის გა­და­წყო­ბი­დან ბიზ­ნე­სის კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლამ­დე. არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის წარ­მარ­თვა. ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, კარ­გია ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა
ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის­გან იყო ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბა. ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ლეს­ტი­ნი­დან სამი რა­კე­ტა ის­რო­ლეს, - ერთ-ერთი სა­ბავ­შვო ბაღს და­ე­ცა... ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, მიკი რო­ზენ­ფელ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­ზღვრე ქა­ლაქ სდე­როგ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი რა­კე­ტა სა­ბავ­შვო ბაღს მა­ა­შინ და­ე­ცა, რო­დე­საც ბაშ­ვე­ბი იქ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ...

რო­ზენ­ფელ­დის თქმით, კი­დევ ერთი რა­კე­ტა ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე ჩა­მო­ვარ­და და მან­ქა­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. მე­სა­მე რა­კე­ტა რა­კეტ­სა­წი­ნაღ­მდე­გო კომ­პლექსს და­ე­ცა და მისი "რკი­ნის ბადე" გა­არ­ღვია.

თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის 6 სა­მიზ­ნე­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში, მათ შო­რის არის - საწ­ვრთნე­ლი ბა­ნა­კი, ია­რა­ღის სა­წყო­ბი და მე­ომ­რე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრი... ყვე­ლა მათ­გა­ნი "ჰა­მასს" ეკუთ­ვნის. სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 25 ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე და­შავ­და, ორი კი - და­ი­ღუ­პა.

დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბას, ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად იე­რუ­სა­ლი­მის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, 9 დე­კემ­ბერს უკვე მოჰ­ყვა გაგ­რძე­ლე­ბა - პა­ლეს­ტი­ნელ­თა ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 760 და­შავ­და...

თა­ვის მხრივ, სა­უ­დის არა­ბეთ­მა, პა­ლეს­ტი­ნას დე­და­ქა­ლა­ქად აბუ-დი­სის გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. გა­მო­ცე­მა "ებ­რა­უ­ლი სამ­ყა­როს" ანა­ლი­ტი­კო­სი, ჯო­ნა­თან ტო­ბი­ნა თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წერს, რომ შე­საძ­ლოა, ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ტრამ­პის ყო­ფილ მრჩე­ველს სტივ ბე­ნონს ეკუთ­ვნო­დეს, რო­მელ­საც "ის­რა­ე­ლი­დან წა­სულ ამე­რი­კელ-ებ­რა­ე­ლებ­ში ინ­დი­კა­ტო­რის ფუნ­ქცია აქვს." მისი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ მხარ­და­ჭე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ბევ­რი მას ან­ტი­სე­მი­ტად მი­იჩ­ნევს. ამავდრო­უ­ლად, პა­ლეს­ტი­ნე­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ ის საკ­მა­ოდ სო­ლი­და­რუ­ლია ...

დარ­წმუ­ნე­ბით ვე­რა­ვინ ამ­ბობს, ტრამ­პის მიერ იე­რუ­სა­ლი­მის ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­ცხა­დე­ბა­ში ებ­რა­ულ­მა დი­ას­პო­რამ გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა თუ არა, მაგ­რამ და­სავ­ლუ­რი პრე­სა მათ გავ­ლე­ნა­ზე და თეთრ სახ­ლში ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან პერ­სო­ნა­ზე, სტივ ბე­ნონ­ზე და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს მსჯე­ლობს...

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: იე­რუ­სა­ლი­მის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რია - რა იქ­ნე­ბა ხვალ?...

ინ­ტერ­ნე­გა­მო­ცე­მა Breitbart-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და თეთ­რი სახ­ლის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი სტივ ბე­ნო­ნი, იმ გავ­ლე­ნე­ბის გამო, რის­თვი­საც რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, ბოლო დროს თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ფი­გუ­რა გახ­და.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Breitbart-ის გავ­ლე­ნა და მისი გავ­ლე­ნი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი

ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან კარ­გი რე­პუ­ტა­ცია მო­ი­პო­ვა, საკ­მა­ოდ რე­ი­ტინ­გუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შექ­მნა­ში ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა და შე­დე­გი, რის­თვი­საც იბ­რძო­და, დად­გა - ეს იყო ტრი­ბუ­ნა, რომ­ლი­თაც ამე­რი­კე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი თა­ვის სათ­ქმელს ამ­ბობ­დნენ.

ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი­სა და წი­ნა­პი­რო­ბის გამო, ბე­ნო­ნი, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­მარ­ჯვე­ნე მოძ­რა­ო­ბა­ში გავ­ლე­ნი­ან და ავ­ტო­რი­ტე­ტულ პი­როვ­ნე­ბად ით­ვლე­ბო­და. მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის გავ­ლე­ნი­ან წრე­ებ­ში, რო­მე­ლიც მას ან­ტი­სე­მი­ტად მო­იხ­სე­ნი­ებ­და, მის­გან თა­ვის შორს და­ჭე­რას არ­ჩევ­დნენ.

თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, ბე­ნო­ნის დაც­ვას ცდი­ლობ­დნენ ამე­რი­კელ ებ­რა­ელ­თა დი­ას­პო­რის გავ­ლე­ნი­ა­ნი პერ­სო­ნე­ბი, მათ შო­რის, ამე­რი­კის სი­ო­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მორ­ტონ კლი­ა­ნი... ბე­ნონს საკ­მა­ოდ მდი­და­რი სამ­ხედ­რო "ბექ­რა­უნ­დი" აქვს, - ის წარ­სულ­ში ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის ოფი­ცე­რი იყო, ბან­კი­რი და კო­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, თუ არ ჩავ­თვლით, ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Breitbart-ს, რო­მელ­საც 2012 წლი­დან, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ენ­დრიუ ბრე­იტ­ბარ­ტის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

გა­მო­ცე­მა, თა­ვის დრო­ზე, ძალ­ზე კონ­სერ­ვა­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ო­და - მთელ რიგ სა­კი­თხებ­ში, ლი­ბე­რა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მათ შო­რის ის­რა­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, ახლა Breitbartt ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ხის­ტი პო­ზი­ცი­ე­ბით, მათ შო­რის, ემიგ­რა­ცი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის კუ­თხით. სა­ერ­თო­დაც, თუკი ეს გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა, "ბო­რო­ტი ენე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ ტრამ­პი პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძელს სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მა­სა და მის ხელ­მძღვა­ნელს უნდა უმად­ლო­დეს...

თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ "არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს" მღელ­ვა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ინარ­ჩუ­ნებს სიმ­შვი­დეს; მა­ინც რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო სცე­ნა­რი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში; რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის გა­ი­ზი­ა­რებს ამე­რი­კის პო­ზი­ცი­ას და მა­ში­ნაც, - თუ არ გა­ი­ზი­ა­რებს;

ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო და არას­ტან­დარ­ტუ­ლია, - ერთ მხა­რეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე ამე­რი­კა და მისი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მე­ო­რე­ზე კი მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­თი, რო­მელ­საც სუ­ლაც არ აწყობს ამე­რი­კის ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთს შო­რის, მა­ინც და მა­ინც შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვთ, რაც და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს და და­ფიქ­რე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა...

თუმ­ცა, კი­დევ ერთი ნა­წი­ლის თქმით, დო­ნალდ ტრამპმა უბ­რა­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თო­რემ პრო­ცე­სი ისე­დაც დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლი იყო... ახლა სა­ქარ­თვე­ლომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რათა რე­გი­ონ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია არ და­აჩ­ქა­როს ან ამ ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტამ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი არ და­ა­ზი­ნოს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

ვინ არის კაცი, რომლის გავლენითაც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა

როგორც საერთაშორისო ექსპერტებისგან იყო ნავარაუდევი, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ყოველდღიურად მწვავდება. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, პალესტინიდან სამი რაკეტა ისროლეს, - ერთ-ერთი საბავშვო ბაღს დაეცა... ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის, მიკი როზენფელდის ინფორმაციით, მოსაზღვრე ქალაქ სდეროგში ჩამოვარდნილი რაკეტა საბავშვო ბაღს მააშინ დაეცა, როდესაც ბაშვები იქ არ იმყოფებოდნენ...

როზენფელდის თქმით, კიდევ ერთი რაკეტა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამოვარდა და მანქანები დააზიანა. მესამე რაკეტა რაკეტსაწინაღმდეგო კომპლექსს დაეცა და მისი "რკინის ბადე" გაარღვია.

თავის მხრივ, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის 6 სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის არის - საწვრთნელი ბანაკი, იარაღის საწყობი და მეომრების სასწავლო ცენტრი... ყველა მათგანი "ჰამასს" ეკუთვნის. საპასუხო მოქმედებების შედეგად 25 ისრაელის მოქალაქე დაშავდა, ორი კი - დაიღუპა.

დონალდ ტრამპის განცხადებას, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, 9 დეკემბერს უკვე მოჰყვა გაგრძელება - პალესტინელთა ისრაელის პოლიციასთან შეტაკების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა...

თავის მხრივ, საუდის არაბეთმა, პალესტინას დედაქალაქად აბუ-დისის გამოცხადება შესთავაზა. გამოცემა "ებრაული სამყაროს" ანალიტიკოსი, ჯონათან ტობინა თავის პუბლიკაციაში წერს, რომ შესაძლოა, ეს ინიციატივა ტრამპის ყოფილ მრჩეველს სტივ ბენონს ეკუთვნოდეს, რომელსაც "ისრაელიდან წასულ ამერიკელ-ებრაელებში ინდიკატორის ფუნქცია აქვს." მისი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, ბევრი მას ანტისემიტად მიიჩნევს. ამავდროულად, პალესტინელი აქტივისტების მიმართ ის საკმაოდ სოლიდარულია ...

დარწმუნებით ვერავინ ამბობს, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებაში ებრაულმა დიასპორამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თუ არა, მაგრამ დასავლური პრესა მათ გავლენაზე და თეთრ სახლში ჯერ კიდევ საკმაოდ გავლენიან პერსონაზე, სტივ ბენონზე და მისი მონაწილეობით მიმდინარე პროცესებზე ძალიან ბევრს მსჯელობს...

ასევე წაიკითხეთ: იერუსალიმისთვის ბრძოლის ისტორია - რა იქნება ხვალ?...

ინტერნეგამოცემა Breitbart-ის გენერალური დირექტორი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, იმ გავლენების გამო, რისთვისაც რესპუბლიკურ პარტიაში ცვლილებები გამოიწვია, ბოლო დროს თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ბევრისთვის მიუღებელი ფიგურა გახდა.

ინტერნეტგამოცემა Breitbart-ის გავლენა და მისი გავლენიანი ხელმძღვანელი

ამერიკულ პოლიტიკაში ძალიან კარგი რეპუტაცია მოიპოვა, საკმაოდ რეიტინგული ინტერნეტგამოცემის საშუალებით, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა და შედეგი, რისთვისაც იბრძოდა, დადგა - ეს იყო ტრიბუნა, რომლითაც ამერიკელი ებრაელები თავის სათქმელს ამბობდნენ.

ბევრი სხვადასხვა მიზეზისა და წინაპირობის გამო, ბენონი, ალტერნატიულ მემარჯვენე მოძრაობაში გავლენიან და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა. მის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რესპუბლიკური პარტიის გავლენიან წრეებში, რომელიც მას ანტისემიტად მოიხსენიებდა, მისგან თავის შორს დაჭერას არჩევდნენ.

თუმცა, იმავდროულად, ბენონის დაცვას ცდილობდნენ ამერიკელ ებრაელთა დიასპორის გავლენიანი პერსონები, მათ შორის, ამერიკის სიონისტური ორგანიზაციის პრეზიდენტი მორტონ კლიანი... ბენონს საკმაოდ მდიდარი სამხედრო "ბექრაუნდი" აქვს, - ის წარსულში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო, ბანკირი და კონოინდუსტრიაში გავლენიანი ფიგურა, თუ არ ჩავთვლით, ზემოთ ხსენებულ ინტერნეტგამოცემა Breitbart-ს, რომელსაც 2012 წლიდან, მისი დამფუძნებლის, ენდრიუ ბრეიტბარტის სიკვდილის შემდეგ, ის ხელმძღვანელობდა.

გამოცემა, თავის დროზე, ძალზე კონსერვატული პოზიციით გამოირჩეოდა - მთელ რიგ საკითხებში, ლიბერალური მედიასაშუალებების პოზიციას არ ითვალისწინებდა, მათ შორის ისრაელთან დაკავშირებით, თუმცა, ახლა Breitbartt ცნობილია თავისი ხისტი პოზიციებით, მათ შორის, ემიგრაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის კუთხით. საერთოდაც, თუკი ეს გადაჭარბებული შეფასება არ იქნება, "ბოროტი ენები" ამბობენ, რომ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს სწორედ ამ გამოცემასა და მის ხელმძღვანელს უნდა უმადლოდეს...

თუმცა, საქმე ის არის, რომ "არაბული სამყაროს" მღელვარების კვალდაკვალ, ისრაელის ხელისუფლება, შეძლებისდაგვარად ინარჩუნებს სიმშვიდეს; მაინც როგორი შეიძლება იყოს მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი ახლო აღმოსავლეთში; როგორ შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი საქართველოზე იმ შემთხვევაში, თუ ის გაიზიარებს ამერიკის პოზიციას და მაშინაც, - თუ არ გაიზიარებს;

ექსპერტების შეფასებით, ვითარება საკმაოდ სახიფათო და არასტანდარტულია, - ერთ მხარეს არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკა და მისი ექსცენტრიკული პრეზიდენტი, მეორეზე კი მეზობელი თურქეთი, რომელსაც სულაც არ აწყობს ამერიკის ახალი გადაწყვეტილება.

ამას ისიც ემატება, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის, მაინც და მაინც შეხმატკბილებული ურთიერთობა არ აქვთ, რაც დამატებით საფრთხეს და დაფიქრების საფუძველს იძლევა...

თუმცა, კიდევ ერთი ნაწილის თქმით, დონალდ ტრამპმა უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღო, თორემ პროცესი ისედაც დიდი ხნის დაწყებული იყო... ახლა საქართველომ მაქსიმალურად ფრთხილი და დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რათა რეგიონში უკვე დაწყებული ჯაჭვური რეაქცია არ დააჩქაროს ან ამ ჯაჭვის გაწყვეტამ მისი ინტერესები არ დააზინოს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე