პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები
გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები

თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბის და მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პე­რი­ო­დუ­ლად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ატო­მურ ობი­ექ­ტზე რა­დი­ა­ცი­უ­ლი ავა­რი­ე­ბი მა­ინც ხდე­ბა. რო­გორც წესი, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი და­უ­დევ­რო­ბით, გულ­გრი­ლო­ბით, სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის მიერ არას­წო­რედ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გათ­ვლე­ბით ან ატო­მუ­რი ობი­ექ­ტის პრო­ექ­ტი­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

2017 წლის ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში, გერ­მა­ნი­ა­ში რა­დი­ა­ცი­უ­ლი დაც­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ჰა­ერ­ში რა­დი­აქ­ტი­უ­ლი იზი­ტოპ რუ­ტე­ნი­უ­მის (Ru-106) და­საშ­ვებ­ზე დიდი დოზა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ორი­ო­დე კვი­რის შემ­დეგ იგი­ვე იზო­ტი­პი ფრან­გმა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რეს.

ჰა­ე­რის მა­სე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­პე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რუ­ტე­ნი­უ­მის გაფ­რქვე­ვა რუ­სეთ­ში კერ­ძოთ ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქში მოხ­და.

ამ ად­გი­ლას 1948 წლი­დან სა­წარ­მო Маяк-ი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის კომ­პო­ნენ­ტებს აწარ­მო­ებს და ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ახ­დენს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სულ­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა Маяк-დან რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­ჟონ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს, მსგავ­სი ავა­რი­ე­ბი სა­წარ­მოს ის­ტო­რი­ა­ში ად­რეც მომ­ხდა­რა. ზო­გა­დად Маяк-ი ყო­ველ­თვის დიდი ავა­რი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. 1953 წლი­დან 2000 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 25-მდე მსხვი­ლი და მცი­რე ავა­რია მოხ­და. იყო პერ­სო­ნა­ლის და­ღუპ­ვის და რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ატ­მოს­ფე­რო­სა და ნი­ა­დაგ­ში გა­ჟონ­ვის პრე­ცენ­დენ­ტე­ბი.

ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი - კიშ­ტი­მის ავა­რი­ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი შემ­თხვე­ვა 1957 წლის 29 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. მა­შინ Маяк-ი ისე­ვე რო­გორც ქა­ლა­ქი ჩე­ლი­ა­ბინ­სკ-40-ი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი იყო. მწობ­რი­დან გა­მო­სულ­მა გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მამ რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ცავ­ში აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ 1 მეტ­რი სის­ქის და 160 ტ წო­ნის სა­ხუ­რა­ვი სა­ცავს მო­აგ­ლი­ჯა. რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ღრუ­ბე­ლი 1-2 კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე ავი­და.

ავა­რი­ი­დან 1-12 სთ-ის შემ­დეგ ქარ­მა რა­დი­აქ­ტი­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ეპი­ცენ­ტრი­დან 300-350 კმ-ზე გა­ავ­რცე­ლა. და­ბინ­ძუ­რე­ბულ ზო­ნა­ში 217 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი და მას­ში მცხოვ­რე­ბი 270 000 ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა. ავა­რი­ის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის, ეპი­ცენ­ტრთან ყვე­ლა­ზე ახლო მყო­ფი 23 სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად გა­და­ა­სახ­ლეს. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და პი­რუ­ტყვი გა­ა­ნად­გუ­რეს. ავა­რი­ი­დან პირ­ველ 10 დღე­ში დას­ხი­ვე­ბის­გან 200 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მთლი­ა­ნო­ბა­ში კიშ­ტი­მის ავა­რი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვმა 250 ათასს ადა­მი­ანს მი­აღ­წია. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სსრკ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ლავ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას კიშ­ტი­მის ავა­რი­ის შე­სა­ხებ და რე­ა­ლურ ციფ­რებ­საც ამა­ხინ­ჯებ­და.

1985 წლის 10 აგ­ვის­ტოს მსხვი­ლი რა­დი­ა­ცი­უ­ლი ავა­რია სსრკ-ს წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტის ბა­ზა­ზე მოხ­და. ჩაჟ­მას ჯუ­რე­ში ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნავ К-431-ზე რე­აქ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ზო­ნის გა­და­ტა­ნი­სას, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის და მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­წე­რი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის უხეშ­მა დარ­ღვე­ვამ რე­აქ­ტო­რის კორ­პუ­სის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე 10 ადა­მი­ა­ნი მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ი­ღუ­პა. რე­აქ­ტო­რის გა­რეთ გა­მოფრქვე­ულ­მა აქ­ტი­ურ­მა ზო­ნამ ძლი­ე­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. წყალ­ქვე­შა ნავ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ჩქა­რო­ბას 2 სთ და­ჭირ­და.

წყნა­რი ოკე­ა­ნის ფლო­ტის მე­თა­უ­რო­ბამ ჩიჟ­მას ყურე სა­ინ­ფორ­მა­ციო ბლო­კა­და­ში მო­აქ­ცია. იმა­ვე დღის სა­ღა­მოს ყუ­რის მიმ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს კავ­ში­რი გა­უ­თი­შეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის ეში­ნო­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით რა­დი­ა­ცი­უ­ლი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შავ­და 290 ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა მათ­გან­მა რა­დი­ა­ცი­ის სხვა­დას­ხვა დოზა მი­ი­ღო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები

გადასახლებული სოფლები და ათასობით დახოცილი ადამიანი - გარემოს რადიაციული დაბინძურების გაუხმაურებელი შემთხვევები

თანამედროვე სისტემების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების მიუხედავად, პერიოდულად მსოფლიოს სხვადასხვა ატომურ ობიექტზე რადიაციული ავარიები მაინც ხდება. როგორც წესი, მსგავსი ფაქტები დაუდევრობით, გულგრილობით, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ არასწორედ შესრულებული გათვლებით ან ატომური ობიექტის პროექტირება-მშენებლობისას დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული.

2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, გერმანიაში რადიაციული დაცვის ფედერალურმა სამსახურმა ევროპის რამდენიმე ქალაქში ჰაერში რადიაქტიული იზიტოპ რუტენიუმის (Ru-106) დასაშვებზე დიდი დოზა აღმოაჩინა. ორიოდე კვირის შემდეგ იგივე იზოტიპი ფრანგმა სპეციალისტებმაც დააფიქსირეს.

ჰაერის მასების გადაადგილებაზე დაკვირვებით და ქარის მიმართულებების გათვალისწინებით, ევროპელი სპეციალისტების დასკვნით, დიდი რაოდენობით რუტენიუმის გაფრქვევა რუსეთში კერძოთ ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა.

ამ ადგილას 1948 წლიდან საწარმო Маяк-ი ფუნქციონირებს, რომელიც ბირთვული იარაღის კომპონენტებს აწარმოებს და ბირთვული საწვავის ნარჩენების გადამუშავებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა სააგენტოებმა Маяк-დან რადიაციული ნივთიერებების გაჟონვის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყვეს, მსგავსი ავარიები საწარმოს ისტორიაში ადრეც მომხდარა. ზოგადად Маяк-ი ყოველთვის დიდი ავარიულობით გამოირჩეოდა. 1953 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში საწარმოს ტერიტორიაზე 25-მდე მსხვილი და მცირე ავარია მოხდა. იყო პერსონალის დაღუპვის და რადიაციული ნივთიერებების ატმოსფეროსა და ნიადაგში გაჟონვის პრეცენდენტები.

ყველაზე მსხვილი - კიშტიმის ავარიის სახელით ცნობილი შემთხვევა 1957 წლის 29 სექტემბერს მოხდა. მაშინ Маяк-ი ისევე როგორც ქალაქი ჩელიაბინსკ-40-ი გასაიდუმლოებული ობიექტი იყო. მწობრიდან გამოსულმა გაგრილების სისტემამ რადიაქტიული ნარჩენების საცავში აფეთქება გამოიწვია. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ 1 მეტრი სისქის და 160 ტ წონის სახურავი საცავს მოაგლიჯა. რადიაქტიული ღრუბელი 1-2 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა.

ავარიიდან 1-12 სთ-ის შემდეგ ქარმა რადიაქტიული ნივთიერებები ეპიცენტრიდან 300-350 კმ-ზე გაავრცელა. დაბინძურებულ ზონაში 217 დასახლებული პუნქტი და მასში მცხოვრები 270 000 ადამიანი მოხვდა. ავარიის ლიკვიდაციისთვის, ეპიცენტრთან ყველაზე ახლო მყოფი 23 სოფელი მთლიანად გადაასახლეს. შენობა-ნაგებობები და პირუტყვი გაანადგურეს. ავარიიდან პირველ 10 დღეში დასხივებისგან 200 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში კიშტიმის ავარიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვმა 250 ათასს ადამიანს მიაღწია. დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ს ხელისუფლება მალავდა ინფორმაციას კიშტიმის ავარიის შესახებ და რეალურ ციფრებსაც ამახინჯებდა.

1985 წლის 10 აგვისტოს მსხვილი რადიაციული ავარია სსრკ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზაზე მოხდა. ჩაჟმას ჯურეში ატომურ წყალქვეშა ნავ К-431-ზე რეაქტორის აქტიური ზონის გადატანისას, უსაფრთხოების ნორმების და მსგავსი სამუშაოების ჩატარებისას გაწერილი ტექნოლოგიის უხეშმა დარღვევამ რეაქტორის კორპუსის აფეთქება გამოიწვია. სამუშაოებში მონაწილე 10 ადამიანი მომენტალურად დაიღუპა. რეაქტორის გარეთ გამოფრქვეულმა აქტიურმა ზონამ ძლიერი რადიაციული დაბინძურება განაპირობა. წყალქვეშა ნავში გაჩენილი ხანძრის ჩქარობას 2 სთ დაჭირდა.

წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურობამ ჩიჟმას ყურე საინფორმაციო ბლოკადაში მოაქცია. იმავე დღის საღამოს ყურის მიმდებარე დასახლებულ პუნქტს კავშირი გაუთიშეს. ხელისუფლებას ინფორმაციის გაჟონვის ეშინოდა. ოფიციალური მონაცემებით რადიაციული ავარიის შედეგად დაშავდა 290 ადამიანი. ყველა მათგანმა რადიაციის სხვადასხვა დოზა მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"