ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო. ბიულეტენებს კომისიის 12 წევრი ითვლის, როგორც კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილმა განაცხადა, კომისია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა, ამის მიზეზი კი ის არის, ეს ადამიანი შეუძლოდ გახდა. მანამდე კომისიის ორ წევრს კომისია დაატოვებინეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან - დავით ასათიანი, დავით ლანჩავა, იასონ ბესელია, გრიგოლ გაგნიძე, დავით ებრალიძე, ალექსი კობაიძე, ონისე მარგიანი, ვასილ ოსეფაშვილი, ელგუჯა ჩხაიძე, ირმა ჭკადუა, ლევან ჯანაშია და ვაჟა ჯაოშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით ირჩევენ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 2 ვადით, 2009 წლიდან დღემდე ზაზა ხატიაშვილი იყო.