საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს
მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტებ­მა იური დე­რე­ვი­ან­კომ და პა­ველ ბო­გო­მა­ზოვ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ტან­საც­მე­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, წიგ­ნე­ბი, რვე­უ­ლე­ბი და კალ­მე­ბი მი­უ­ტა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა NEWSONE ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პრესმდი­ვან­მა ლა­რი­სა სარ­გან­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორს ახლა ოთხი ად­ვო­კა­ტი ტო­ვებს. და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი ის­ვე­ნებს. პრო­კუ­რო­რე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბის პი­რო­ბით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­სად­მი შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ამ­ზა­დე­ბენ", - და­წე­რა ლა­რი­სა სარ­გან­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გუ­შინ კი­ევ­ში, ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ის ამ­ჟა­მად წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 256-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს

მიხეილ სააკაშვილს იზოლატორში ტანსაცმელი, რვეულები და კალმები მიუტანეს

უკრაინის რადას დეპუტატებმა იური დერევიანკომ და პაველ ბოგომაზოვმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დროებითი დაკავების იზოლატორში ტანსაცმელი, მედიკამენტები, წიგნები, რვეულები და კალმები მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა NEWSONE ავრცელებს.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში მიხეილ სააკაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

"საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. დროებითი დაკავების იზოლატორს ახლა ოთხი ადვოკატი ტოვებს. დაკავებული სააკაშვილი ისვენებს. პროკურორები აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებენ", - დაწერა ლარისა სარგანმა.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"